წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლუკა 20:1—47

20  ერთხელ, როცა იესო ტაძარში ასწავლიდა და ხალხს სასიხარულო ცნობას აუწყებდა, უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესები მივიდნენ მასთან+  და უთხრეს: „გვითხარი, რა ძალაუფლებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება“.+  იესომ მიუგო: „მეც დაგისვამთ ერთ შეკითხვას და მიპასუხეთ:+  იოანეს ნათლობა ზეციდან იყო თუ ადამიანებისგან?“+  ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით, ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას?+  მაგრამ, თუ ვიტყვით, ადამიანებისგანო, ხალხი ჩაგვქოლავს,+ რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ იოანე+ წინასწარმეტყველი იყო“.+  ბოლოს უპასუხეს, რომ არ იცოდნენ, საიდან იყო.  მაშინ იესომ მიუგო: „არც მე გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას“.+  შემდეგ ხალხს ასეთი მაგალითი მოუყვანა: «ერთმა კაცმა ვენახი+ გააშენა და მევენახეებს მიაქირავა, თვითონ კი დიდი ხნით სხვა ქვეყანაში წავიდა.+ 10  დანიშნულ დროს მევენახეებს+ მონა+ გაუგზავნა, რომ ვენახის ნაყოფის ნაწილი მიეცათ.+ მაგრამ მევენახეებმა სცემეს იგი და ხელცარიელი გაუშვეს.+ 11  სხვა მონაც გაუგზავნა. ისიც სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელცარიელი გაუშვეს.+ 12  მესამეც გაგზავნა.+ არც ის დაინდეს. დაჭრეს და გარეთ გააგდეს. 13  მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: „როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს+ გავუგზავნი. მას მაინც მოეპყრობიან პატივისცემით“. 14  როცა მევენახეებმა დაინახეს იგი, ერთმანეთში დაიწყეს მსჯელობა, ეს მემკვიდრეა, მოდი მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.+ 15  გაათრიეს იგი ვენახიდან+ და მოკლეს.+ მაშ, რას უზამს მათ ვენახის პატრონი?+ 16  მივა, დახოცავს იმ მევენახეებს და თავის ვენახს სხვებს მისცემს».+ ეს რომ მოისმინეს, თქვეს: „ღმერთმა ნუ ქნას!“ 17  მან შეხედა მათ და უთხრა: «მაშ, რას ნიშნავს დაწერილი: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა+ მთავარ ქვაკუთხედად იქცა“?+ 18  ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა,+ ხოლო ვისაც ის დაეცემა,+ გასრესს».+ 19  მაშინ მწიგნობრებმა და უფროსმა მღვდლებმა მისი შეპყრობა მოინდომეს, რადგან მიხვდნენ, რომ იესო მათ გულისხმობდა ამ მაგალითში, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.+ 20  უთვალთვალებდნენ მას და მიუგზავნეს მოსყიდული კაცები, რომლებსაც თავი მართალ ადამიანებად უნდა მოეჩვენებინათ, რათა ის სიტყვაში გამოეჭირათ,+ მთავრობისთვის გადაეცათ და გამგებლის ხელში ჩაეგდოთ.+ 21  მათ ჰკითხეს მას: „მოძღვარო, ვიცით, რომ სწორად ლაპარაკობ, სწორად ასწავლი და მიკერძოებას არ ავლენ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას.+ 22  ნებადართულია გადასახადის გადახდა კეისრისთვის?“+ 23  იესო მიუხვდა ცბიერებას და უთხრა მათ:+ 24  „მაჩვენეთ დინარი. ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“,+ — უპასუხეს მათ. 25  მაშინ უთხრა: „ამიტომ კეისრისა კეისარს მიეცით,+ ღვთისა კი — ღმერთს“.+ 26  ვერ გამოიჭირეს ის სიტყვაში ხალხის წინაშე. მისი პასუხით გაოცებულებმა ვეღარაფერი თქვეს.+ 27  მივიდა მასთან რამდენიმე სადუკეველი,+ რომლებიც ამბობენ, მკვდრეთით აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს: 28  «მოძღვარო, მოსემ+ დაგვიწერა: „თუ კაცს ძმა მოუკვდება, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ შვილი არ ჰყოლია, მისმა ძმამ უნდა შეირთოს+ მისი ცოლი და ძმას შთამომავლობა აღუდგინოს“.+ 29  იყო შვიდი ძმა. პირველმა მოიყვანა ცოლი, მაგრამ უშვილოდ მოკვდა.+ 30  ასე დაემართა მეორესაც, 31  შემდეგ კი ის ქალი მესამემ შეირთო. იგივე დაემართა მას და ყველა დანარჩენს, მეშვიდეს ჩათვლით. ისე დაიხოცნენ, შვილები არ ჰყოლიათ.+ 32  ბოლოს ქალიც მოკვდა.+ 33  აღდგომისას რომლის ცოლი იქნება იგი? ის ხომ შვიდივეს ჰყავდა».+ 34  იესომ მიუგო: «ქვეყნიერების* შვილები ცოლებს ირთავენ+ და თხოვდებიან, 35  ხოლო, ვინც მომავლისა*+ და მკვდრეთით აღდგომის+ ღირსად ითვლება,+ არც ცოლს ირთავს და არც თხოვდება. 36  ისინი აღარც კვდებიან,+ არამედ არიან როგორც ზეცაში ანგელოზები. და რადგან აღდგომის შვილები არიან, ისინი ღვთის შვილები არიან.+ 37  ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა, როცა ეკლიანი ბუჩქის+ შესახებ დაწერა — მან იეჰოვას „აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი“+ უწოდა. 38  ის მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა, რადგან მისთვის ისინი ცოცხლები არიან».+ 39  ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა უთხრა: „კარგად თქვი, მოძღვარო“. 40  კითხვის დასმას ვეღარავინ უბედავდა. 41  მან ჰკითხა მათ: «როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?+ 42  როცა დავითი თვითონ ამბობს ფსალმუნების წიგნში: „იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: იჯექი ჩემ მარჯვნივ, 43  სანამ შენს მტრებს შენს ფეხსადგამად არ ვაქცევ“.+ 44  თუ დავითი მას „უფალს“ უწოდებს, მისი ძე როგორღაა?» 45  როცა მთელი ხალხი უსმენდა, მან თავის მოწაფეებს უთხრა:+ 46  „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც მოსწონთ გრძელი სამოსლით სიარული, მოედნებზე მისალმება, წინა ადგილები სინაგოგებში და საპატიო ადგილები ვახშმებზე,+ 47  რომლებიც ჭამენ ქვრივთა სახლებს+ და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო მკაცრ სასჯელს მიიღებენ“.+

სქოლიოები

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
სიტყვასიტყვით — მომავალი სისტემის. ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.