წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლუკა 19:1—48

19  იესო იერიხონში+ შევიდა და ქალაქზე გაიარა.  იქ იყო ერთი მდიდარი კაცი, სახელად ზაქე, გადასახადების ამკრეფთა უფროსი.  უნდოდა დაენახა,+ ვინ იყო ეს იესო, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შეძლო, რადგან ტანდაბალი იყო.  ამიტომ წინ გაიქცა და სიკომორის ხეზე ავიდა, რათა დაენახა იესო, რომელსაც იმ გზაზე უნდა გაევლო.  იქამდე რომ მივიდა, იესომ მაღლა აიხედა და უთხრა მას: „ზაქე, სწრაფად ჩამოდი, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე“.  ისიც მაშინვე ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იესო. 7  ვინც ეს დაინახა, ყველამ დრტვინვა დაიწყო,+ ცოდვილ კაცთან შევიდა ღამის გასათევადო.  ზაქე კი ადგა და უთხრა უფალს: „აი, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს ვაძლევ და რაც კი ვინმესთვის ცრუ ბრალდებით გამომიძალავს,+ ოთხმაგად ვუბრუნებ“.+  მაშინ იესომ მიუგო: „ხსნის დღე დაუდგა ამ სახლს, ვინაიდან ეს კაციც აბრაამის ძეა.+ 10  კაცის ძე დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად მოვიდა“.+ 11  როცა მოწაფეები ისმენდნენ ამას, მან ერთი მაგალითიც დაურთო, რადგან ის იერუსალიმთან იყო და მათ ეგონათ, რომ უცბად გამოჩნდებოდა ღვთის სამეფო.+ 12  «ერთი დიდგვაროვანი შორეულ ქვეყანაში წავიდა, რომ სამეფო ძალაუფლება მიეღო და უკან დაბრუნებულიყო.+ 13  დაუძახა თავის ათ მონას, ათი მინა* მისცა და უთხრა, ბრუნვაში გაუშვით ჩემს დაბრუნებამდეო.+ 14  თანამოქალაქეებმა, რომლებსაც სძულდათ+ იგი, უკან ელჩები დაადევნეს და დააბარეს, არ გვინდა, ჩვენზე იმეფოსო.+ 15  როცა სამეფო ძალაუფლება მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა, დაებარებინათ მასთან ის მონები, რომლებსაც ვერცხლის ფული მისცა, რომ გაეგო, რა მოიგეს, ფული რომ ბრუნვაში გაუშვეს.+ 16  მივიდა პირველი მონა და მოახსენა: „ბატონო, შენმა მინამ ათი მინა მოიგო“.+ 17  მან მიუგო: „ყოჩაღ, კარგი მონა ხარ! რადგან მცირედში ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ძალაუფლება“.+ 18  მივიდა მეორე და უთხრა: „ბატონო, შენმა მინამ ხუთი მინა მოიგო“.+ 19  იმასაც უთხრა, ხუთ ქალაქზე დაგაყენებო.+ 20  მივიდა სხვა მონა და უთხრა: „ბატონო, აჰა, შენი მინა, ნაჭერში გამოკრულს ვინახავდი. 21  მეშინოდა შენი, რადგან სასტიკი კაცი ხარ. იღებ, რაც არ ჩაგიდია, და იმკი, რაც არ დაგითესავს“.+ 22  მან უთხრა: „შენივე პირით+ გაგასამართლებ, ბოროტო მონავ. ხომ იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ. ვიღებ, რაც არ ჩამიდია, და ვიმკი, რაც არ დამითესავს?+ 23  მაშ, რატომ არ ჩადე საქმეში ჩემი ვერცხლის ფული? როცა დავბრუნდებოდი, მას მოგებასთან ერთად მივიღებდი“.+ 24  მაშინ მან იქ მდგომებს უთხრა: „წაართვით მას ეგ ერთი მინა და მიეცით ათი მინის მქონეს“.+ 25  მათ უთხრეს: „ბატონო, მას ხომ ათი მინა აქვს!“ 26  „გეუბნებით: ვისაც აქვს, მეტი მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.+ 27  ჩემი მტრები კი, რომლებსაც არ უნდოდათ, მათი მეფე გავმხდარიყავი, აქ მოიყვანეთ და ჩემ თვალწინ დახოცეთ“».+ 28  ეს თქვა და იერუსალიმისკენ განაგრძო გზა.+ 29  როცა ზეთისხილის მთაზე+ მდებარე ბეთფაგესა და ბეთანიას მიუახლოვდა, ორი მოწაფე გაგზავნა+ 30  და უთხრა: „წადით სოფელში, რომელიც თქვენ წინაშეა. იქ რომ შეხვალთ, დაბმულ ჩოჩორს იპოვით, რომელზეც არავინ მჯდარა. აუშვით და მომიყვანეთ.+ 31  თუ ვინმე გკითხავთ, რატომ უშვებთო, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო“.+ 32  ისინიც წავიდნენ და ყველაფერი ისე ნახეს, როგორც მან უთხრა.+ 33  ჩოჩორს როცა უშვებდნენ, პატრონმა ჰკითხა: „რატომ უშვებთ ჩოჩორს?“+ 34  მათ მიუგეს, უფალს სჭირდებაო.+ 35  მიუყვანეს ის იესოს, დააფინეს ჩოჩორზე თავიანთი ტანსაცმელი და იესო ზედ შესვეს.+ 36  როცა მიდიოდა,+ ხალხი თავიანთ ტანსაცმელს უფენდა გზაზე.+ 37  როგორც კი ზეთისხილის მთის დაღმართს მიადგნენ, უამრავმა მოწაფემ სიხარულით ღვთის ხმამაღლა ქება დაიწყო იმ სასწაულების გამო, რომლებიც იხილეს,+ 38  ამბობდნენ: „კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი მეფე!+ მშვიდობა ზეცაში და დიდება ზეციერს!“+ 39  მაგრამ ხალხიდან ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მას: „მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს“.+ 40  მან კი მიუგო: „გეუბნებით, ესენი რომ დადუმებულიყვნენ, ქვები+ იღაღადებდნენ“. 41  უახლოვდებოდა ქალაქს, უყურებდა და ტიროდა:+ 42  „შენ რომ დაგენახა+ ამ დღეს ის, რაც მშვიდობას ემსახურება . . . მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან.+ 43  მოვა დრო, როცა შენი მტრები წვეტიანი ბოძებით+ სიმაგრეს+ შემოგავლებენ, გარს შემოგერტყმიან+ და ყოველი მხრიდან შეგავიწროებენ,+ 44  მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს,+ ქვას ქვაზე არ დაგიტოვებენ,+ რადგან ვერ დაინახე, რომ შენი შემოწმების დრო იყო“.+ 45  შემდეგ შევიდა იესო ტაძარში და გამყიდველები გარეთ გაყარა,+ 46  ეუბნებოდა: «დაწერილია: „ჩემი სახლი სამლოცველო სახლი იქნება“,+ თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ».+ 47  იესო ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში. უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და გავლენიანი პირები კი შესაძლებლობას ეძებდნენ, როგორ მოეკლათ იგი,+ 48  მაგრამ ვერ ახერხებდნენ, რადგან ხალხს მისი მოსმენა უნდოდა და გვერდიდან არ შორდებოდა.+

სქოლიოები

ბერძნული მინა იწონიდა 340 გრამს და უდრიდა 100 დრაქმას.