წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლუკა 24:1—53

24  კვირის პირველ დღეს დილაუთენია გაემართნენ სამარხისკენ და თან წაიღეს მომზადებული სურნელოვანი მცენარეები.+  ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.+  შიგნით რომ შევიდნენ, უფალ იესოს ცხედარი ვეღარსად ნახეს.+  შეფიქრიანდნენ და აი, მათ წინაშე წარდგა ორი მამაკაცი ელვარე სამოსელში.+  ქალებს შეეშინდათ და თავები დახარეს. კაცებმა უთხრეს მათ: „რატომ ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?  [[ის აქ არ არის, აღდგა]].+ გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში+ იყო:  კაცის ძე ცოდვილთა ხელში გადაეცემა, ბოძზე გააკრავენ, მესამე დღეს კი აღდგებაო“.+  მათ გაახსენდათ მისი სიტყვები,+  დაბრუნდნენ სამარხიდან და ეს ამბავი თერთმეტსა და დანარჩენებს შეატყობინეს.+ 10  ამის შესახებ მოციქულებს უყვებოდნენ მაგდალელი მარიამი, იოანა,+ იაკობის დედა მარიამი და მათთან მყოფი სხვა ქალები.+ 11  მათ კი ეს სიტყვები უაზრობად მოეჩვენათ და არ დაუჯერეს+ ქალებს. 12  [[პეტრე კი ადგა და სამარხისკენ გაიქცა, მაგრამ რომ დაიხარა, სახვევების მეტი ვერაფერი დაინახა და გაკვირვებული გამობრუნდა]]. 13  იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა სოფელ ემაუსში, რომელიც თერთმეტი კილომეტრით იყო დაშორებული იერუსალიმიდან, 14  და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ მომხდარის შესახებ.+ 15  როცა ამაზე ლაპარაკობდნენ და მსჯელობდნენ, იესო მივიდა+ მათთან და დაემგზავრა. 16  მაგრამ თვალები დაბინდული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი.+ 17  იესომ ჰკითხა: „რაზე კამათობთ?“ ისინი დაღვრემილები შეჩერდნენ. 18  ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო: „ნუთუ შენთვის ცხოვრობ უცხოელივით იერუსალიმში? არ იცი, რა მოხდა იქ ამ დღეებში?“ 19  მან ჰკითხა: „რა მოხდა?“ „იესო ნაზარეთელზე+ ვლაპარაკობთ, რომელიც წინასწარმეტყველი+ გახდა და ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე ძლიერი იყო საქმითა და სიტყვით, 20  როგორ გადასცეს იგი ჩვენმა უფროსმა მღვდლებმა და მმართველებმა სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად და ბოძზე გააკრეს.+ 21  ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის დაიხსნიდა ისრაელს.+ უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა. 22  თან ჩვენგან ზოგიერთმა ქალმა+ განგვაცვიფრა. დილით ადრე მივიდნენ სამარხთან, 23  მაგრამ ვერ ნახეს მისი ცხედარი, მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ზებუნებრივი ჩვენება იხილეს — ანგელოზები, რომლებსაც მასზე უთქვამთ, ცოცხალიაო. 24  შემდეგ ზოგიერთი ჩვენგანი წავიდა სამარხთან+ და ნახეს, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც ქალები ამბობდნენ, ის კი ვერ ნახეს“. 25  მაშინ იესომ უთხრა მათ: „ოჰ, უგუნურნო და გულით მძიმენო, არა გწამთ, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ!+ 26  განა ასე არ უნდა დატანჯულიყო+ ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“+ 27  მოსედან დაიწყო+ და ყველა წინასწარმეტყველის+ წიგნიდან განუმარტა მათ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი. 28  ბოლოს მიადგნენ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, მან კი ისე დაიჭირა თავი, თითქოს გზა უნდა გაეგრძელებინა. 29  ისინი კი არ უშვებდნენ: „დარჩი ჩვენთან, უკვე საღამოა, დღე იწურება“. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო. 30  როცა მათთან ერთად სუფრასთან იყო, აიღო პური, ილოცა, დაამტვრია და მიაწოდა მათ.+ 31  მაშინ აეხილათ თვალები და იცნეს, ის კი გაუჩინარდა.+ 32  მათ ერთმანეთს უთხრეს: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა და წმინდა წერილებს გვიხსნიდა?“ 33  მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში დაბრუნდნენ, მონახეს თერთმეტი და მათთან ერთად შეკრებილები, 34  რომლებიც ამბობდნენ: „უფალი მართლა აღდგა და სიმონს ეჩვენა!“+ 35  მათაც უამბეს, რაც გზაში შეემთხვათ და ის, თუ როგორ იცნეს იგი პურის გატეხვით.+ 36  ამას ლაპარაკობდნენ, როცა იესო მათ შორის ჩადგა [[და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა“]]. 37  ისინი კი შეძრწუნდნენ და შეშინდნენ,+ ეგონათ, სულს* ხედავდნენ. 38  მან უთხრა მათ: „რატომ აფორიაქდით, რატომ გაქვთ გულში ეჭვები? 39  შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ. შემეხეთ+ და ნახეთ, რადგან სულს ხორცი და ძვალი+ არა აქვს, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ“. 40  [[ეს თქვა და ხელები და ფეხები აჩვენა]]. 41  მაგრამ, რადგან სიხარულისგან ვერ იჯერებდნენ+ და გაკვირვებულები იყვნენ, უთხრა მათ: „გაქვთ რამე საჭმელი?“+ 42  მათ შემწვარი თევზის ნაჭერი მიაწოდეს.+ 43  მანაც აიღო და მათ თვალწინ შეჭამა.+ 44  მაშინ უთხრა მათ: „აი, რას გეუბნებოდით, როცა ჯერ კიდევ თქვენთან ვიყავი:+ ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა+ და ფსალმუნებში+ ჩემ შესახებ არის დაწერილი, უნდა შესრულდეს-მეთქი“. 45  მაშინ სრულად გაუხსნა გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა,+ 46  და უთხრა მათ: „ასე წერია, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარიყო,+ 47  და იერუსალიმიდან დაწყებული+ ყველა ხალხისთვის+ უნდა ექადაგათ მისი სახელით მონანიება ცოდვების მისატევებლად.+ 48  თქვენ ამ ყველაფრის მოწმეები+ უნდა იყოთ. 49  აი, გიგზავნით მამაჩემის მიერ დაპირებულს. თქვენ კი ქალაქში დარჩით, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ“.+ 50  ბეთანიაში მიიყვანა, ხელები აღმართა და აკურთხა ისინი.+ 51  კურთხევისას გაშორდა მათ და ცაში იქნა აყვანილი.+ 52  მათ კი მდაბლად თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში.+ 53  მუდამ ტაძარში იყვნენ და ღმერთს ადიდებდნენ.+

სქოლიოები

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.