წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლუკა 18:1—43

18  შემდეგ მათ მაგალითი მოუყვანა იმაზე, რომ საჭიროა ყოველთვის ილოცონ და სულით არ დაეცნენ:+  «ერთ ქალაქში იყო ერთი მოსამართლე, რომელსაც ღვთისა არ ეშინოდა და პატივს არავის სცემდა.  იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი, რომელიც განუწყვეტლივ დადიოდა+ მასთან და სთხოვდა, მე და ჩემი მომჩივანი სამართლიანად განგვსაჯეო.  მოსამართლე დიდხანს უარობდა, მაგრამ მერე გულში თქვა: „ღვთისა არ მეშინია და პატივს არავის ვცემ,  მაგრამ, რადგან ამ ქვრივმა ასე შემაწუხა,+ გავუჩენ სამართალს, რომ აღარ მოვიდეს და ბოლო არ მომიღოს“».+  შემდეგ უფალმა თქვა: „გაიგეთ, რა თქვა უმართლო მოსამართლემ?  განა ღმერთი არ გაუჩენს სამართალს+ თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ, თუმცა სულგრძელია+ მათ მიმართ?  გეუბნებით: მალე გაუჩენს მათ სამართალს.+ მაგრამ პოვებს კაცის ძე რწმენას დედამიწაზე, როცა მოვა?“  ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართლები იყვნენ+ და სხვებს არაფრად აგდებდნენ, ასეთი მაგალითი მოუყვანა:+ 10  «ორი კაცი ავიდა ტაძარში, რომ ელოცათ: ერთი ფარისეველი, ხოლო მეორე გადასახადების ამკრეფი. 11  ფარისეველი იდგა+ და გულში ლოცულობდა:+ „ღმერთო, გმადლობ, რომ ისეთი არა ვარ, როგორებიც სხვები — გამომძალველები, უმართლოები, მრუშები, თუნდაც ეს გადასახადების ამკრეფი.+ 12  კვირაში ორჯერ ვმარხულობ და ყოველი ჩემი შენაძენიდან მეათედს ვიხდი“.+ 13  გადასახადების ამკრეფი კი მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, თვალები ცისკენ აეპყრო, მკერდში იცემდა+ და ამბობდა: „ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი“.+ 14  გეუბნებით: ეს კაცი უფრო მართალი წავიდა სახლში,+ ვიდრე ის, ვინაიდან ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება».+ 15  ხალხს მასთან თავიანთი ჩვილებიც მიჰყავდა, რომ შეხებოდა. ხედავდნენ ამას მოწაფეები და კიცხავდნენ მათ.+ 16  იესომ მოიხმო პატარები და თქვა: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ, რადგან მაგათნაირებისაა ღვთის სამეფო.+ 17  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სამეფოს, ვერ შევა მასში“.+ 18  ერთმა მმართველმა ჰკითხა: „კარგო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“+ 19  იესომ მიუგო: «რატომ მიწოდებ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა.+ 20  ხომ იცი მცნებები:+ „არ იმრუშო,+ არ მოკლა,+ არ მოიპარო,+ არ გამოხვიდე ცრუმოწმედ,+ პატივი ეცი მამას და დედას“».+ 21  მან თქვა: „ამ ყველაფერს ბავშვობიდან ვიცავ“.+ 22  იესომ მიუგო: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი“.+ 23  ეს რომ მოისმინა, დიდად დანაღვლიანდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.+ 24  იესომ შეხედა მას და თქვა: „რა ძნელი იქნება ღვთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვისაც ფული აქვს!+ 25  აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში“.+ 26  ვინც ეს მოისმინა, თქვა: „ვინღა გადარჩება?“ 27  მან მიუგო: „რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია“.+ 28  პეტრემ უთხრა: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით“.+ 29  მან მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არავინ არის ისეთი, რომ ღვთის სამეფოს გულისთვის დატოვოს სახლი ან ცოლი, ან ძმები, ან მშობლები, ან შვილები+ 30  და ბევრად მეტი არ მიიღოს ახლა, მომავალში* კი — მარადიული სიცოცხლე“.+ 31  შემდეგ ცალკე გაიყვანა თორმეტი და უთხრა: „აი, ავდივართ იერუსალიმში და ყველაფერი შესრულდება, რაც წინასწარმეტყველებს+ აქვთ დაწერილი კაცის ძის შესახებ.+ 32  გადასცემენ უცხოტომელებს, მასხრად აიგდებენ,+ შეურაცხყოფენ,+ შეაფურთხებენ,+ 33  გაშოლტავენ+ და მოკლავენ,+ მაგრამ მესამე დღეს აღდგება“.+ 34  მათ მისი ნათქვამიდან ვერაფერი გაიგეს. ეს სიტყვები დაფარული იყო მათთვის და არ იცოდნენ, რაზე ლაპრაკობდა.+ 35  იმ დროს, როცა იესო იერიხონს უახლოვდებოდა, გზის პირას ერთი უსინათლო იჯდა და მათხოვრობდა.+ 36  მომავალი ხალხის ხმა რომ შემოესმა, იკითხა, რა ამბავიაო. 37  უთხრეს, იესო ნაზარეთელი მოდისო.+ 38  მაშინ მან დაიყვირა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“+ 39  წინ მიმავალმა ხალხმა მკაცრად უთხრა მას, რომ გაჩუმებულიყო. ის კი უფრო აყვირდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“+ 40  იესო შეჩერდა და ბრძანა, ის კაცი მასთან მიეყვანათ.+ როცა მივიდა მასთან, იესომ ჰკითხა: 41  „რა გინდა, რა გაგიკეთო?“+ მან მიუგო: „თვალი ამიხილე, უფალო“.+ 42  იესომ უთხრა: „აგეხილოს. შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა“.+ 43  მაშინვე აეხილა თვალი,+ გაჰყვა მას და ღმერთს ადიდებდა.+ ამის შემყურე მთელი ხალხიც ადიდებდა ღმერთს.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მომავალ სისტემაში. ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.