არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მათე 14:1—36

14  იმ დროს იესოს ამბავი გამგებელმა ჰეროდემ* გაიგო+  და თავის მსახურებს უთხრა: „ეს იოანე ნათლისმცემელია. ის მკვდრეთით აღდგა და ამიტომ ხდება სასწაულები მისი მეშვეობით“.+  ჰეროდემ თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის ჰეროდიას გამო შეაპყრობინა იოანე, შეაბორკვინა და საპყრობილეში ჩააგდებინა,+  რადგან იოანე ჰეროდეს ეუბნებოდა, არა გაქვს მისი ყოლის უფლებაო.+  ჰეროდე მას მოკვლასაც უპირებდა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.+  ჰეროდეს დაბადების დღეზე+ ჰეროდიას ქალიშვილმა იცეკვა და ისე ასიამოვნა ჰეროდეს,  რომ ის ფიცით დაჰპირდა ყველაფრის მიცემას, რასაც კი სთხოვდა.+  მაშინ მან, დედისგან დარიგებულმა, უთხრა: „მომიტანე იოანე ნათლისმცემლის თავი ლანგრით“.+  შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და სტუმრების გამო ბრძანა, მიეტანათ.+ 10  გაგზავნა ხალხი საპყრობილეში და თავი მოაკვეთინა იოანესთვის. 11  მიიტანეს თავი ლანგრით და გადასცეს ქალიშვილს, მან კი დედას მიუტანა.+ 12  ბოლოს მივიდნენ იოანეს მოწაფეები, ცხედარი წაიღეს და დამარხეს,+ შემდეგ კი იესოსთან წავიდნენ და შეატყობინეს. 13  ეს რომ მოისმინა, იესო უკაცრიელ ადგილზე წავიდა იქიდან ნავით, რათა განმარტოებულიყო,+ მაგრამ ხალხმა რომ გაიგო, ფეხით გაჰყვა მას ქალაქებიდან. 14  ნავიდან რომ გადმოვიდა და უამრავი ხალხი დაინახა, გული დაეწვა+ მათ გამო და მათი ავადმყოფები განკურნა.+ 15  როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „უკაცრიელი ადგილია, თანაც უკვე გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და თავიანთთვის საჭმელი იყიდონ“.+ 16  იესომ მიუგო: „არ არის საჭირო მათი წასვლა, თქვენ მიეცით საჭმელი“.+ 17  მათ უთხრეს: „ხუთი პურისა და ორი თევზის მეტი არაფერი გვაქვს“.+ 18  მან უთხრა: „აქ მომიტანეთ“. 19  შემდეგ ხალხს უბრძანა, ბალახზე დამსხდარიყვნენ, აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა, ილოცა*,+ დაამტვრია პურები და მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი — ხალხს.+ 20  ყველამ ჭამა და გაძღა; დარჩენილი ნატეხებით კი თორმეტი კალათი გაავსეს;+ 21  ხუთი ათასამდე კაცმა ჭამა, თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს.+ 22  იესომ დაუყოვნებლივ უბრძანა თავის მოწაფეებს, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გადასულიყვნენ მეორე ნაპირზე, სანამ ის ხალხს გაუშვებდა.+ 23  ხალხი რომ გაუშვა, მარტო ავიდა მთაზე, რომ ელოცა.+ თუმცა გვიანი იყო, ის იქ მარტო დარჩა. 24  იმ დროისთვის ნავი ძალიან შორს იყო ნაპირიდან. ცურვა ჭირდა, რადგან პირქარის გამო ტალღები+ ეხეთქებოდა ნავს. 25  იესო ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სიარულით მივიდა მათთან.+ 26  მოწაფეებმა ზღვაზე მოსიარულე რომ დაინახეს, აფორიაქდნენ, თქვეს, მოჩვენებააო+ და შიშისგან ყვირილი ატეხეს. 27  იესო მაშინვე დაელაპარაკა მათ: „გამაგრდით,+ მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ 28  პეტრემ მიუგო: „უფალო, თუ ეს შენ ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ“. 29  მან უთხრა: „მოდი!“ პეტრე ნავიდან გადმოვიდა+ და წყალდაწყალ გაემართა იესოსკენ. 30  მაგრამ ქარიშხალმა შეაშინა, ჩაძირვა დაიწყო და დაიყვირა: „უფალო, მიხსენი!“ 31  იესომ მაშინვე ხელი გაუწოდა, დაიჭირა და უთხრა: „მცირე რწმენის მქონევ, რატომ დაეჭვდი?“+ 32  როცა ისინი ნავში ჩასხდნენ, ქარიშხალი ჩადგა. 33  ნავში მყოფებმა მდაბლად თაყვანი სცეს მას და უთხრეს: „შენ მართლა ღვთის ძე ხარ“.+ 34  ისინი გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის მხარეში.+ 35  იქაურმა ხალხმა იცნო ის და დაგზავნეს კაცები მთელ შემოგარენში და მიუყვანეს მას ყველა ავადმყოფი.+ 36  ისინი ეხვეწებოდნენ, მხოლოდ მოსასხამის ფოჩზე შეგეხებითო.+ ვინც შეეხო, ყველა სრულიად გამოჯანმრთელდა.

სქოლიოები

ანუ ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.
სიტყვასიტყვით — აკურთხა.