წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლუკა 21:1—38

21  გაიხედა და დაინახა, რომ მდიდრები თავიანთ ძღვენს ფულის ჩასაყრელში ყრიდნენ.+  დაინახა გაჭირვებული ქვრივიც, რომელმაც ორი პატარა მონეტა* ჩააგდო,+  და თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო.+  ყველამ ის გაიღო ძღვნად, რაც ზედმეტი ჰქონდა, ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც კი თავის სარჩენად გააჩნდა“.+  მოგვიანებით, როდესაც ზოგიერთები ტაძარზე ამბობდნენ, ძვირფასი ქვებითა და შეწირული ნივთებით არისო შემკული,+  იესომ თქვა: „მოვა დრო, როცა აქედან, რასაც ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი დაინგრევა“.+  მაშინ მათ ჰკითხეს: „მოძღვარო, როდის მოხდება ეს და რა იქნება იმ დროის ნიშანი, როცა ეს ყველაფერი მოხდება?“+  მან უთხრა: «ფრთხილად იყავით, რომ შეცდომაში არ შეგიყვანონ,+ რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: „მე ვარ ის“, „მოახლოვდა დანიშნული დრო“,+ მაგრამ ნუ გაჰყვებით მათ.  როცა მოისმენთ ომებისა და არეულობების შესახებ, ნუ შეძრწუნდებით.+ ჯერ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე არ დადგება აღსასრული». 10  შემდეგ უთხრა მათ: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება+ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ,+ 11  იქნება დიდი მიწისძვრები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა ხან ერთ და ხან მეორე ადგილას.+ იქნება საზარელი მოვლენები და დიდი ნიშნები ციდან.+ 12  მაგრამ სანამ ეს მოხდება, ხალხი შეგიპყრობთ და დევნას დაგიწყებთ,+ გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებში, წაგიყვანენ მეფეებსა და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო.+ 13  ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ.+ 14  ამიტომ წინასწარ ნუ იფიქრებთ და ნუ მოემზადებით, როგორ დაიცვათ თავი,+ 15  რადგან მე დაგიდებთ ბაგეზე სიბრძნეს, რომელსაც თქვენი მოწინააღმდეგეები ერთადაც ვერ შეეწინააღმდეგებიან და ვერ შეედავებიან.+ 16  მშობლები,+ ძმები, ნათესავები და მეგობრებიც კი გადაგცემენ და ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ კიდეც.+ 17  ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო.+ 18  მაგრამ თმის ერთი ღერიც+ კი არ დაგეკარგებათ თავიდან. 19  მოთმინებით მოიპოვებთ თქვენს სულებს*.+ 20  და როცა დაინახავთ იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს,+ იცოდეთ, რომ მოახლოებულია მისი გაპარტახება.+ 21  მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში მყოფნი გარეთ გავიდნენ, ხოლო ქალაქის გარეთ მყოფნი ნუღარ შევლენ მასში,+ 22  რადგან ეს ის დროა, როცა უნდა აღსრულდეს სამართალი, რათა ყველაფერი, რაც დაწერილია, შესრულდეს.+ 23  ვაი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს იმ დღეებში!+ დიდი გასაჭირი იქნება ამ მიწაზე და რისხვა ამ ხალხზე. 24  მახვილით დაეცემიან და ტყვედ წაასხამენ უცხოტომელები.+ გათელილი იქნება იერუსალიმი უცხოტომელთა მიერ, სანამ არ დასრულდება უცხოტომელთათვის დანიშნული დროები.+ 25  იქნება ნიშნები მზეზე,+ მთვარეზე და ვარსკვლავებზე; დედამიწაზე ხალხები გაიტანჯებიან და არ ეცოდინებათ გამოსავალი, რადგან ზღვა ახმაურდება+ და აღელდება,+ 26  ხალხს გული წაუვა შიშით+ და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს,+ რადგან ციური ძალები შეირყევა.+ 27  მაშინ იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით+ ღრუბლებში მომავალ კაცის ძეს.+ 28  მაგრამ როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“. 29  შემდეგ მათ მაგალითი მოუყვანა: „შეხედეთ ლეღვსა და სხვა ხეებს.+ 30  როცა ხედავთ, რომ იფოთლებიან, იცით, რომ ახლოა ზაფხული.+ 31  ასევე, როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო.+ 32  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება.+ 33  ცა და დედამიწა განადგურდება,+ მაგრამ ჩემი სიტყვები შეუსრულებელი არ დარჩება.+ 34  დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა+ და ცხოვრებისეული საზრუნავით+ და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე+ 35  როგორც მახე,+ რადგან ის დედამიწის ყველა მცხოვრებს დაატყდება.+ 36  მაშ, იფხიზლეთ+ და მუდამ იმის ვედრებაში+ იყავით, რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს და წარსდგეთ კაცის ძის წინაშე“.+ 37  იესო დღისით ტაძარში ასწავლიდა,+ ღამეს კი ზეთისხილის მთაზე ათევდა.+ 38  მთელი ხალხი+ დილაადრიან მიდიოდა ტაძარში მის მოსასმენად.

სქოლიოები

ბერძნულად ლეპტონ, ძალიან მცირე ღირებულების პატარა მონეტა.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.