წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლევიანები 8:1—36

8  უთხრა იეჰოვამ მოსეს:  „წაიყვანე აარონი და მისი ვაჟები,+ ცოდვის შესაწირავი ხარი+ და ორი ვერძი, წაიღე ტანსაცმელი,+ საცხები ზეთი+ და ერთი კალათა უფუარი პური,+  და შეკრიბე+ მთელი კრებული შეხვედრის კარვის შესასვლელთან“.+  მოსეც იეჰოვას ბრძანებისამებრ მოიქცა და შეიკრიბა კრებული შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+  მიმართა მოსემ კრებულს: „ამის გაკეთებას გიბრძანებთ იეჰოვა“.+  მიიყვანა მოსემ აარონი და მისი ვაჟები და წყლით+ დაბანა;+  ჩააცვა გრძელი სამოსელი,+ შემოარტყა სარტყელი,+ მოასხა მოსასხამი,+ ჩააცვა ეფოდი,+ შემოარტყა ეფოდის სარტყელი+ და შეუკრა;  დაუმაგრა სამკერდე+ და სამკერდეში ურიმი და თუმიმი*+ ჩაუდო;  დაახურა თავსაბურავი+ და წინიდან მასზე ოქროს ბზინვარე ფირფიტა მიამაგრა — მიძღვნის წმინდა ნიშანი,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები. 10  აიღო მოსემ საცხები ზეთი, სცხო კარავს+ და ყველაფერს, რაც შიგნით იყო, და განწმინდა ისინი. 11  შემდეგ შვიდჯერ მოასხურა ის სამსხვერპლოს და სცხო სამსხვერპლოსა+ და მთელ მის მოწყობილობას, აუზსა და მის სადგამს, რათა განეწმინდა. 12  ბოლოს საცხები ზეთი აარონს დაასხა თავზე და სცხო მას, რათა განეწმინდა.+ 13  მიიყვანა მოსემ აარონის ვაჟები+ და ჩააცვა გრძელი სამოსელი, შემოარტყა სარტყელი+ და შემოახვია ჩალმა,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები. 14  მიიყვანა ცოდვის შესაწირავი ხარი,+ რომელსაც აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს,+ 15  დაკლა+ ის მოსემ, აიღო სისხლი+ და თითით წაუსვა სამსხვერპლოს რქებს ყველა მხრიდან და განწმინდა სამსხვერპლო ცოდვისგან, დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვარა, რათა განეწმინდა ის და ზედ გამოსყიდვის წესი შეესრულებინა.+ 16  აიღო მოსემ ნაწლავების მთელი ქონი, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი და მათი ქონი და სამსხვერპლოზე ააბოლა,+ 17  ხოლო ხარი, მისი ტყავი, ხორცი და ნეხვი ბანაკის გარეთ ცეცხლში დაწვა,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები. 18  მიიყვანა მან დასაწვავ შესაწირავად ვერძი, რომელსაც აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს.+ 19  დაკლა ის მოსემ და მისი სისხლი სამსხვერპლოს მოასხურა.+ 20  დაჭრა+ მოსემ ვერძი და ააბოლა მისი თავი, ნაჭრები და ქონი. 21  მოსემ ნაწლავები და კიდურები წყლით გარეცხა და მთელი ვერძი სამსხვერპლოზე ააბოლა.+ ეს იყო დასაწვავი შესაწირავი დამამშვიდებელი სურნელებისთვის,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები. 22  მიიყვანა მეორე ვერძიც, დანიშვნის+ ვერძი, რომელსაც აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს. 23  დაკლა ის მოსემ, აიღო სისხლი და წაუსვა აარონს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე.+ 24  მიიყვანა მოსემ აარონის ვაჟები და მათაც წაუსვა სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე, დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს მოასხურა.+ 25  აიღო მან ქონი, დუმა, მთელი ქონი ნაწლავებიდან,+ ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი, მათი ქონი და მარჯვენა ბარკალი.+ 26  უფუარი პურის კალათიდან, რომელიც იეჰოვას წინაშე იყო, აიღო მან ერთი რგოლისებური უფუარი კვერი,+ ერთი რგოლისებური ზეთიანი კვერი+ და ერთიც უფუარი კვერი+ და დააწყო ქონზე და მარჯვენა ბარკალზე. 27  ეს ყველაფერი აარონსა და მის ვაჟებს ხელებზე დაუწყო და შეარხია, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე.+ 28  შემდეგ აიღო მოსემ ისინი მათი ხელიდან და ააბოლა სამსხვერპლოზე დადებულ დასაწვავ შესაწირავზე.+ ეს იყო დანიშვნის მსხვერპლი+ დამამშვიდებელი სურნელებისთვის,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.+ 29  აიღო მოსემ მკერდი+ და შეარხია, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე.+ ეს იყო მოსეს წილი+ დანიშვნის ვერძიდან, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები. 30  აიღო მოსემ საცხები ზეთი+ და სისხლი სამსხვერპლოდან და შეასხურა აარონსა და მის ტანსაცმელს, მის ვაჟებსა და მათ ტანსაცმელს; ასე განწმინდა+ მან აარონი და მისი ტანსაცმელი, მისი ვაჟები და მათი ტანსაცმელი.+ 31  უთხრა მოსემ აარონსა და მის ვაჟებს: „მოხარშეთ+ ხორცი შეხვედრის კარვის შესასვლელთან. იქ ჭამეთ+ ხორცი და პური, რომელიც დანიშვნის კალათაშია, როგორც მომეცა ბრძანება, რომ აარონმა და მისმა ვაჟებმა უნდა ჭამონ. 32  დარჩენილი ხორცი და პური ცეცხლში დაწვით.+ 33  არ მოსცილდეთ შეხვედრის კარვის შესასვლელს შვიდ დღეს,+ სანამ არ დასრულდება თქვენი დანიშვნის დღეები, რადგან შვიდ დღეში აივსება თქვენი ხელი ძალაუფლებით.+ 34  დღეს ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად.+ 35  იყავით შეხვედრის კარვის შესასვლელთან შვიდ დღე-ღამეს+ და დაიცავით იეჰოვას მიერ დადგენილი სავალდებულო გუშაგობა,+ რომ არ დაიხოცოთ, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები“. 36  ყველაფერი გააკეთეს აარონმა და მისმა ვაჟებმა, რაც იეჰოვას მოსეს პირით ჰქონდა ნაბრძანები.

სქოლიოები

იხილეთ გმ. 28:30-ის სქოლიო.