არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლუკა 5:1—39

5  ერთხელ, როცა იესო გენესარეთის ტბასთან+ იდგა, უამრავი ხალხი მიაწყდა მას და ღვთის სიტყვას უსმენდა.  მან ტბის პირას ორი ნავი დაინახა. მებადურები გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ.+  იესო სიმონის ნავზე ავიდა და სთხოვა, ნაპირს ცოტათი გაშორებოდნენ. შემდეგ დაჯდა და ხალხს ნავიდან+ ასწავლიდა.  ლაპარაკი რომ დაასრულა, სიმონს უთხრა: „ღრმად შეცურდი და ბადეები+ ისროლეთ თევზის დასაჭერად“.  სიმონმა მიუგო: „მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ,+ მაგრამ რახან შენ ამბობ, ვისვრი ბადეებს“.  ასეც მოიქცნენ და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ ბადეები ეხეოდათ.  მათ ნიშანი მისცეს თავიანთ ამხანაგებს, რომლებიც სხვა ნავში იყვნენ, რომ დახმარებოდნენ.+ როცა ისინი მივიდნენ და ორივე ნავი აავსეს, ნავებმა ჩაძირვა დაიწყო.  ამის დანახვაზე სიმონ-პეტრე+ მუხლებში ჩაუვარდა იესოს და ეუბნებოდა: „გამშორდი, უფალო, ცოდვილი კაცი ვარ“.+  ამდენი თევზი რომ დაიჭირეს, განცვიფრდნენ ის და მასთან მყოფნი, 10  აგრეთვე იაკობი და იოანე, ზებედეს ვაჟები,+ რომლებიც სიმონთან ერთად შრომობდნენ. იესომ სიმონს უთხრა: „ნუ გეშინია, ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ“.+ 11  მათ ნავები ნაპირზე გამოათრიეს, ყველაფერი მიატოვეს და მას გაჰყვნენ.+ 12  ერთხელაც, როცა იესო ერთ ქალაქში იმყოფებოდა, დაინახა კაცი, რომელსაც მთელ სხეულზე კეთრი მოსდებოდა. იესოს დანახვაზე მის წინაშე დაემხო და შეევედრა: „უფალო, თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“.+ 13  იესომ ხელი გაიწოდა, შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“ მას მაშინვე გაუქრა კეთრი.+ 14  იესომ უბრძანა იმ კაცს, არავისთვის მოეყოლა მომხდარი:+ „წადი, მღვდელს ეჩვენე+ და შესაწირავი გაიღე+ შენი განწმენდისთვის, როგორც მოსემ დააწესა, მათთვის დასამოწმებლად“.+ 15  სიტყვა მის შესახებ უფრო და უფრო ვრცელდებოდა და დიდძალი ხალხი იკრიბებოდა მის მოსასმენად და დაავადებებისგან განსაკურნავად.+ 16  ის კვლავ უკაცრიელ ადგილებში რჩებოდა განმარტოებით და ლოცულობდა.+ 17  ერთ დღესაც, როცა ასწავლიდა, იქ ისხდნენ გალილეისა და იუდეის სოფლებიდან და იერუსალიმიდან მისული ფარისევლები და კანონის მასწავლებლები. იეჰოვას ძალა იყო მასთან, რათა განეკურნა ავადმყოფები.+ 18  და, აი, რამდენიმე კაცმა საწოლით მოიყვანა დამბლადაცემული კაცი, ცდილობდნენ შიგნით შეეყვანათ, რომ იესოს წინ დაეწვინათ.+ 19  ხალხმრავლობის გამო შიგნით შეყვანა ვერ მოახერხეს, სახურავზე ავიდნენ და ჭერიდან საწოლიანად ჩაუშვეს იესოს წინ, ხალხს შორის.+ 20  მათი რწმენა რომ დაინახა, იესომ უთხრა: „გეპატია ცოდვები“.+ 21  მწიგნობრებმა და ფარისევლებმა კი მსჯელობა დაიწყეს: „ვინ არის ეს, რომ მკრეხელობს?+ ვის შეუძლია ცოდვების პატიება ღვთის გარდა?“+ 22  იესომ გაიგო მათი აზრები და უთხრა: „რაზე მსჯელობთ გულში?+ 23  რისი თქმა უფრო ადვილია: გეპატია ცოდვები, თუ — ადექი და იარე?+ 24  რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს ცოდვების პატიების ძალაუფლება აქვს დედამიწაზე...“, უთხრა დავრდომილს: „გეუბნები, ადექი, აიღე საწოლი და წადი სახლში“.+ 25  ისიც მაშინვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო, რაზეც იწვა, და ღვთის ქება-დიდებით წავიდა სახლში.+ 26  ყველა შეცბუნებული+ იყო, ღმერთს ადიდებდნენ და შეშინებულები ამბობდნენ, დღეს საოცრებები ვიხილეთო.+ 27  ამის შემდეგ იესო გარეთ გავიდა, დაინახა გადასახადების ამკრეფი, სახელად ლევი, რომელიც საგადასახადოში იჯდა, და უთხრა: „გამომყევი“.+ 28  მანაც ყველაფერი მიატოვა,+ წამოდგა და გაჰყვა მას. 29  ლევიმ იესოს დიდი წვეულება მოუწყო თავის სახლში. სუფრასთან მრავლად იყვნენ გადასახადების ამკრეფნი და სხვები.+ 30  ფარისევლები და მათი მწიგნობრები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: „რატომ ჭამთ და სვამთ გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან?“+ 31  იესომ უთხრა მათ: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა,+ ავადმყოფებს სჭირდებათ.+ 32  მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად, რომ მოინანიონ“.+ 33  მათ უთხრეს: „იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და მხურვალედ ლოცულობენ, ასევე იქცევიან ფარისეველთა მოწაფეებიც, შენები კი ჭამენ და სვამენ“.+ 34  იესომ მიუგო: „განა აიძულებ ნეფის მეგობრებს იმარხულონ, სანამ ნეფე მათთან არის?+ 35  მოვა დრო, როცა ნეფეს+ წაართმევენ+ და მაშინ იმარხულებენ“.+ 36  შემდეგ მათ მაგალითი მოუყვანა: „არავინ ჭრის საკერებელს ახალი მოსასხამისგან, რომ ძველ მოსასხამს დააკეროს, თორემ ახალიც დაიხევა და ძველსაც არ მოუხდება ახალი მოსასხამის საკერებელი.+ 37  არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ თუ ჩაასხეს, ახალი ღვინო ტიკებს დახეთქს+ და დაიღვრება, და ტიკებიც აღარაფრად ივარგებს.+ 38  ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას. 39  ვისაც ძველი ღვინო დაულევია, არ მოუნდება ახალი, რადგან ამბობს, ძველი+ კარგიაო“.

სქოლიოები