წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლევიანები 20:1—27

20  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:  „ასე უთხარი ისრაელის ძეებს: ნებისმიერი, ისრაელის ძე იქნება იგი თუ ისრაელში მცხოვრები ხიზანი, რომელიც თავის შთამომავალს მოლექს შესწირავს,+ უნდა მოკვდეს. ჩაქოლოს და მოკლას ის იმ მიწაზე მცხოვრებმა ხალხმა.  მივაქცევ ჩემს სახეს ასეთი კაცის წინააღმდეგ და მოვკვეთ მას თავისი ხალხიდან,+ რადგან მოლექს შესწირა თავისი შთამომავალი, რომ ჩემი წმინდა ადგილი წაებილწა+ და ჩემი წმინდა სახელი შეებღალა.+  თუ იმ მიწაზე მცხოვრები ხალხი თვალს დახუჭავს იმ კაცის საქციელზე, რომელმაც მოლექს თავისი შთამომავალი შესწირა, და არ მოკლავს,+  მაშინ მივმართავ ჩემს სახეს მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ,+ მოვკვეთ თავისი ხალხიდან მას და ყველას, ვინც მასთან ერთად სჩადის გარყვნილებას+ მოლექთან.  მივაქცევ ჩემს სახეს მის* წინააღმდეგ, ვინც სულების გამომძახებლებსა+ და მარჩიელებს+ მიმართავს გარყვნილების ჩასადენად, და მოვკვეთ მას თავისი ხალხიდან.+  განიწმინდეთ და წმინდები იყავით,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.  დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი.+  ვინც თავის მამას ან დედას დასწყევლის,+ უნდა მოკვდეს.+ მან თავისი მამა და დედა დაწყევლა. მასზეა თავისი სისხლი.+ 10  ვინც სხვის ცოლთან მრუშობს, ის თავისი მოძმის ცოლთან მრუშობს.+ ორივე* უნდა მოკვდეს.+ 11  ვინც მამამისის ცოლთან დაწვება, მამამისის სიშიშვლეს გამოაჩენს.+ ორივე უნდა მოკვდეს; მათზეა თავიანთი სისხლი. 12  თუ კაცი თავის რძალთან დაწვება, ორივე უნდა მოკვდეს.+ მათ ბუნებრივი წესი დაარღვიეს; მათზეა თავიანთი სისხლი.+ 13  თუ კაცი კაცთან დაწვება, როგორც ქალთან წვებიან ხოლმე, ორივემ სისაძაგლე ჩაიდინა.+ ორივე უნდა მოკვდეს; მათზეა თავიანთი სისხლი. 14  თუ კაცი მოიყვანს ქალს და მის დედას, ეს თავაშვებულობაა.+ ცეცხლში დაწვით იგი მათთან ერთად,+ რათა არ იყოს თქვენ შორის თავაშვებულობა.+ 15  კაცი, რომელიც ცხოველთან დაღვრის თესლს,+ უნდა მოკვდეს, და ცხოველიც უნდა მოკლათ. 16  თუ ქალი ცხოველთან მივა კავშირის დასამყარებლად,+ უნდა მოკლათ ქალიც და ცხოველიც. ორივე უნდა მოკვდეს; მათზეა თავიანთი სისხლი. 17  თუ კაცი მოიყვანს თავის დას, თავისი მამის ან დედის ასულს და სიშიშვლეს დაუნახავენ ერთმანეთს, ეს სამარცხვინოა.+ უნდა მოიკვეთონ თავიანთი ხალხის ძეთა თვალწინ; მან თავისი დის სიშიშვლე გამოაჩინა და პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე. 18  თუ კაცი დაწვება ქალთან, რომელსაც ყოველთვიური სისხლდენა აქვს, და სიშიშვლეს გამოუჩენს, მან სადინარი გამოუჩინა, და მანაც გამოაჩინა თავისი სისხლის სადინარი;+ ორივენი უნდა მოიკვეთონ თავიანთი ხალხიდან. 19  არ გამოაჩინო არც დედაშენის დის+ და არც მამაშენის დის სიშიშვლე,+ რადგან ეს სისხლით ნათესავის გაშიშვლებაა.+ მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულზე. 20  თუ კაცი თავის ბიცოლასთან დაწვება, ბიძამისის სიშიშვლეს გამოაჩენს.+ მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ ცოდვაზე; ისინი უშვილოდ დაიხოცებიან.+ 21  თუ კაცი თავისი ძმის ცოლს მოიყვანს, ეს საზიზღრობაა;+ მან თავისი ძმის სიშიშვლე გამოაჩინა. უშვილოები იქნებიან ისინი. 22  დაიცავით ჩემი წესები,+ მთელი ჩემი სამართალი+ და შეასრულეთ ისინი, რათა არ ამოგანთხიოთ იმ მიწამ, სადაც მიმყავხართ.+ 23  არ იაროთ იმ ხალხთა წესებით, რომელთაც ვდევნი თქვენგან,+ რადგან მათ ეს ყველაფერი ჩაიდინეს და მეზიზღებიან.+ 24  ამიტომაც გითხარით:+ დაეუფლებით მათ მიწას, რომელსაც დასაუფლებლად მოგცემთ, მიწას, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგყავით იმ ხალხებიდან.+ 25  განასხვავეთ წმინდა და უწმინდური ცხოველი, წმინდა და უწმინდური ფრინველი;+ თქვენი სულები შესაზიზღი არ გახადოთ+ ცხოველით, ფრინველით და იმით, რაც მიწაზე დახოხავს, რაც მე გამოვყავი, როგორც უწმინდური. 26  წმინდები იყავით ჩემთვის,+ რადგან მე, იეჰოვა, წმინდა ვარ.+ მე გამოგყავით ხალხებიდან, რომ ჩემი იყოთ.+ 27  ის კაცი ან ქალი, რომელშიც სულების გამომძახებლის ან მარჩიელის სულია,+ უნდა მოკვდეს.+ ჩაქოლეთ და მოკალით. მათზეა თავიანთი სისხლი“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — მრუში კაცი და მრუში ქალი.