წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლუკა 14:1—35

14  ერთხელ, როცა იესო შაბათს ფარისეველთა ერთ-ერთი უფროსის სახლში საჭმელად შევიდა,+ მათ თვალთვალი დაუწყეს.+  და აი, დაინახა მან წყალმანკით დაავადებული კაცი.  იესომ კანონის მცოდნეებსა და ფარისევლებს ჰკითხა: „ნებადართულია შაბათს განკურნება?“+  ისინი დუმდნენ. მაშინ მან ხელი მოჰკიდა იმ კაცს, განკურნა და გაუშვა.  შემდეგ უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს რომ შაბათს+ შვილი ან ხარი ჭაში ჩაუვარდეს,+ განა მაშინვე არ ამოიყვანს?“  ვერავინ შეძლო შეპასუხება.+  იესომ შეამჩნია, რომ მიწვეულები საპატიო ადგილებს ირჩევდნენ და მაგალითი მოუყვანა მათ:+  «როცა ქორწილში დაგპატიჟებენ, ნუ აირჩევ ყველაზე საპატიო ადგილს.+ შეიძლება შენზე უფრო პატივცემულიც იყოს დაპატიჟებული,  მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: „დაუთმე ამ კაცს ადგილი“. მაშინ შერცხვენილს მოგიწევს ყველაზე არასაპატიო ადგილის დაკავება.+ 10  როცა დაგპატიჟებენ, მიდი და ყველაზე არასაპატიო ადგილი+ დაიკავე და როცა მასპინძელი მოვა, გეტყვის: „მეგობარო, გადაბრძანდი საპატიო ადგილზე“. მაშინ სხვა სტუმრების წინაშე პატივი დაგედება.+ 11  ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება».+ 12  შემდეგ მასპინძელს უთხრა: „როცა სადილს ან ვახშამს მოამზადებ, ნუ დაპატიჟებ შენს მეგობრებს, ძმებს, ნათესავებს ან მდიდარ მეზობლებს. შეიძლება როდისმე მათაც დაგპატიჟონ და ეს იქნება შენი საზღაური. 13  როცა ნადიმს გამართავ, დაპატიჟე ღარიბები, ხეიბრები, კოჭლები და უსინათლოები+ 14  და ბედნიერი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ გადაგიხადონ. მართალთა აღდგომისას+ გადაგეხდება“. 15  ეს რომ მოისმინა, ერთ-ერთმა სტუმარმა უთხრა: „ბედნიერია, ვინც ღვთის სამეფოში ჭამს პურს“.+ 16  იესომ უთხრა მას: «ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი დაპატიჟა.+ 17  ვახშმის საათი იყო, როცა გაგზავნა თავისი მონა, რომ დაპატიჟებულთათვის ეთქვა, მობრძანდით,+ ყველაფერი მზად არისო. 18  მაგრამ ყველამ რაღაცა მოიმიზეზა.+ პირველმა უთხრა, მინდორი ვიყიდე და სანახავად უნდა წავიდე, მაპატიეო.+ 19  მეორემ უთხრა, ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, მაპატიეო.+ 20  მესამემ უთხრა, ცოლი ახალი მოყვანილი მყავს+ და ვერ მოვალო. 21  მივიდა მონა და ეს ყოველივე ბატონს შეატყობინა. სახლის პატრონი განრისხდა და მონას უთხრა: „სასწრაფოდ გადი ქალაქში, მოიარე ყველა ქუჩა, განიერიც და ვიწროც, და წამოიყვანე ღარიბები, ხეიბრები, უსინათლოები და კოჭლები“.+ 22  ცოტა ხნის შემდეგ მონამ უთხრა: „ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ კიდევ არის ადგილი“. 23  ბატონმა მიუგო: „გადი გზებზე+ და ორღობეებში და ძალით წამოიყვანე ხალხი, რომ აივსოს ჩემი სახლი.+ 24  გეუბნებით: ვერც ერთი დაპატიჟებული ვერ გაუსინჯავს გემოს ჩემს ვახშამს“».+ 25  დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა მას. იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: 26  „ვინც ჩემთან მოდის და არ სძულს მამამისი, დედამისი, ცოლ-შვილი, ძმები, დები და თავისი სულიც*+ კი, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.+ 27  ვინც არ ატარებს თავის წამების ბოძს* და არ მომყვება, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.+ 28  მაგალითად, რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს,+ რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად? 29  სხვაგვარად, შეიძლება საძირკველი ჩაყაროს, მაგრამ მშენებლობა ვერ დაამთავროს, და ყველამ, ვინც დაინახავს, მასხრად აიგდოს. 30  იტყვიან, ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო. 31  ან რომელი მეფეა, რომ სანამ სხვა მეფესთან საბრძოლველად წავიდოდეს, არ დაჯდეს და არ მოითათბიროს, გაუმკლავდება თუ არა ათი ათასით ოციათასიან მოწინააღმდეგეს?+ 32  თუ ვერ გაუმკლავდება, სანამ ის მეფე ჯერ კიდევ შორს არის, ელჩებს გაუგზავნის მას და ზავის დადებას სთხოვს.+ 33  ასევე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ დათმობს მთელ თავის საკუთრებას,+ ვერ იქნება ჩემი მოწაფე. 34  მარილი, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ, თუ მარილი ძალას დაკარგავს, რაღა დაუბრუნებს მარილიანობას?+ 35  არც ნიადაგისთვის ივარგებს და არც ნაკელისთვის. ამიტომ მას გარეთ ყრიან. ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“.+

სქოლიოები

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ დანართი 3გ.