წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლუკა 22:1—71

22  ახლოვდებოდა უფუარობის დღესასწაული, რომელსაც პასექი+ ეწოდება.  უფროსი მღვდლები და მწიგნობრები ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდნენ მის თავიდან მოსაშორებლად,+ რადგან ხალხისა ეშინოდათ.+  შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც ისკარიოტელს უწოდებდნენ და რომელიც იმ თორმეტთაგანი იყო.+  ის წავიდა და უფროს მღვდლებსა და ტაძრის მცველთა უფროსებს ელაპარაკა, თუ რა იქნებოდა საუკეთესო საშუალება მის გასაცემად.+  მათ გაუხარდათ და მოელაპარაკნენ, რომ ვერცხლის ფულს მისცემდნენ.+  იუდა დათანხმდა და ხელსაყრელი შემთხვევის ძებნა დაიწყო, რათა ისე გადაეცა იესო მათთვის, რომ ახლომახლო ხალხი არ ყოფილიყო.+  დადგა უფუარობის დღე, როცა უნდა შეწირულიყო საპასექო მსხვერპლი.+  გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა: „წადით და მოგვიმზადეთ პასექი,+ რომ ვჭამოთ“.  მათ ჰკითხეს: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ?“ 10  მან მიუგო:+ «ქალაქში რომ შეხვალთ, შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც თიხის ჭურჭლით მიაქვს წყალი. შეჰყევით მას სახლში, სადაც შევა,+ 11  და უთხარით სახლის პატრონს: „მოძღვარი გეუბნება, სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამო-თქო პასექი?“+ 12  ის კაცი გაჩვენებთ დიდ ზემოთა ოთახს, გაწყობილს. იქ მოამზადეთ».+ 13  წავიდნენ და ყველაფერი ნახეს, რაც იესომ უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი.+ 14  დადგა ის საათი და იესო და მოციქულები სუფრასთან შეიკრიბნენ.+ 15  მან უთხრა: „ძალიან მინდოდა, თქვენთან ერთად მეჭამა პასექი ჩემი ტანჯვის წინ, 16  რადგან გეუბნებით: აღარ შევჭამ მას, სანამ ის ღვთის სამეფოში არ შესრულდება“.+ 17  აიღო სასმისი,+ ღმერთს მადლობა შესწირა და თქვა: „აიღეთ და გადააწოდეთ ერთმანეთს, 18  რადგან გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფს, სანამ ღვთის სამეფო არ მოვა“.+ 19  აიღო პურიც,+ ღმერთს მადლობა გადაუხადა, დაამტვრია, მისცა მათ და თქვა: „ეს ჩემს სხეულს+ ნიშნავს, რომელიც თქვენთვის უნდა იქნეს გაღებული.+ ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“.+ 20  ვახშმის შემდეგ ისევე მოიქცა, როცა სასმისი+ აიღო, და თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას+ ჩემი სისხლის+ საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს.+ 21  აი, ჩემი გამცემის+ ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე.+ 22  კაცის ძე მისთვის განწესებული გზით+ მიდის, მაგრამ ვაი იმას, ვინც მას გასცემს!“+ 23  მათ ერთმანეთში დაიწყეს მსჯელობა, თუ რომელი მათგანი გასცემდა.+ 24  მათ შორის გაცხარებული დავა ატყდა იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი.+ 25  იესომ უთხრა მათ: „ხალხებზე მეფეები ბატონობენ და ძალაუფლების მქონეებს კეთილისმყოფელებს+ უწოდებენ. 26  თქვენ კი ასე არ უნდა იყოთ.+ თქვენ შორის უდიდესი იყოს როგორც ყველაზე უმცროსი,+ ხოლო ვინც უფროსობს, იყოს როგორც მსახური.+ 27  ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის თუ ვინც ემსახურება? განა ის არა, ვინც სუფრას უზის? მე კი მომსახურე ვარ თქვენ შორის.+ 28  თქვენ ჩემთან ერთად დარჩით+ განსაცდელში+ 29  და შეთანხმებას გიდებთ სამეფოსთვის,+ როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება,+ 30  რათა ჭამოთ+ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში+ და ტახტებზე დასხდეთ+ ისრაელის თორმეტი ტომის გასასამართლებლად. 31  სიმონ, სიმონ, აი, სატანამ+ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.+ 32  მაგრამ მე ვილოცე შენთვის,+ რომ რწმენა არ გამოგელიოს, და როცა შემობრუნდები, განამტკიცო+ შენი ძმები“. 33  მან უთხრა: „უფალო, მზად ვარ საპყრობილეშიც წამოგყვე და მოვკვდე კიდეც შენთან ერთად“.+ 34  იესომ მიუგო: „გეუბნები, პეტრე, დღეს მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფ, რომ მიცნობ“.+ 35  შემდეგ უთხრა მათ: „როცა ქისის, საგზლის აბგისა და სანდლების გარეშე გაგგზავნეთ,+ გაკლდათ რამე?“ „არა!“ — უპასუხეს მათ. 36  მაშინ უთხრა: «ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აბგაც აიღოს და ვისაც მახვილი არა აქვს, ტანსაცმელი გაყიდოს და იყიდოს. 37  გეუბნებით: ჩემზე უნდა შესრულდეს, რაც დაწერილია, რომ „უკანონობის მოქმედად ჩაითვალა“.+ ვინაიდან, რაც მე მეხება, სრულდება».+ 38  მაშინ მათ უთხრეს: „უფალო, აი, აქ ორი მახვილია“. „საკმარისია“, — მიუგო მან. 39  იქიდან გამოვიდა და, ჩვეულებისამებრ, ზეთისხილის მთისკენ გაემართა. მოწაფეებიც გაჰყვნენ.+ 40  ადგილზე რომ მივიდა, უთხრა მათ: „ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“.+ 41  თვითონ ქვის სასროლ მანძილზე გაშორდა მათ, მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო: 42  „მამა, თუ გსურს, ამაცილე ეს სასმისი, მაგრამ იყოს არა ჩემი ნება,+ არამედ შენი“.+ 43  მაშინ მოევლინა ანგელოზი ციდან და განამტკიცა იგი.+ 44  ემოციურ ტანჯვაში მყოფი უფრო მხურვალედ ლოცულობდა.+ მისი ოფლი სისხლის წვეთებად იქცა და მიწას ეპკურებოდა.+ 45  ლოცვა რომ დაასრულა, წამოდგა და მივიდა მოწაფეებთან, რომლებსაც მწუხარებისგან ჩასძინებოდათ,+ 46  და უთხრა: „რატომ გძინავთ? წამოდექით და ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“.+ 47  ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა ხალხი, რომელსაც წინ მოუძღოდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი.+ ის იესოსთან მივიდა, რომ ეკოცნა.+ 48  იესომ ჰკითხა: „იუდა, კოცნით გასცემ კაცის ძეს?“+ 49  მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, ჰკითხეს: „უფალო, დავკრათ მახვილი?“+ 50  ერთ-ერთმა მათგანმა დაჰკრა კიდეც მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათალა.+ 51  მაშინ იესომ უთხრა: „გეყოფათ!“ ყურზე შეეხო და გაუმთელა.+ 52  შემდეგ იესომ მის შესაპყრობად მისულ უფროს მღვდლებს, ტაძრის მცველთა უფროსებსა და უხუცესებს უთხრა: „ყაჩაღი ვარ, მახვილებითა და ხელკეტებით რომ გამოხვედით ჩემ წინააღმდეგ?+ 53  ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში+ და ჩემ წინააღმდეგ ხელი არ აღგიმართავთ,+ მაგრამ ეს თქვენი საათია+ და სიბნელის+ ძალაუფლება“.+ 54  შეიპყრეს იგი და მღვდელმთავრის სახლში+ წაიყვანეს,+ პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა.+ 55  როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა.+ 56  ერთმა მოახლემ აგიზგიზებულ ცეცხლთან მჯდომი რომ დაინახა იგი, დააკვირდა და თქვა: „ესეც იმასთან იყო“.+ 57  მან კი უარყო:+ „ქალო, მე მაგას არ ვიცნობ“.+ 58  ცოტა ხანში სხვამ დაინახა იგი და უთხრა: „შენც ერთი იმათგანი ხარ“. პეტრემ მიუგო: „არა ვარ, კაცო“.+ 59  დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, სხვა ვიღაცა დაჟინებით ამტკიცებდა: „ესეც ნამდვილად მასთან იყო, რადგან გალილეელია!“+ 60  პეტრემ კი მიუგო: „არ ვიცი, კაცო, რას ამბობ“. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მამალმა იყივლა.+ 61  უფალი მიბრუნდა და პეტრეს შეხედა. გაახსენდა პეტრეს უფლის ნათქვამი, დღეს მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო,+ 62  გარეთ გამოვიდა და მწარედ ატირდა.+ 63  კაცები, რომლებსაც შეპყრობილი ჰყავდათ იგი, მასხრად იგდებდნენ+ და სცემდნენ+ მას.+ 64  სახეს უფარავდნენ და ეუბნებოდნენ, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყაო.+ 65  ბევრ სხვა რამესაც ამბობდნენ მის წინააღმდეგ და მკრეხელობდნენ.+ 66  როცა გათენდა, ხალხის უხუცესები, უფროსი მღვდლები და მწიგნობრები შეიკრიბნენ+ და იესო თავიანთი სინედრიონის* დარბაზში წაიყვანეს. მათ უთხრეს:+ 67  „თუ ქრისტე ხარ,+ გვითხარი“. მან კი მიუგო: „რომც გითხრათ, არ ირწმუნებთ,+ 68  და რომ შეგეკითხოთ, არ მიპასუხებთ.+ 69  ამიერიდან კი კაცის ძე+ ღვთის+ ძლიერ მარჯვენასთან+ იჯდება“. 70  ამაზე უთხრეს: „ესე იგი, ღვთის ძე ხარ?“ მან მიუგო: „თქვენ თვითონ ამბობთ,+ რომ ვარ“. 71  მათ თქვეს: „მეტი რა მოწმობა გვჭირდება?+ ჩვენ თვითონ მოვისმინეთ მისი პირიდან“.+

სქოლიოები

ებრაელების უზენაესი სასამართლო.