წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლუკა 12:1—59

12  ამასობაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, ერთმანეთზე გადადიოდნენ. იესომ ლაპარაკი დაიწყო და პირველად თავის მოწაფეებს უთხრა: „მოერიდეთ ფარისევლების საფუარს+ — თვალთმაქცობას.+  არაფერია საგულდაგულოდ დამალული, რაც არ გამოაშკარავდება, და საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება.+  რასაც სიბნელეში იტყვით, სინათლეზე მოისმენენ, და რასაც თქვენს ოთახებში დაიჩურჩულებთ, ბანებიდან იქადაგებენ.+  ჩემო მეგობრებო,+ გეუბნებით: ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს და მეტი აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია.+  მე გეტყვით, ვისი უნდა გეშინოდეთ: იმისი გეშინოდეთ,+ ვისაც მოკვლაც შეუძლია და გეენაში*+ ჩაგდების ძალაუფლებაც აქვს. გეუბნებით: მისი გეშინოდეთ.+  განა ხუთ ბეღურას ორ მონეტად* არ ყიდიან? მაგრამ ღმერთს არც ერთი მათგანი არ ავიწყდება.+  თქვენს თავზე კი თმაც+ დათვლილია. ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ.+  გეუბნებით: ვინც სხვების წინაშე აღიარებს,+ რომ ერთობაშია ჩემთან, კაცის ძეც აღიარებს ღვთის ანგელოზთა წინაშე,+ რომ ერთობაშია მასთან.  ვინც მე უარმყოფს+ სხვების წინაშე, უარყოფილი იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე.+ 10  ვინც კაცის ძის წინააღმდეგ იტყვის სიტყვას, ეპატიება, მაგრამ წმინდა სულის გმობა არავის ეპატიება.+ 11  როცა ხალხის, მთავრობის მოხელეთა და ხელისუფალთა წინაშე მიგიყვანენ, ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა და როგორ თქვათ თავის დასაცავად,+ 12  რადგან მაშინ წმინდა სული+ გასწავლით, რა თქვათ“.+ 13  ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, მემკვიდრეობა გამიყოს“. 14  მან მიუგო: „ადამიანო, ვინ დამნიშნა თქვენს მოსამართლედ+ ანდა გამნაწილებლად?“ 15  შემდეგ უთხრა მათ: „იფხიზლეთ და თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან,+ რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“.+ 16  მაგალითი მოუყვანა მათ: «ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. 17  თავისთვის ფიქრობდა: „რა ვქნა, ადგილი არა მაქვს მოსავლის დასაბინავებლად?“ 18  თქვა: „აი, რას ვიზამ,+ ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ დავაბინავებ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს.+ 19  შემდეგ ვეტყვი+ ჩემს სულს*: სულო, ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვებული, მრავალი წლის სამყოფი, დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“.+ 20  მაგრამ ღმერთმა უთხრა მას: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ+ და ვიღას დარჩება, რაც მოაგროვე?“+ 21  ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი».+ 22  შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: „ამიტომაც გეუბნებით: ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ,+ 23  რადგან სული საჭმელზე ძვირფასია და სხეული — ტანსაცმელზე. 24  დააკვირდით ყორნებს:+ ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საკუჭნაო, მაგრამ ღმერთი ასაზრდოებს მათ. თქვენ კი რამდენად უფრო ძვირფასები ხართ ფრინველებზე?+ 25  რომელ თქვენგანს შეუძლია, რომ წუხილით ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს სიცოცხლე?+ 26  და თუ მცირედის გაკეთება არ შეგიძლიათ, დანარჩენზე რაღას წუხხართ?+ 27  დაუკვირდით, როგორ იზრდებიან შროშანები:+ არც შრომობენ, არც ართავენ, მაგრამ გეუბნებით: დიდებული სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.+ 28  თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, რამდენად უკეთ შეგმოსავთ თქვენ, მცირე რწმენისანო!+ 29  ამიტომ ნუღარ დაუწყებთ ძებნას, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუღარ წუხხართ,+ 30  რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით, თქვენმა მამამ კი იცის, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.+ 31  თქვენ კი ეძებეთ მისი სამეფო და ეს ყველაფერი შეგემატებათ.+ 32  ნუ გეშინია,+ მცირე სამწყსოვ,+ რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა.+ 33  გაყიდეთ+ თქვენი ქონება და მოწყალება გაეცით.+ გაიკეთეთ უცვეთელი ქისები და დაიგროვეთ ულევი განძი ზეცაში,+ სადაც არც ქურდი მიეკარება და არც ჩრჩილი შეჭამს. 34  ვინაიდან სადაც განძი გაქვთ, თქვენი გულიც იქ იქნება.+ 35  წელზე სარტყელი+ გქონდეთ შემორტყმული, ლამპრები+ კი — ანთებული. 36  მათსავით მოიქეცით, ვინც თავიანთი ბატონის+ ქორწილიდან დაბრუნებას ელის,+ რომ როგორც კი მოვა და დააკაკუნებს,+ მაშინვე გაუღონ. 37  ბედნიერები არიან მონები, რომლებსაც ფხიზლებს ნახავს+ დაბრუნებული ბატონი! ჭეშმარიტებას გეუბნებით: ის სარტყელს შემოირტყამს,+ მონებს სუფრასთან მიიპატიჟებს, მივა და მოემსახურება მათ.+ 38  თუ მეორე ან თუნდაც მესამე გუშაგობისას მივა და მათ ასე ნახავს, ბედნიერები არიან ისინი!+ 39  იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებს და სახლს არ გაატეხინებს.+ 40  თქვენც მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“.+ 41  მაშინ პეტრემ უთხრა: „უფალო, მარტო ჩვენთვის ამბობ ამ მაგალითს, თუ სხვებისთვისაც?“ 42  უფალმა მიუგო: „ვინ არის ერთგული და გონიერი+ მმართველი,+ რომელსაც ბატონი თავის მსახურთა მეთვალყურედ დანიშნავს, რომ დროულად მისცეს მათ თავიანთი ულუფა?+ 43  ბედნიერია ის მონა, თუ ასე მოქმედს ნახავს დაბრუნებული ბატონი!+ 44  ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს.+ 45  მაგრამ, თუ ეს მონა გულში იტყვის, აყოვნებს ჩემი ბატონიო+ და დაიწყებს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და დათრობას,+ 46  მოვა ამ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ საათზე, რომელიც არ იცის,+ უსასტიკესად დასჯის მას და ორგულებთან დაუდებს წილს.+ 47  ის მონა, რომელსაც ესმოდა, რა იყო ბატონის ნება, მაგრამ მზად არ დახვდა და მისი ნებისამებრ არ მოიქცა, ძლიერ იცემება.+ 48  ის კი, ვისაც არ ესმოდა+ და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად იცემება.+ ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება+ და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება.+ 49  დედამიწაზე ცეცხლის გასაჩაღებლად+ მოვედი და მეტი რა უნდა მინდოდეს, თუ უკვე გაჩაღებულია? 50  ნათლობით უნდა მოვინათლო და როგორი დამწუხრებული ვარ, სანამ ეს დასრულდება!+ 51  ხომ არ გგონიათ, დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი? პირიქით, განხეთქილების მოსატანად მოვედი.+ 52  დღეიდან ხუთს შორის ჩამოვარდება განხეთქილება ერთ სახლში, სამი ორის წინააღმდეგ იქნება და ორი სამის წინააღმდეგ.+ 53  განხეთქილება ჩამოვარდება და მამა ვაჟის წინააღმდეგ იქნება, ვაჟი — მამის წინააღმდეგ, დედა — ასულის წინააღმდეგ, ასული — დედის წინააღმდეგ, დედამთილი — რძლის წინააღმდეგ, რძალი — დედამთილის წინააღმდეგ“.+ 54  შემდეგ ხალხსაც უთხრა: „როდესაც დასავლეთიდან მომავალ ღრუბელს დაინახავთ, მაშინვე ამბობთ, ქარიშხალი იქნებაო, და ასეც ხდება;+ 55  ხოლო როცა სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ, დიდ სიცხეებს დაიჭერსო, და ასეც ხდება. 56  თვალთმაქცნო, თუ ის იცით, როგორ დააკვირდეთ ცასა და დედამიწას, ამ დროზე დაკვირვება როგორ არ შეგიძლიათ?+ 57  თავად რატომ არ განსჯით, რა არის მართალი?+ 58  მაგალითად, როცა შენს მომჩივანთან ერთად მიდიხარ მმართველთან, შეეცადე გზაშივე მოაგვარო დავა, რომ მომჩივანმა მოსამართლესთან არ წაგიყვანოს, მოსამართლემ სასამართლოს აღმასრულებელს არ გადაგცეს და სასამართლოს აღმასრულებელმა საპყრობილეში არ ჩაგაგდოს.+ 59  გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, სანამ უკანასკნელ მონეტას* არ გადაიხდი“.+

სქოლიოები

იხილეთ დანართი 2დ.
ბერძნულად ასარიონ, მცირე ღირებულების მონეტა.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად ლეპტონ, ძალიან მცირე ღირებულების პატარა მონეტა.