წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მათე 17:1—27

17  ექვსი დღის შემდეგ იესომ თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე+  და მათ წინაშე გარდაიქმნა. სახე მზესავით გაუნათდა+ და ტანსაცმელი სინათლესავით გაუბრწყინდა.+  და აი, ეჩვენნენ მათ მოსე და ელია, რომლებიც იესოს ესაუბრებოდნენ.+  ამის დანახვაზე პეტრემ იესოს უთხრა: „უფალო, კარგია, აქ რომ ვართ. თუ გსურს, დავდგამ აქ სამ კარავს: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“.+  ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი და ღრუბლიდან ხმა გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.+ მას უსმინეთ“.+  ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები პირქვე დაემხვნენ და ძალიან შეშინდნენ.+  მაშინ იესო მივიდა მათთან, შეეხო და უთხრა: „ადექით, ნუ გეშინიათ“.+  აიხედეს და იესოს გარდა ვეღარავინ დაინახეს.+  როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ: „არავის მოუყვეთ ამ ხილვის შესახებ, სანამ კაცის ძე მკვდრეთით არ აღდგება“.+ 10  მოწაფეებმა ჰკითხეს: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?“+ 11  მან მიუგო: „ელია მართლა მოვა და ყველაფერს აღადგენს.+ 12  მე კი გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც მათი ხელით მოელის ტანჯვა“.+ 13  მაშინ მოწაფეები მიხვდნენ, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა.+ 14  როცა ისინი ხალხთან მივიდნენ,+ ერთი კაცი მივიდა იესოსთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: 15  „უფალო, შეიწყალე ჩემი ვაჟი, ბნედიანია და იტანჯება, ხან ცეცხლში ვარდება, ხან — წყალში.+ 16  შენს მოწაფეებს მივუყვანე, მაგრამ ვერ განკურნეს“.+ 17  მაშინ იესომ თქვა: „ოჰ, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ,+ როდემდე უნდა ვიყო თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანეთ“. 18  შერისხა იესომ დემონი და ისიც გამოვიდა მისგან.+ ყმაწვილი მაშინვე განიკურნა.+ 19  მაშინ მოწაფეები განმარტოებით მივიდნენ იესოსთან და ჰკითხეს: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ?“+ 20  „მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ, აქედან იქით გადადიო, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“, — უთხრა იესომ.+ 21  —— 22  როცა ისინი გალილეაში შეიკრიბნენ, იესომ უთხრა მათ: „კაცის ძე ადამიანებს უნდა გადაეცეს ხელში,+ 23  მას მოკლავენ, მაგრამ მესამე დღეს აღდგება“.+ ამან ყველა ძალიან დაამწუხრა.+ 24  როცა ისინი კაპერნაუმში მივიდნენ, პეტრესთან მივიდნენ კაცები, რომლებიც ორ-ორ დრაქმას კრეფდნენ, და ჰკითხეს: „თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის ორ დრაქმას*?“+ 25  „როგორ არა“, — მიუგო მან. მაგრამ სახლში რომ შევიდა, იესომ დაასწრო და ჰკითხა: „როგორ ფიქრობ, სიმონ, ვისგან იღებენ მიწიერი მეფეები ბაჟს ან სულადობრივ გადასახადს, თავიანთი ვაჟებისგან თუ უცხოებისგან?“ 26  როცა უპასუხა, უცხოებისგანო, იესომ უთხრა: „ესე იგი, ვაჟები თავისუფლები ყოფილან გადასახადებისგან, 27  მაგრამ ისინი რომ არ დავაბრკოლოთ,+ მიდი ზღვასთან, ისროლე ანკესი და ამოიყვანე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ. გაუღე პირი და იპოვი მონეტას, სტატერს*. წამოიღე და მიეცი მათ ჩემთვისაც და შენთვისაც“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ორმაგ დრაქმას. იხილეთ დანართი 6ა.
როგორც ჩანს, უდრის ოთხ დრაქმას. იხილეთ დანართი 6ა.