წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლევიანები 9:1—24

9  მერვე დღეს+ მოსემ მოუხმო აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელის უხუცესებს.  უთხრა აარონს: „მიიყვანე შენთვის საღი ხბო ცოდვის შესაწირავად,+ საღი ვერძი დასაწვავ შესაწირავად+ და წარუდგინე იეჰოვას.+  უთხარი ისრაელის ძეებს: მიიყვანეთ საღი ვაცი+ ცოდვის შესაწირავად, საღი ხბო და საღი ბატკანი,+ თითო წლისა, დასაწვავ შესაწირავად,  ხარი და ვერძი მშვიდობის მსხვერპლად*+ და შესწირეთ ისინი იეჰოვას წინაშე, აგრეთვე ზეთში მოზელილი მარცვლეული შესაწირავი,+ რადგან დღეს გამოგეცხადებათ იეჰოვა“.+  მათაც მიიყვანეს ისინი შეხვედრის კარვის წინ, როგორც მოსემ უბრძანა. მივიდა მთელი კრებული და წარდგნენ იეჰოვას წინაშე.+  უთხრა მათ მოსემ: „ამის გაკეთება გიბრძანათ იეჰოვამ, რათა იეჰოვას დიდება გამოგეცხადოთ“.+  შემდეგ აარონს უთხრა: „მიდი სამსხვერპლოსთან და შესწირე შენი ცოდვის შესაწირავი+ და შენი დასაწვავი შესაწირავი და შეასრულე გამოსყიდვის წესი+ შენთვის და შენი სახლეულობისთვის; შესწირე ხალხის შესაწირავი+ და გამოსყიდვის წესი+ შეასრულე მათთვის, როგორც იეჰოვამ ბრძანა“.  აარონი მაშინვე მივიდა სამსხვერპლოსთან და დაკლა ხბო თავისი ცოდვის შესაწირავად.+  მიუტანეს მას ვაჟებმა სისხლი,+ მან თითი ჩააწო შიგ+ და სამსხვერპლოს რქებს წაუსვა,+ დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვარა. 10  ააბოლა სამსხვერპლოზე+ ცოდვის შესაწირავის ქონი,+ თირკმელები და ღვიძლის ბადექონი, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს, 11  ხორცი და ტყავი კი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში.+ 12  დაკლა აარონმა დასაწვავი შესაწირავი, მიაწოდეს მისმა ვაჟებმა სისხლი და მან ის სამსხვერპლოს მოასხურა.+ 13  მიაწოდეს მას დასაწვავი შესაწირავის ნაჭრები და თავი; მანაც ააბოლა ისინი სამსხვერპლოზე.+ 14  გარეცხა ნაწლავები და ფეხები და ააბოლა ისინი სამსხვერპლოზე დასაწვავ შესაწირავზე.+ 15  მიიყვანა მან ხალხის შესაწირავი+ და დაკლა ცოდვის შესაწირავი თხა ხალხისთვის; ცოდვისთვის შესწირა ის, როგორც პირველი. 16  შემდეგ წესისამებრ შესწირა დასაწვავი შესაწირავი.+ 17  შესწირა მან მარცვლეული შესაწირავიც,+ მუჭა აივსო და სამსხვერპლოზე ააბოლა დილის დასაწვავი შესაწირავის გარდა.+ 18  დაკლა აარონმა ხალხისთვის ხარი და ვერძი მშვიდობის მსხვერპლად;+ მიაწოდეს მას ვაჟებმა სისხლი და მან ის სამსხვერპლოს მოასხურა.+ 19  ხარის ქონი,+ ვერძის დუმა,+ ნაწლავების ქონი, თირკმელები და ღვიძლის ბადექონი, 20  დააწყვეს მკერდზე+ და ეს ქონი მან სამსხვერპლოზე ააბოლა. 21  შეწირული ცხოველების მკერდი და მარჯვენა ბარკალი აარონმა იეჰოვას წინაშე შეარხია, როგორც შესარხევი შესაწირავი,+ მოსეს ბრძანებისამებრ. 22  გაიწოდა აარონმა ხელები ხალხისკენ, აკურთხა ისინი+ და ცოდვის შესაწირავის, დასაწვავი შესაწირავისა და მშვიდობის მსხვერპლის შეწირვის შემდეგ ძირს ჩამოვიდა.+ 23  ბოლოს მოსე და აარონი შეხვედრის კარავში შევიდნენ. მერე გამოვიდნენ და აკურთხეს ხალხი.+ გამოეცხადა იეჰოვას დიდება+ მთელ ხალხს, 24  გამოვიდა ცეცხლი იეჰოვასგან+ და შთანთქა სამსხვერპლოდან დასაწვავი შესაწირავი და ქონი. ამის დანახვაზე ხალხმა სიხარულით შესძახა+ და პირქვე დაემხო.

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლად.