წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

მათე 1:1—25

1  იესო ქრისტეს — დავითისა+ და აბრაამის+ ძის — წარმოშობის+ წიგნი:   აბრაამს შეეძინა ისაკი;+ ისაკს — იაკობი;+ იაკობს — იუდა+ და მისი ძმები;   იუდას თამარისგან შეეძინა ფერეცი+ და ზერახი; ფერეცს შეეძინა ხეცრონი;+ ხეცრონს — რამი;+   რამს — ამინადაბი; ამინადაბს — ნახშონი;+ ნახშონს — სალმონი;+   სალმონს რახაბისგან+ შეეძინა ბოაზი; ბოაზს რუთისგან+ შეეძინა ობედი; ობედს შეეძინა იესე;+   იესეს — მეფე+ დავითი;+ დავითს ურიას ცოლისგან შეეძინა სოლომონი;+   სოლომონს შეეძინა რობოამი;+ რობოამს შეეძინა აბია; აბიას+ — ასა;+   ასას — იეჰოშაფატი;+ იეჰოშაფატს — იეჰორამი;+ იეჰორამს — უზია;   უზიას — იოთამი; იოთამს+ — ახაზი;+ ახაზს — ხიზკია;+ 10  ხიზკიას — მენაშე;+ მენაშეს+ — ამონი;+ ამონს+ — იოშია; 11  იოშიას+ შეეძინა იექონია+ და მისი ძმები ბაბილონში+ გადასახლების დროს; 12  ბაბილონში იექონიას შეეძინა შეალთიელი;+ შეალთიელს — ზერუბაბელი;+ 13  ზერუბაბელს — აბიჰუდი; აბიჰუდს — ელიაკიმი; ელიაკიმს — აზორი; 14  აზორს — ცადოკი; ცადოკს — აქიმი; აქიმს — ელიუდი; 15  ელიუდს — ელეაზარი; ელეაზარს — მატთანი; მატთანს — იაკობი; 16  იაკობს შეეძინა იოსები, ქმარი მარიამისა, რომელმაც გააჩინა იესო,+ ქრისტედ წოდებული.+ 17  ამრიგად, აბრაამიდან დავითამდე სულ თოთხმეტი თაობა იყო; თოთხმეტი თაობა იყო დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდეც და ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდეც. 18  იესო ქრისტე ასე დაიბადა: დედამისი მარიამი იოსებზე იყო დანიშნული.+ ჯერ არ იყვნენ შეუღლებულები, როცა აღმოჩნდა, რომ ის ორსულად იყო წმინდა სულისგან*.+ 19  მისი ქმარი* იოსები მართალი კაცი იყო და არ უნდოდა მისი საქვეყნოდ შერცხვენა.+ ამიტომ დააპირა, ფარულად გაყროდა+ მას. 20  როცა ყველაფერი მოიფიქრა, იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა სიზმარში და უთხრა: „იოსებ, დავითის ძეო, ნუ გეშინია მარიამის, შენი ცოლის სახლში მიყვანის, რადგან ის, ვინც მასშია ჩასახული, წმინდა სულისგან არის.+ 21  ვაჟს გააჩენს და მას იესო* უნდა დაარქვა,+ რადგან ის დაიხსნის+ თავის ხალხს+ მათი ცოდვებისგან“.+ 22  ყოველივე ეს მოხდა, რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის+ პირით იეჰოვას+ მიერ ნათქვამი: 23  „დაორსულდება ქალწული,+ ვაჟს გააჩენს და დაარქმევენ მას ემანუელს“,+ რაც ასე ითარგმნება: „ღმერთი ჩვენთანაა“.+ 24  გაიღვიძა იოსებმა და ისე მოიქცა, როგორც იეჰოვას ანგელოზმა მიუთითა; სახლში მიიყვანა თავისი ცოლი, 25  მაგრამ არ გაჰკარებია,+ სანამ მან ვაჟი არ გააჩინა.+ იოსებმა მას იესო დაარქვა.+

სქოლიოები

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
ებრაელები საქმროს უკვე ქმრად თვლიდნენ.
ებრაულად იეშუა, ნიშნავს: იეჰოვაა ხსნა.