წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლუკა 4:1—44

4  წმინდა სულით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანიდან. მას სული დაატარებდა უდაბნოში+  ორმოც დღეს+ და ეშმაკი ცდილობდა ეცდუნებინა+ იგი. იმ დღეებში არაფერი უჭამია, ამიტომ, როცა დასრულდა ის დღეები, მოშივდა.  მაშინ ეშმაკმა უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, პურად იქცეს“.  იესომ მიუგო: «დაწერილია: „კაცმა მხოლოდ პურით არ უნდა იცოცხლოს“».+  შემდეგ ეშმაკმა ის ერთ ადგილზე აიყვანა, თვალის დახამხამებაში აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო  და უთხრა: „შენ მოგცემ მთელ ამ ძალაუფლებას+ და მათ დიდებას, რადგან მე გადმომეცა და ვისაც მინდა, იმას ვაძლევ.+  ასე რომ, თუ თაყვანს+ მცემ, ეს ყველაფერი შენი იქნება“.  იესომ მიუგო: «დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს+ ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“».+  შემდეგ ის იერუსალიმში მიიყვანა, ტაძრის გალავანზე+ დააყენა და უთხრა: «თუ ღვთის ძე ხარ, გადახტი,+ 10  რადგან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან“,+ 11  და „ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“».+ 12  იესომ მიუგო: «ნათქვამია: „არ გამოსცადო იეჰოვა, შენი ღმერთი“».+ 13  მეტად აღარ უცდია ეშმაკს, ეცდუნებინა იგი და გაშორდა მას, სანამ სხვა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა.+ 14  იესო კი სულის ძალით გალილეაში+ დაბრუნდა და მთელ შემოგარენში კარგი ხმები გავრცელდა მის შესახებ.+ 15  მან სინაგოგებშიც დაიწყო სწავლება და ყველასგან პატივცემული იყო.+ 16  იესო მივიდა ნაზარეთში,+ სადაც გაიზარდა. ჩვეულებისამებრ, შაბათს სინაგოგაში+ შევიდა. როცა წასაკითხად წამოდგა, 17  მას ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილი მიაწოდეს. მან გაშალა გრაგნილი და მოძებნა ადგილი, სადაც ეწერა: 18  „იეჰოვას სულია+ ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო და გამომგზავნა, რომ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ, უსინათლოებს კი მხედველობის დაბრუნების შესახებ ვუქადაგო, გავათავისუფლო ჩაგრულები+ 19  და იეჰოვასთვის სასურველი წელიწადის შესახებ ვიქადაგო“.+ 20  ამის შემდეგ გრაგნილი დაახვია, მსახურს დაუბრუნა და დაჯდა. სინაგოგაში ყველამ მას მიაპყრო მზერა. 21  მან უთხრა მათ: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი, რაც ახლა მოისმინეთ“.+ 22  ყველა მოწონებით ლაპარაკობდა მის შესახებ, გაოცებულები იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლიანი სიტყვებით+ და ამბობდნენ: „განა ეს იოსების ვაჟი არ არის?“+ 23  მან მიუგო: «თქვენ უეჭველად ამ ანდაზას მომისადაგებთ: „მკურნალო,+ საკუთარი თავი განკურნეო. შენს მშობლიურ მხარეშიც+ მოახდინე ის,+ რაც კაპერნაუმში+ მოგიხდენიაო“». 24  შემდეგ უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არც ერთ წინასწარმეტყველს არ აღიარებენ თავის მშობლიურ მხარეში. 25  მართალს გეუბნებით: მაგალითად, ისრაელში მრავალი ქვრივი იყო ელიას დროს, როცა სამი წელი და ექვსი თვე ცა დახშული იყო და დიდი შიმშილობა ჩამოვარდა მთელ იმ მიწაზე,+ 26  მაგრამ ელია არც ერთ მათგანთან არ გაგზავნილა, გარდა იმ ქვრივისა, რომელიც სარეფთაში,+ სიდონის მიწაზე, ცხოვრობდა. 27  ელისე წინასწარმეტყველის დროს ისრაელში მრავალი კეთროვანი იყო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განწმენდილა სირიელი ნაამანის გარდა“.+ 28  სინაგოგაში ყველა განრისხდა, ვინც ეს მოისმინა.+ 29  წამოდგნენ, სასწრაფოდ გაიყვანეს ის ქალაქიდან, მიიყვანეს იმ მთის თხემთან, რომელზეც მათი ქალაქი იყო აშენებული, და გადაგდება დაუპირეს.+ 30  მან კი მათ შორის გაიარა და თავისი გზით წავიდა.+ 31  ჩავიდა იესო გალილეის ქალაქ კაპერნაუმში+ და შაბათს ხალხს ასწავლიდა. 32  ისინი განცვიფრებულები იყვნენ იმით, თუ როგორ ასწავლიდა,+ რადგან ძალაუფლებით ლაპარაკობდა.+ 33  სინაგოგაში იყო უწმინდური დემონით შეპყრობილი კაცი,+ რომელიც ხმამაღლა ყვიროდა: 34  „რა გვაქვს შენთან საერთო,+ იესო ნაზარეთელო?+ ჩვენ მოსასპობად მოხვედი? ზუსტად ვიცი,+ ვინცა ხარ — ღვთის წმინდა“.+ 35  იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გამოდი მისგან!“ დემონმა ძირს დააგდო ის კაცი მათ თვალწინ და ისე გამოვიდა მისგან, რომ ზიანი არ მიუყენებია.+ 36  ყველა განცვიფრდა და ერთმანეთს ეკითხებოდა: „ეს რა სიტყვებია, ძალაუფლებითა და ძლიერებით რომ უბრძანებს უწმინდურ სულებს და ისინიც გამოდიან?“+ 37  ეს ამბავი მის შესახებ მთელ შემოგარენში გავრცელდა.+ 38  ის სინაგოგიდან სიმონთან წავიდა. სიმონის სიდედრი ავად იყო, მაღალი სიცხე ჰქონდა და იესოს სთხოვეს შველა.+ 39  მივიდა მასთან, შერისხა სიცხე+ და ციებ-ცხელებამ გაუარა. ქალი მაშინვე წამოდგა და მოემსახურა მათ.+ 40  მზის ჩასვლისას სხვადასხვა სენით დაავადებულები მიჰყავდათ მასთან. ის ხელების დადებით კურნავდა მათ.+ 41  ბევრისგან დემონებიც გამოდიოდნენ+ და ყვიროდნენ: „შენა ხარ ღვთის ძე“.+ იესო კი რისხავდა მათ და უკრძალავდა ლაპარაკს,+ რადგან იცოდნენ,+ რომ ის ქრისტე იყო.+ 42  როცა გათენდა, ის უკაცრიელი ადგილისკენ+ გაემართა. ხალხმა ძებნა დაუწყო, მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო. 43  მან კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“.+ 44  წავიდა და იუდეის სინაგოგებში ქადაგებდა.+

სქოლიოები