წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლევიანები 27:1—34

27  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:  „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ ვინმე განსაკუთრებულ აღთქმას მისცემს+ იეჰოვას, რომ შესწირავს სულებს* დადგენილი საფასურის შესაბამისად,  ოციდან სამოც წლამდე მამაკაცის საფასური ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი უნდა იყოს წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით;  ქალის საფასური ოცდაათი შეკელი უნდა იყოს;  ხუთიდან ოც წლამდე ბიჭის საფასური ოცი შეკელი უნდა იყოს და გოგოსი — ათი შეკელი.  ერთი თვიდან ხუთ წლამდე ბიჭის საფასური ხუთი+ შეკელი ვერცხლი უნდა იყოს და გოგოსი — სამი შეკელი ვერცხლი.  თუ მამაკაცი სამოც წელზე მეტისაა, საფასური თხუთმეტი შეკელი უნდა იყოს, ქალისა — ათი შეკელი.  თუ ძალიან გაღარიბდება და საფასურს ვერ იხდის,+ მღვდელს წარუდგინოს და ის შეაფასებს.+ მღვდელი იმის მიხედვით შეაფასებს, რისი გადახდაც აღთქმის დამდებს შეეძლება.+  თუ ვინმე იეჰოვას შესაწირავ ცხოველს მიუყვანს, რასაც იეჰოვას მისცემს, წმინდა იქნება.+ 10  არ შეიძლება შეცვლა, არც კარგისა — ცუდით და არც ცუდისა — კარგით. თუ ის ცხოველს ცხოველით შეცვლის, წმინდა იქნება შეცვლილიც და ისიც, რითაც შეცვალა. 11  თუ ცხოველი უწმინდურია+ და იეჰოვასთვის შეწირვა არ შეიძლება,+ მღვდელს მიუყვანოს.+ 12  შეაფასოს ის მღვდელმა, კარგია თუ ცუდი, და როგორც მღვდელი+ შეაფასებს, ისე იყოს. 13  თუ მის გამოსყიდვას მოინდომებს იგი, საფასურს მეხუთედი+ დაუმატოს. 14  თუ კაცი თავის სახლს განწმენდს, რომ იეჰოვასთვის ის წმინდა იყოს, შეაფასოს მღვდელმა, კარგია თუ ცუდი.+ რამდენადაც მღვდელი შეაფასებს, იმდენი ეღირება. 15  თუ განმწმენდელი სახლის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურს მეხუთედი დაუმატოს+ და ის მისი გახდება. 16  თუ ვინმე თავის მინდორს+ იეჰოვასთვის განწმენდს, მისი საფასური დასათესი თესლის მიხედვით განისაზღვროს: ერთ ხომერ+ ქერზე ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი. 17  თუ იუბილის+ წლიდან განწმენდს, მისი საფასური დადგენილის მიხედვით იქნება. 18  თუ იუბილის შემდეგ განწმენდს თავის მინდორს, გამოთვალოს მღვდელმა მისი საფასური მომდევნო იუბილის წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით და დადგენილი საფასურიდან გამოუქვითოს.+ 19  თუ განმწმენდელი მინდორს გამოისყიდის, საფასურს მეხუთედი დაუმატოს და მისი გახდება.+ 20  თუ არ გამოისყიდის მინდორს, მინდორი კი სხვაზე გაიყიდება, ვეღარ გამოისყიდის. 21  მინდორი, რომელიც იუბილეზე გათავისუფლდება, წმინდა იქნება იეჰოვასთვის, როგორც მიძღვნილი მინდორი;+ ის მღვდლის საკუთრება გახდება.+ 22  თუ იეჰოვასთვის განწმენდს ნაყიდ მინდორს და არა საკუთარს,+ 23  გამოუთვალოს მღვდელმა ღირებულება იუბილის წლამდე და მან იმ დღესვე გადაიხადოს დადგენილი საფასური.+ ის წმინდაა იეჰოვასთვის.+ 24  იუბილის წელს მინდორი დაუბრუნდება მის გამყიდველს, ვისაც ეკუთვნის მიწის ნაკვეთი.+ 25  ნებისმიერი საფასური წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით უნდა დადგინდეს. ერთი შეკელი ოცი გერას ტოლი უნდა იყოს.+ 26  არავინ განწმინდოს ცხოველის პირველმოგებული, რადგან პირველმოგებული იეჰოვასია.+ ხბო იქნება თუ ბატკანი, ის იეჰოვასია.+ 27  თუ ის უწმინდური ცხოველია+ და გამომსყიდველი დადგენილი საფასურის მიხედვით გამოისყიდის, საფასურს მეხუთედი დაუმატოს;+ თუ არ გამოისყიდის, მაშინ საფასურის მიხედვით გაიყიდოს. 28  მიძღვნილი, თავისი საკუთრებიდან იეჰოვასთვის გასანადგურებლად გადაცემული,+ იქნება ეს ადამიანი, ცხოველი თუ მინდორი, შეიძლება გაიყიდოს, მაგრამ მიძღვნილის გამოსყიდვა არ შეიძლება.+ ეს უწმინდესია იეჰოვასთვის. 29  გასანადგურებლის გამოსყიდვა არ შეიძლება;+ ის უნდა მოკვდეს.+ 30  ყოველი მეათედი+ მიწიდან, მიწის თესლიდან და ხის ნაყოფიდან იეჰოვასია. 31  თუ ვინმეს უნდა თავისი მეათედი გამოისყიდოს, მეხუთედი უნდა დაამატოს.+ 32  ფარიდან ან საქონლიდან ყოველი მეათე, რომელმაც სახრის ქვეშ გაიარა,+ წმინდა იქნება იეჰოვასთვის. 33  არ შეამოწმოს, კარგია თუ ცუდი, არც შეცვალოს. თუ შეცვლის, შეცვლილიც და რითაც შეცვალა, წმინდა იქნება.+ მისი გამოსყიდვა არ შეიძლება“. 34  ეს არის მცნებები,+ სინას მთაზე ისრაელის ძეებისთვის მიცემული ბრძანებები, რომლებიც იეჰოვამ მისცა მოსეს.+

სქოლიოები

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.