წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლუკა 2:1—52

2  იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანებულება,+ რომ აღწერილიყო მთელი დედამიწის მოსახლეობა  (ეს პირველი აღწერა სირიაში კვირინიუსის გამგებლობის დროს ჩატარდა).  ყველა თავ-თავის ქალაქში წავიდა აღსაწერად.+  იოსებიც წავიდა გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქ ბეთლემში,+ რადგან დავითის სახლიდან და საგვარეულოდან იყო,+  რათა აღწერილიყო მარიამთან,+ თავის ცოლთან ერთად,+ რომელიც იმ დროს ორსულად+ იყო.  იქ ყოფნისას მას მშობიარობის დრო დაუდგა.  შეეძინა ვაჟი, პირმშო,+ სახვევებში გაახვია და ბაგაში+ ჩააწვინა, რადგან სასტუმროში ადგილი აღარ იყო.  იმ მხარეში მწყემსები იყვნენ ველად და ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ.  უეცრად იეჰოვას ანგელოზი+ დადგა მათ წინაშე და ირგვლივ იეჰოვას დიდება+ გაბრწყინდა. მწყემსები ძალიან შეშინდნენ. 10  ანგელოზმა უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ, რადგან გახარებთ, რომ ყველას დიდი სიხარული ელის:+ 11  დღეს დავითის ქალაქში+ დაიბადა თქვენი მხსნელი,+ უფალი ქრისტე.+ 12  ნიშნად ეს გექნებათ: ჩვილს იპოვით სახვევებში გახვეულსა და ბაგაში ჩაწვენილს“. 13  უეცრად ანგელოზთან დიდძალი ზეციერი ლაშქარი+ გამოჩნდა და ღმერთს ადიდებდა:+ 14  „დიდება ზეციერ+ ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე+ ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“.+ 15  როცა ანგელოზები ზეცაში ავიდნენ, მწყემსებმა ერთმანეთს უთხრეს: „მოდი პირდაპირ ბეთლემში წავიდეთ და ვნახოთ, რაც იეჰოვამ+ გვამცნო“. 16  ისინი სასწრაფოდ წავიდნენ და ნახეს მარიამი, იოსები და ჩვილი, რომელიც ბაგაში ეწვინათ. 17  ბავშვის დანახვისთანავე მწყემსებმა მის შესახებ ნათქვამი სიტყვები აუწყეს. 18  ვინც მწყემსების ნათქვამი მოისმინა, ყველა გაოცდა, 19  მარიამი კი მათ თითოეულ სიტყვას იმახსოვრებდა და გულში დასკვნებს აკეთებდა.+ 20  შემდეგ მწყემსები უკან გაბრუნდნენ, თან ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც მოისმინეს და ნახეს, როგორც ღმერთს ჰქონდა მათთვის ნათქვამი. 21  რვა დღე+ რომ შეუსრულდა წინადასაცვეთად,+ ბავშვს დაარქვეს იესო,+ როგორც ანგელოზმა უწოდა საშვილოსნოში ჩასახვამდე.+ 22  როცა მოსეს კანონის თანახმად მათი განწმენდის დღეები+ დასრულდა, ბავშვი იერუსალიმში აიყვანეს, რომ იეჰოვას წინაშე წარედგინათ, 23  როგორც დაწერილია კიდეც იეჰოვას კანონში: „საშვილოსნოს გამღები ყოველი მამრი წმინდაა იეჰოვასთვის“,+ 24  და რომ შეეწირათ მსხვერპლი, „ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი“, როგორც იეჰოვას კანონში იყო ნათქვამი.+ 25  იერუსალიმში იყო ერთი მართალი და ღვთისმოშიში კაცი სიმონი, ისრაელის ნუგეშისცემას+ ელოდა და წმინდა სული იყო მასზე. 26  თანაც სიმონს ზეციდან ეუწყა წმინდა სულით, რომ არ მოკვდებოდა, სანამ არ იხილავდა იეჰოვას ცხებულს*.+ 27  როცა მშობლებმა პატარა იესო ტაძარში მიიყვანეს, რათა მისთვის ყველაფერი ისე გაეკეთებინათ, როგორც კანონით იყო დაწესებული,+ სულით აღძრული+ სიმონიც მივიდა, 28  ბავშვი ხელში აიყვანა და ღმერთი განადიდა: 29  „უზენაესო უფალო, გაუშვი შენი მონა მშვიდობით,+ შენი სიტყვისამებრ, 30  რადგან ჩემმა თვალებმა იხილა შენგან ხსნა,+ 31  რომელიც ყველა ხალხის წინაშე მოამზადე,+ 32  სინათლე+ უცხოტომელთათვის+ რიდის+ ასახდელად, და შენი ხალხის, ისრაელის, დიდება“. 33  ბავშვის დედ-მამას კი ისევ უკვირდა მასზე ნათქვამი. 34  სიმონმა ისინიც აკურთხა და ბავშვის დედას, მარიამს, უთხრა: „ეს დაყენებულია+ ისრაელში მრავალთა დასამხობად და აღსადგენად,+ აგრეთვე სადავო ნიშნად+ 35  (შენ კი დიდი მახვილი გაგივლის სულში*),+ რათა გამჟღავნდეს მრავალთა გულის ზრახვები“.+ 36  იმ დროს იქ იყო წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, აშერის ტომიდან (ხანში შესული იყო და ქალწულობის შემდეგ ქმართან შვიდი წელი ცხოვრობდა, 37  ქვრივი+ იყო, ოთხმოცდაოთხი წლისა), რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ+ მარხვითა და ვედრებით ასრულებდა წმინდა მსახურებას. 38  სწორედ იმ დროს ისიც ახლოს მივიდა, ღმერთს მადლობას უხდიდა და ბავშვზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა.+ 39  როცა მათ ყველაფერი შეასრულეს იეჰოვას კანონის თანახმად,+ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში+ დაბრუნდნენ. 40  ბავშვი კი იზრდებოდა, ძლიერდებოდა+ და სიბრძნით ივსებოდა. ღმერთი კვლავაც კეთილგანწყობილი+ იყო მის მიმართ. 41  მისი მშობლები ყოველ წელს დადიოდნენ იერუსალიმში+ პასექის დღესასწაულზე. 42  როცა ის თორმეტი წლისა გახდა, ჩვეულებისამებრ,+ დღესასწაულზე ავიდნენ 43  და იქ ბოლომდე დარჩნენ. დაბრუნებისას ყმაწვილი იესო იერუსალიმში დარჩა. მშობლებმა ეს ვერ შეამჩნიეს, 44  ეგონათ, სხვა მგზავრებთან ერთად მიდიოდა, და ერთი დღის სავალი რომ გაიარეს,+ მხოლოდ მაშინ დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის. 45  ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ საძებნელად. 46  სამი დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს;+ მასწავლებლებს შორის იჯდა, უსმენდა მათ და კითხვებს უსვამდა. 47  მისი გაგება და პასუხები ყველა მის მსმენელს აოცებდა.+ 48  როცა დაინახეს იგი, განცვიფრდნენ. დედამისმა უთხრა: „შვილო, ეს რა გვიყავი? მე და მამაშენი გულშემოყრილები დაგეძებთ“. 49  მან კი მიუგო: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?“+ 50  მაგრამ ისინი ვერ მიუხვდნენ ნათქვამს.+ 51  ის გაჰყვა მათ ნაზარეთში და კვლავაც ემორჩილებოდა.+ დედამისმა გულში ჩაიმარხა მისი სიტყვები.+ 52  ემატებოდა იესოს სიბრძნე,+ იზრდებოდა და უფრო მეტ კეთილგანწყობილებას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ქრისტეს.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.