წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლევიანები 3:1—17

3  „თუ მშვიდობის მსხვერპლს*+ ის საქონლიდან სწირავს, მამალი იქნება თუ დედალი, საღი+ უნდა მიიყვანოს იეჰოვას წინაშე.  დაადოს შესაწირავს თავზე ხელი+ და დაიკლას ის შეხვედრის კარვის შესასვლელთან, აარონის ვაჟებმა კი, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს მოასხურონ.  იეჰოვას წინაშე მიიტანოს მშვიდობის მსხვერპლის ნაწილი, როგორც იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი — ქონი,+ რომელიც ნაწლავებზეა, ნაწლავებზე გადაკრული მთელი ქონი,+  ორივე თირკმელი+ და მათი ქონი ფერდებიდან; ღვიძლის ბადექონი თირკმელებთან ერთად მოაცალოს.  ააბოლონ+ ის აარონის ვაჟებმა+ სამსხვერპლოზე, ცეცხლზე დალაგებულ შეშაზე+ დადებულ დასაწვავ შესაწირავზე, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება+ იეჰოვასთვის.  თუ ის ფარიდან სწირავს მშვიდობის მსხვერპლს იეჰოვას, მამალი იქნება თუ დედალი, საღი+ უნდა მიიყვანოს.  თუ შესაწირავად თოხლი მიჰყავს, იეჰოვას წინაშე უნდა მიიყვანოს.+  დაადოს შესაწირავს თავზე ხელი+ და დაიკლას+ ის შეხვედრის კარვის წინ; აარონის ვაჟებმა სისხლი სამსხვერპლოს მოასხურონ.  მიიტანოს მან მშვიდობის მსხვერპლის ქონი, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.+ მოაშოროს მთელი დუმა+ ხერხემლის ბოლოს, ქონი, რომელიც ნაწლავებზეა, ნაწლავებზე გადაკრული მთელი ქონი,+ 10  ორივე თირკმელი და მათი ქონი ფერდებიდან; ღვიძლის ბადექონი+ თირკმელებთან ერთად მოაცალოს. 11  ააბოლოს+ ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, როგორც საჭმელი,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის. 12  თუ ის თხას+ სწირავს, იეჰოვას წინაშე მიიყვანოს. 13  დაადოს თავზე ხელი+ და დაიკლას+ ის შეხვედრის კარვის წინ; აარონის ვაჟებმა სისხლი სამსხვერპლოს მოასხურონ. 14  მიიტანოს შესაწირავად, იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად, მისი ქონი, რომელიც ნაწლავებზეა, ნაწლავებზე გადაკრული მთელი ქონი,+ 15  ორივე თირკმელი და მათი ქონი ფერდებიდან; ღვიძლის ბადექონი თირკმელებთან ერთად მოაცალოს. 16  ააბოლოს ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, როგორც საჭმელი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, როგორც დამამშვიდებელი სურნელება. მთელი ქონი იეჰოვასია.+ 17  ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის, ყველგან, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ: საერთოდ არ ჭამოთ არც ქონი და არც სისხლი“.+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლს.