წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლევიანები 6:1—30

6  უთხრა იეჰოვამ მოსეს:  „თუ ვინმე* შესცოდავს, ორგულად მოექცევა იეჰოვას+ და მოატყუებს+ მოძმეს იმაში, რაც მიაბარეს, რაც შესანახად მისცეს,+ რაც მოიპარა, ან მოძმეს რამეს გამოსტყუებს,+  ან დაკარგულს იპოვის+ და იუარებს, ცრუდ დაიფიცებს+ ნებისმიერ რამეზე, რითაც შეიძლება შესცოდოს ადამიანმა,  თუ შესცოდავს და დააშავებს,+ უნდა დააბრუნოს მოპარული, რაც მოიპარა, გამოძალული, რაც გამოსძალა, მიბარებული, რაც მიაბარეს, დაკარგული, რაც იპოვა,  ან სრულად აანაზღაუროს+ ყველაფერი, რაზეც ცრუდ დაიფიცა, და მეხუთედიც დაუმატოს. დაუბრუნოს პატრონს იმ დღეს, რა დღესაც დანაშაული დაუმტკიცდება.  მიუყვანოს იეჰოვას საღი ვერძი,+ როგორც დანაშაულის შესაწირავი, დადგენილი ფასის შესაბამისი, დანაშაულის შესაწირავად+ მიუყვანოს მღვდელს.  იეჰოვას წინაშე მღვდელმა გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს მისთვის და ეპატიება ყველა ჩადენილი დანაშაული“.  კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს:  „უბრძანე აარონსა და მის ვაჟებს: ეს არის კანონი დასაწვავ შესაწირავზე:+ დასაწვავი შესაწირავი მთელი ღამე, დილამდე იდოს სამსხვერპლოს საცეცხლეზე, სადაც სამსხვერპლოს ცეცხლი ენთება. 10  ჩაიცვას მღვდელმა სელის ტანსაცმელი+ და სელის ქვედა საცვლები+ სხეულის დასაფარავად. აიღოს სამსხვერპლოზე დამწვარი დასაწვავი შესაწირავის ქონნარევი ნაცარი+ და სამსხვერპლოს გვერდით დაყაროს. 11  გაიხადოს ტანსაცმელი,+ სხვა ჩაიცვას და ქონნარევი ნაცარი ბანაკის გარეთ,+ სუფთა ადგილზე გაიტანოს. 12  სამსხვერპლოზე ყოველთვის ენთოს ცეცხლი, არ ჩაქრეს. მღვდელმა ყოველ დილით დაწვას შეშა,+ დადოს მასზე დასაწვავი შესაწირავი და ააბოლოს მასზე მშვიდობის მსხვერპლის* ქონი.+ 13  სამსხვერპლოზე მუდამ ენთოს ცეცხლი,+ არ ჩაქრეს. 14  ეს არის კანონი მარცვლეულ+ შესაწირავზე: მიიტანონ ის აარონის ვაჟებმა სამსხვერპლოს წინ იეჰოვას წინაშე. 15  აიღოს ერთ-ერთმა მათგანმა მარცვლეული შესაწირავიდან ერთი მუჭა წმინდად დაფქული ფქვილი, ზეთი და მთელი გუნდრუკი, რომელიც მარცვლეულ შესაწირავზეა, და ააბოლოს სამსხვერპლოზე დამამშვიდებელ სურნელებად იეჰოვასთვის, გასახსენებლად.+ 16  რაც დარჩება, აარონმა და მისმა ვაჟებმა ჭამონ;+ მისგან უფუარი პურები+ გამოაცხონ და ჭამონ წმინდა ადგილზე, შეხვედრის კარვის ეზოში. 17  არ გამოცხვეს საფუვრიანთან ერთად.+ ეს წილად მივეცი მათ ჩემთვის განკუთვნილი ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან.+ ეს უწმინდესია,+ ისევე როგორც ცოდვის შესაწირავი და დანაშაულის შესაწირავი. 18  აარონის შთამომავალმა ყველა მამაკაცმა+ ჭამოს ის. ეს არის თქვენი წილი მარადიულად+ თქვენს თაობებში იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავებიდან. ყველაფერი, რაც მათ შეეხება, წმინდა გახდება“. 19  უთხრა იეჰოვამ მოსეს: 20  „აი რა შესაწირავი+ უნდა მიუტანონ იეჰოვას აარონმა და მისმა ვაჟებმა აარონის ცხების დღეს:+ ერთი ეფა+ წმინდად დაფქული ფქვილის მეათედი მარცვლეულ შესაწირავად,+ ნახევარი — დილით, ნახევარი — საღამოთი, მუდმივად. 21  მომზადდეს ზეთით კეცზე;+ კარგად მოზელილი მიიტანე. ნაჭრებად მიიტანე გამომცხვარი მარცვლეული შესაწირავი, როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის. 22  ეს გააკეთოს მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა,+ მის ნაცვლად ცხებულმა მღვდელმა. ეს არის სამარადისო წესი: მთლიანად დასაწვავი შესაწირავი+ იეჰოვასთვის ააბოლოს. 23  მღვდლის ყოველი მარცვლეული შესაწირავი+ მთლიანად უნდა დაიწვას. არ უნდა შეიჭამოს“. 24  კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: 25  „უთხარი აარონსა და მის ვაჟებს: ეს არის კანონი ცოდვის შესაწირავზე:+ ცოდვის შესაწირავი იეჰოვას წინაშე უნდა დაიკლას იქ,+ სადაც დასაწვავი შესაწირავი იკვლება. ეს უწმინდესია.+ 26  ის უნდა ჭამოს+ იმ მღვდელმა, რომელიც ცოდვისთვის სწირავს მას, წმინდა ადგილზე,+ შეხვედრის კარვის ეზოში.+ 27  ყველაფერი, რაც იმ ხორცს შეეხება, წმინდა გახდება;+ თუ ვინმე მის სისხლს ტანსაცმელს მიასხურებს,+ წმინდა ადგილზე გარეცხე ის, რაზეც სისხლია მისხურებული.+ 28  თიხის+ ჭურჭელი, რომელშიც ის მოიხარშება, უნდა დაიმსხვრეს. თუ სპილენძის ჭურჭელში მოიხარშა, გაიხეხოს და წყლით გაირეცხოს. 29  ჭამოს ის ყველა მამაკაცმა, ყველა მღვდელმა.+ ეს უწმინდესია.+ 30  მაგრამ ცოდვის არც ერთი შესაწირავი, რომლის სისხლიც+ შეხვედრის კარავში შეაქვთ წმინდა ადგილზე გამოსყიდვის წესის შესასრულებლად, არ უნდა შეიჭამოს. ცეცხლში უნდა დაიწვას“.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ან საზიარო მსხვერპლის.