არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლუკა 16:1—31

16  შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: «ერთ მდიდარ კაცს სახლის მმართველი ჰყავდა,+ რომელზეც ამბავი მიუტანეს, შენს ქონებას ანიავებსო.+  მან დაიბარა იგი და უთხრა: „ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი მმართველობის ანგარიში,+ აღარ იქნები სახლის მმართველი“.  სახლის მმართველმა გულში გაიფიქრა: „რა ვიღონო? ჩემი ბატონი+ მმართველობას ჩამომართმევს. ბარვის თავი არა მაქვს და მათხოვრობისა მრცხვენია.  აჰა, ვიცი, როგორ მოვიქცე, რომ სახლის მმართველობას როცა ჩამომართმევენ, ხალხმა თავიანთ სახლებში მიმიღოს“.+  სათითაოდ დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე და ჰკითხა პირველს: „რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?“  „ასი ბათი* ზეითუნის ზეთი“, — მიუგო მოვალემ. მან უთხრა: „აიღე შენი თამასუქი, დაჯექი და სასწრაფოდ დაწერე ორმოცდაათი“.  შემდეგ სხვას ჰკითხა: „შენ რამდენიღა გმართებს?“ მან მიუგო: „ასი ქორი* ხორბალი“, მან კი უთხრა: „აიღე შენი თამასუქი და დაწერე ოთხმოცი“.  ბატონმა შეაქო სახლის უმართლო მმართველი, რადგან წინდახედულად მოიქცა.+ ქვეყნიერების* ძეები უფრო წინდახედულები არიან თავიანთი თაობის ხალხში, ვიდრე სინათლის ძეები.+  გეუბნებით: შეიძინეთ მეგობრები+ უმართლო სიმდიდრით,+ რათა, როცა ის ძალას დაკარგავს, მათ სამუდამო სამკვიდროში მიგიღონ.+ 10  მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, მცირედში უმართლო კი ბევრშიც უმართლოა.+ 11  ამიტომ, თუ უმართლო სიმდიდრეში არ ხართ ერთგული, ჭეშმარიტს ვინ მოგანდობთ?+ 12  და თუ სხვისაში არა ხართ ერთგული,+ თქვენსას ვინ მოგცემთ? 13  ვერც ერთი მოსამსახურე ვერ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს თან გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონებიც და სიმდიდრისაც».+ 14  ფულის მოყვარული ფარისევლები კი ისმენდნენ ამ ყველაფერს და დასცინოდნენ მას.+ 15  იესომ უთხრა მათ: «თქვენ თქვენი თავი მართლებად მოგაქვთ ადამიანთა წინაშე,+ მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გულები,+ რადგან, რაც ადამიანის თვალში ამაღლებულია, ღვთის თვალში ის სისაძაგლეა.+ 16  კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები იოანემდე იყო.+ მას შემდეგ სასიხარულო ცნობა ვრცელდება ღვთის სამეფოს შესახებ და ყველანაირი ადამიანი ისწრაფვის მისკენ მთელი ძალით.+ 17  უფრო ადვილია, ცა და დედამიწა მოისპოს,+ ვიდრე კანონის ერთი ასოს ნაწილაკი+ დარჩეს შეუსრულებელი.+ 18  ვინც ცოლს ეყრება და სხვაზე ქორწინდება, მრუშობს, და ვინც ქმარგაცილებულ ქალს ირთავს, მრუშობს.+ 19  იყო ერთი მდიდარი კაცი,+ რომელიც ძოწისფერ ტანსაცმელსა და ბისონს იცვამდა და ყოველდღე დიდად მხიარულობდა.+ 20  ერთი მათხოვარი კი, სახელად ლაზარე, მის ჭიშკართან მიჰყავდათ ხოლმე, თავიდან ფეხებამდე დაწყლულებული, 21  და მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომას ნატრობდა. მოდიოდნენ ძაღლები და წყლულებს ულოკავდნენ. 22  გავიდა დრო, მოკვდა მათხოვარი+ და ანგელოზებმა აბრაამის+ მკერდთან+ მიიყვანეს. მოკვდა მდიდარიც+ და დამარხეს. 23  სამარეში*, ტანჯვაში მყოფმა,+ აღაპყრო თვალები და შორიდან დაინახა აბრაამი და მის მკერდთან ლაზარე. 24  დაუძახა: „მამა აბრაამ,+ შემიწყალე და გამოგზავნე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გამიგრილოს,+ ვიტანჯები ამ მოგიზგიზე ცეცხლში“.+ 25  აბრაამმა მიუგო: „შვილო, გაიხსენე, რომ შენ სიცოცხლეში სრულად მიიღე ყოველივე კარგი, ლაზარემ კი — ყოველივე ცუდი. ახლა ის ნუგეშცემულია აქ, შენ კი იტანჯები.+ 26  თანაც ჩვენ შორის დიდი უფსკრულია,+ ვერც აქედან თქვენთან გადმოსვლის მსურველები გადმოვლენ+ თქვენთან და მანდედან ჩვენთან გადმოსვლაც შეუძლებელია“.+ 27  მაშინ მან უთხრა: „მამა, თუ ასეა, გეხვეწები, გაგზავნე ლაზარე მამაჩემის სახლში, 28  რათა საფუძვლიანად დაუმოწმოს ჩემს ხუთ ძმას, რომ ისინიც არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას“. 29  აბრაამმა მიუგო: „მათ აქვთ მოსესა+ და წინასწარმეტყველთა+ წიგნები, იმათ უსმინონ“.+ 30  მან კი უთხრა: „არა, მამა აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ“. 31  აბრაამმა უთხრა მას: „თუ მოსესა+ და წინასწარმეტყველთა წიგნებს არ უსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, ესეც არ დაარწმუნებთ“».

სქოლიოები

ერთი ბათი უდრის 22 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.
ერთი ქორი უდრის 220 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.
ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
იხილეთ 10:15-ის სქოლიო.