წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლუკა 3:1—38

3  კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იყო იუდეის გამგებელი, ჰეროდე*+ — გალილეის გამგებელი, ხოლო მისი ძმა ფილიპე — იტურეისა და ტრაქონიტიდის მხარეების გამგებელი, ლისანია კი — აბილინის მხარის გამგებელი,  უფროსი მღვდლის ანასა და კაიაფას+ დღეებში, უდაბნოში+ ღვთის სიტყვა გამოეცხადა ზაქარიას ძეს, იოანეს.+  ის იორდანის მთელ შემოგარენში დადიოდა და უქადაგებდა ხალხს, რომ მონათლულიყვნენ მონანიების ნიშნად, ცოდვების მისატევებლად,+  როგორც ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში წერია: «ყური დაუგდეთ! უდაბნოში ვიღაც ღაღადებს: „მოამზადეთ იეჰოვას გზა და გაასწორეთ მისი სავალი.+  ყოველი ხევი უნდა ამოივსოს, ყოველი მთა და გორა უნდა დადაბლდეს, ყოველი მრუდე და ოღროჩოღრო ადგილი უნდა გასწორდეს+  და ყოველი ხორციელი იხილავს გადარჩენას ღვთისგან“».+  ამიტომ მასთან მოსანათლავად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა: „გველგესლათა ნაშიერნო,+ ვინ გიკარნახათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?+  მაშ, გამოიღეთ მონანიების შესაფერისი ნაყოფი+ და ნუ იტყვით, ჩვენი მამა აბრაამიაო, რადგან გეუბნებით: ღმერთს აქვს იმის ძალა, რომ ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები.  ცულიც უკვე თავის ადგილზე დევს — ხეების ძირას. ხე, რომელიც კარგ ნაყოფს არ გამოიღებს, უნდა მოიჭრას და ცეცხლს მიეცეს“.+ 10  ხალხი ეკითხებოდა მას: „მაშ, როგორ მოვიქცეთ?“+ 11  პასუხად ის ეუბნებოდა: „ვისაც ორი ხელი ტანსაცმელი აქვს, ერთი უქონელს მისცეს, და ვისაც საჭმელი აქვს, მსგავსადვე მოიქცეს“.+ 12  გადასახადების ამკრეფნიც კი მივიდნენ მოსანათლავად და ჰკითხეს: „მოძღვარო, ჩვენ როგორ მოვიქცეთ?“+ 13  მან მიუგო: „დაწესებულ გადასახადზე მეტს ნუ მოითხოვთ“.+ 14  ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ როგორღა მოვიქცეთ?“ პასუხად ის ეუბნებოდა: „ნურავის შეავიწროებთ, ცრუ ბრალდებას+ ნურავის წაუყენებთ და იკმარეთ ის, რაც გეძლევათ“.+ 15  ხალხი მოლოდინში იყო და ყველა იოანეზე ფიქრობდა გულში, იქნებ ეს არისო ქრისტე,+ 16  იოანე კი ასე პასუხობდა ყველას: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლების თასმის გახსნის ღირსიც კი არა ვარ.+ ის წმინდა სულითა და ცეცხლით მოგნათლავთ.+ 17  მას ხელში უჭირავს თავისი ფიწალი, რომ მთლიანად გაწმინდოს თავისი კალო+ და ხორბალი ბეღელში მოაგროვოს, ბზე+ კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვას“.+ 18  ის ბევრ სხვა რამესაც შეაგონებდა ხალხს და სასიხარულო ცნობას აუწყებდა. 19  მან ამხილა გამგებელი ჰეროდე მისი ძმის ცოლის ჰეროდიასა და იმ ბოროტი საქმეების გამო, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი.+ 20  ჰეროდემ ამ ყველაფერს ისიც დაამატა, რომ იოანე საპყრობილეში ჩასვა.+ 21  ყველა რომ მოინათლა, იესოც+ მოინათლა და, როცა ლოცულობდა, გაიხსნა ცა+ 22  და წმინდა სული სხეულებრივად, მტრედის სახით, გადმოვიდა მასზე და ციდან გაისმა ხმა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე“.+ 23  დაახლოებით ოცდაათი+ წლისა იყო იესო, როცა დაიწყო თავისი საქმე,+ და, როგორც თვლიდნენ, იგი იყო იოსების ძე,+ ელის ძე, 24  მატთატის ძე, ლევის ძე, მელქის ძე, იანაის ძე, იოსების ძე, 25  მატათიასის ძე, ამოსის ძე, ნაუმის ძე, ესლის ძე, ნაგაის ძე, 26  მაათის ძე, მატათიასის ძე, სემეის ძე, იოსექის ძე, იოდას ძე, 27  იოანანის ძე, რესას ძე, ზერუბაბელის ძე,+ შეალთიელის ძე,+ ნერის ძე, 28  მელქის ძე, ადის ძე, კოსამის ძე, ელმადამის ძე, ერის ძე, 29  იესოს ძე, ელიეზერის ძე, იორიმის ძე, მატთატის ძე, ლევის ძე, 30  სიმონის ძე, იუდას ძე, იოსების ძე, იონამის ძე, ელიაკიმის ძე, 31  მელეას ძე, მენას ძე, მატათას ძე, ნათანის ძე,+ დავითის ძე,+ 32  იესეს ძე,+ ობედის ძე,+ ბოაზის ძე,+ სალმონის ძე,+ ნახშონის ძე,+ 33  ამინადაბის ძე,+ არნის* ძე,+ ხეცრონის ძე,+ ფერეცის ძე,+ იუდას ძე,+ 34  იაკობის ძე,+ ისაკის ძე,+ აბრაამის ძე,+ თერახის ძე,+ ნახორის ძე,+ 35  სერუგის ძე,+ რეღუს ძე,+ ფელეგის ძე,+ ებერის ძე,+ შელახის ძე,+ 36  კაინანის ძე, არფაქშადის ძე,+ სემის ძე,+ ნოეს ძე,+ ლამექის ძე,+ 37  მეთუშალახის ძე,+ ენოქის ძე,+ იარედის ძე,+ მაჰალალელის ძე,+ კაინანის ძე,+ 38  ენოშის ძე,+ შეთის ძე,+ ადამის ძე,+ ღვთის ძე.

სქოლიოები

ანუ ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.
იგივე რამი, როგორც 1 მტ. 2:9-სა და მთ. 1:3, 4-ში.