წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლევიანები 2:1—16

2  „თუ ვინმე* მარცვლეულ შესაწირავს+ მიუტანს იეჰოვას, მიუტანოს წმინდად დაფქული ფქვილი;+ მოასხას მას ზეთი და ზედ გუნდრუკი მოაყაროს.  მიუტანოს ის აარონის ვაჟებს, მღვდლებს; აიღოს მღვდელმა ერთი მუჭა წმინდად დაფქული ფქვილი, ზეთი, მთელი გუნდრუკი და ააბოლოს სამსხვერპლოზე, როგორც გასახსენებელი,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.  რაც მორჩება მარცვლეული შესაწირავიდან, აარონისა და მისი ვაჟებისაა+ და უწმინდესია+ იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან.  თუ ღუმელში გამომცხვარ მარცვლეულ შესაწირავს მიიტან, ის წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა იყოს გამომცხვარი, ზეთში მოზელილი რგოლისებური უფუარი+ კვერები ან ზეთწასმული უფუარი+ კვერები.+  თუ შენი მარცვლეული შესაწირავი კეცზეა მომზადებული,+ ზეთში უნდა გამოცხვეს წმინდად დაფქული ფქვილისგან, უფუარი.  დაამტვრიე და ზეთი მოასხი.+ ეს არის მარცვლეული შესაწირავი.  თუ შენი მარცვლეული შესაწირავი ქვაბშია მომზადებული, ის ზეთში უნდა მომზადდეს წმინდად დაფქული ფქვილისგან.  მიუტანე იეჰოვას ასე მომზადებული მარცვლეული შესაწირავი; მიუტანე მღვდელს და ის სამსხვერპლოსთან მიიტანს.  აიღებს მღვდელი ცოტაოდენ მარცვლეულ შესაწირავს, როგორც გასახსენებელს,+ და ააბოლებს სამსხვერპლოზე, როგორც ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს, როგორც დამამშვიდებელ სურნელებას იეჰოვასთვის.+ 10  რაც მორჩება მარცვლეული შესაწირავიდან, აარონისა და მისი ვაჟებისაა და უწმინდესია იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან.+ 11  მარცვლეული შესაწირავი, რომელსაც იეჰოვას მიუტანთ, არ უნდა იყოს საფუვრიანი;+ საფუარი და თაფლი* არ უნდა მიიტანოთ ასაბოლებლად, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის. 12  მიუტანეთ ისინი იეჰოვას, როგორც პირველი ნაყოფის+ შესაწირავი, ოღონდ სამსხვერპლოზე არ უნდა იქნეს ატანილი დამამშვიდებელ სურნელებად. 13  მარილით შეაზავე ყველა მარცვლეული შესაწირავი;+ არ დატოვო მარცვლეული შესაწირავი შენი ღვთის შეთანხმების შესახსენებელი მარილის გარეშე.+ ყველა შენს შესაწირავთან ერთად მიიტანე მარილი. 14  თუ იეჰოვას მარცვლეულ შესაწირავს მიუტან პირველმოწეული ნაყოფიდან, ახლად შემოსული, ცეცხლზე შემწვარი თავთავები, ახალი მარცვლეულის ღერღილი მიიტანე, როგორც პირველმოწეული ნაყოფის მარცვლეული შესაწირავი.+ 15  წაუსვი მას ზეთი და ზედ გუნდრუკი მოაყარე. ეს არის მარცვლეული შესაწირავი.+ 16  ააბოლოს მღვდელმა ის, როგორც გასახსენებელი,+ ანუ ცოტაოდენი ღერღილი, ზეთი და მთელი გუნდრუკი, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის“.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
თაფლში იგულისხმება არა ფუტკრის თაფლი, არამედ ლეღვის ან სხვა ხილის წვენი ან სიროფი.