წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მათე 10:1—42

10  მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა ძალაუფლება, რომ განედევნათ უწმინდური სულები*+ და განეკურნათ ნებისმიერი ავადმყოფობა და უძლურება.  აი ეს+ თორმეტი მოციქული:+ სიმონი, პეტრედ წოდებული*,+ და მისი ძმა ანდრია,+ ზებედეს ვაჟი იაკობი+ და მისი ძმა იოანე,  ფილიპე და ბართლომე*,+ თომა+ და გადასახადების ამკრეფი მათე*,+ იაკობი — ალფეს ვაჟი,+ და თადეოზი*,  სიმონ კანანელი+ და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც მოგვიანებით იესო გასცა.+  იესომ გაგზავნა თორმეტივე და ასეთი მითითებები მისცა:+ «არ წახვიდეთ უცხოტომელების გზით და არ შეხვიდეთ სამარიელების ქალაქში,+  არამედ იარეთ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.+  იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“.+  განკურნეთ ავადმყოფები,+ აღადგინეთ მკვდრები, განწმინდეთ კეთროვნები, განდევნეთ დემონები. უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით.+  ნუ შეიძენთ ოქრო-ვერცხლს ან სპილენძს სარტყლის ქისებისთვის,+ 10  ნურც საგზლის აბგას გზისთვის, ნურც ორ ხელ ტანსაცმელს, ნურც სანდლებსა და ხელჯოხს, რადგან მშრომელი საზრდოს ღირსია.+ 11  რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული და წასვლამდე იქ დარჩით.+ 12  სახლში შესვლისას მიესალმეთ ოჯახს 13  და თუ სახლი ღირსია, მშვიდობა, რომელიც თქვენ უსურვეთ, მიუვიდეს მას,+ ხოლო თუ არ არის ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდეთ. 14  სადაც არ მიგიღებენ ან არ მოისმენენ თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეთ.+ 15  ჭეშმარიტებას გეუბნებით: სოდომისა+ და გომორას მიწისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება სასამართლოს დღე, ვიდრე იმ ქალაქისთვის.+ 16  აი, გგზავნით, როგორც ცხვრებს მგლებში.+ ამიტომ იყავით გველივით ფრთხილნი+ და მტრედივით უწყინარნი.+ 17  ადამიანებს უფრთხილდით,+ რადგან ისინი სასამართლოებს გადაგცემენ+ და სინაგოგებში+ გაგშოლტავენ.+ 18  წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან+ ჩემ გამო, მათთვის და უცხოტომელებისთვის დასამოწმებლად.+ 19  როცა გადაგცემენ, ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა თქვათ ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ მოგეცემათ ის, რაც უნდა თქვათ.+ 20  მარტო თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენი მეშვეობით.+ 21  გარდა ამისა, ძმა+ ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს. შვილები მშობლებს აუმხედრდებიან და დახოცავენ.+ 22  ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო,+ ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.+ 23  როცა ერთ ქალაქში დაგიწყებენ დევნას, მეორეში გაიქეცით.+ ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას+ კაცის ძის მოსვლამდე.+ 24  მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, არც მონაა თავის ბატონზე მეტი.+ 25  მოწაფისთვის საკმარისია თავის მასწავლებელს დაემსგავსოს, მონისთვის კი — თავის ბატონს.+ თუ სახლის პატრონს ბელზებელი*+ დაარქვეს, მისი ოჯახის წევრებს ხომ მით უმეტეს?! 26  ამიტომ ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან არაფერია დაფარული, რაც არ გამჟღავნდება, და არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გამოაშკარავდება.+ 27  რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ჩურჩულით ნათქვამს ისმენთ, ბანებიდან იქადაგეთ.+ 28  ნუ შეგეშინდებათ მათი,+ ვინც სხეულს კლავს, სულის* მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ,+ ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში*+ და სხეულისაც. 29  განა ორ ბეღურას ერთ მონეტად* არ ყიდიან?+ მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ მამათქვენმა არ იცოდეს.+ 30  თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია.+ 31  ამიტომ, ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ.+ 32  ვინც სხვების წინაშე აღიარებს, რომ ერთობაშია ჩემთან, მეც ვაღიარებ ზეციერი მამის წინაშე, რომ ერთობაში+ ვარ მასთან. 33  ვინც სხვების წინაშე უარმყოფს, მას მეც უარვყოფ+ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 34  არ იფიქროთ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი, მშვიდობის+ კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი; 35  მოვედი, რომ განხეთქილება ჩამოვაგდო მამასა და შვილს შორის, დედასა და ასულს შორის, რძალსა და დედამთილს შორის.+ 36  კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად. 37  ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ჩემი ღირსი არ არის, და ვისაც ვაჟი ან ასული უყვარს ჩემზე მეტად, არც ის არის ჩემი ღირსი.+ 38  და ვინც არ იღებს თავის წამების ბოძს* და არ მომყვება, ჩემი ღირსი არ არის.+ 39  ვინც პოულობს თავის სულს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემ გამო კარგავს სულს, იპოვის მას.+ 40  ვინც თქვენ გიღებთ, მეც მიღებს, ხოლო ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს.+ 41  ვინც წინასწარმეტყველს იმიტომ იღებს, რომ ის წინასწარმეტყველია, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს,+ და ვინც მართალ კაცს იმიტომ იღებს, რომ ის მართალია, მართალი კაცის საზღაურს მიიღებს.+ 42  და ვინც ერთ ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს დაალევინებს იმიტომ, რომ ის მოწაფეა, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მას არ დაეკარგება თავისი საზღაური».+

სქოლიოები

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
ბერძნულ წერილებში პეტრე ხუთნაირად არის მოხსენიებული: სიმონი, პეტრედ წოდებული; სიმონ-პეტრე 16:16-ში; სიმონი სქ. 15:14-ში; კეფა ინ. 1:42-ში და უმეტესად პეტრე, როგორც მთ. 14:28-ში.
ნათანაელსაც ეძახდნენ. იხილეთ ინ. 1:46; 21:2.
ლევისაც ეძახდნენ. იხილეთ ლკ. 5:27.
იუდასაც ეძახდნენ, იაკობის ვაჟს. იხილეთ ლკ. 6:16; ინ. 14:22; სქ. 1:13.
იგულისხმება სატანა.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ დანართი 2დ.
ბერძნულად ასარიონ, მცირე ღირებულების მონეტა. იხილეთ დანართი 6ა.
იხილეთ დანართი 3გ.