წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლევიანები 13:1—59

13  უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს:  „თუ ვინმეს კანზე გამოაჩნდება გამონაყარი, მუწუკი+ ან ლაქა და კანზე კეთრის+ წყლულად გადაიქცევა, უნდა მიუყვანონ აარონ მღვდელს ან მის ერთ-ერთ ვაჟს, მღვდელს.+  მღვდელმა უნდა ნახოს წყლული მის კანზე.+ თუ წყლულზე თმა გათეთრებულია და ჩანს, რომ წყლული ღრმად არის კანში, ეს კეთრის წყლულია. ნახოს მღვდელმა და უწმინდურად გამოაცხადოს.  თუ კანზე თეთრი ლაქაა და ისე ჩანს, რომ ის ღრმად არ არის კანში და მასზე თმა არ გათეთრებულა, მღვდელი დაწყლულებულს შვიდი დღით განაცალკევებს.+  მეშვიდე დღეს მღვდელი ნახავს მას. თუ წყლული არ განვითარდა და არ გავრცელდა კანზე, მღვდელი კიდევ შვიდი დღით განაცალკევებს+ მას.  მეშვიდე დღეს მღვდელი მეორედ ნახავს მას, თუ წყლული გაფერმკრთალდა და აღარ გავრცელდა კანზე, მღვდელი მას წმინდად გამოაცხადებს. ეს მუწუკი იყო. მან ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და წმინდა იქნება.  თუ მას შემდეგ, რაც მღვდელს ეჩვენა და წმინდად გამოცხადდა, მუწუკი კანზე გავრცელდება, ხელმეორედ უნდა ეჩვენოს მღვდელს.+  მღვდელი ნახავს და თუ მუწუკი კანზე გავრცელდა, მღვდელი მას უწმინდურად გამოაცხადებს. ეს კეთრია.+  თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება, მღვდელს უნდა მიუყვანონ, 10  და ის ნახავს.+ თუ კანზე თეთრი გამონაყარია, მასზე თმა გათეთრებულია+ და გამონაყარი ღია ჭრილობად იქცა, 11  მის კანს უკურნებელი კეთრი+ აქვს. მღვდელმა ის უწმინდურად უნდა გამოაცხადოს, მაგრამ უწმინდურების დასადგენად არ უნდა განაცალკეოს.+ 12  თუ ვინმეს კეთრი აშკარად გამოაყრის კანზე და დაუფარავს კანს თავიდან ფეხებამდე, რისი დანახვაც მღვდელს შეუძლია, 13  და მღვდელი შეხედავს და დაინახავს, რომ მთელი სხეული კეთრით არის დაფარული, კეთროვანს წმინდად* გამოაცხადებს. ის წმინდაა, რადგან მთლიანად გათეთრდა, 14  მაგრამ იმ დღეს, როცა მასზე ღია ჭრილობა გაჩნდება, ის გაუწმინდურდება. 15  მღვდელი+ ნახავს ღია ჭრილობას და მას უწმინდურად გამოაცხადებს. ღია ჭრილობა უწმინდურია. ეს კეთრია.+ 16  თუ ღია ჭრილობა შეხორცდება და გათეთრდება, მღვდელთან მივიდეს. 17  ნახავს მღვდელი+ და თუ წყლული გათეთრდა, მღვდელი დაწყლულებულს წმინდად გამოაცხადებს. ის წმინდაა. 18  თუ ვინმეს კანზე ბებერა+ გამოუვა, მაგრამ მოურჩება 19  და ბებერას ადგილზე თეთრი გამონაყარი ან მოწითალო-მოთეთრო ლაქა გაუჩნდება, მღვდელს ეჩვენოს. 20  მღვდელი ნახავს+ და თუ ჩანს, რომ ის ღრმად არის კანში და მასზე თმა გათეთრდა, მღვდელი მას უწმინდურად გამოაცხადებს. ეს კეთრის წყლულია. ის ბებერაზე გაუჩნდა. 21  თუ მღვდელი ნახავს, რომ თმა გათეთრებული არ არის და კეთრი ღრმად არ არის კანში და ფერმკრთალია, მღვდელი მას შვიდი დღით განაცალკევებს.+ 22  თუ მთელ კანს მოედება, მღვდელი მას უწმინდურად გამოაცხადებს. ეს კეთრია. 23  თუ მის ადგილზე ლაქა დააჩნდება და არ გავრცელდება, ეს ბებერაა, ანთებაა+ და მღვდელი მას წმინდად გამოაცხადებს.+ 24  თუ ვინმეს კანზე დამწვრობა ექნება, და ღია ჭრილობა მოწითალო-მოთეთრო ან თეთრ ლაქად იქცევა, 25  მღვდელმა უნდა ნახოს, და თუ ლაქაზე თმა გათეთრებულია და ისე ჩანს, რომ ის ღრმად არის კანში, ეს კეთრია. ის ჭრილობაზე გაჩნდა და მღვდელმა უწმინდურად უნდა გამოაცხადოს. ეს კეთრის წყლულია. 26  თუ მღვდელი ნახავს, რომ ლაქაზე არ არის თეთრი თმა, ღრმად არ არის კანში და ფერმკრთალია, მღვდელი მას შვიდი დღით განაცალკევებს. 27  მეშვიდე დღეს მღვდელი ნახავს და თუ კანზე გავრცელდა, მღვდელი მას უწმინდურად გამოაცხადებს. ეს კეთრის წყლულია. 28  თუ ლაქა არ გაქრება, მაგრამ არც გავრცელდება და ფერმკრთალი იქნება, ეს არის გამონაყარი ჭრილობაზე. მღვდელი მას წმინდად გამოაცხადებს, რადგან ეს ჭრილობის ანთებაა. 29  თუ კაცს ან ქალს თავზე ან ნიკაპზე წყლული გაუჩნდება, 30  წყლული მღვდელმა+ უნდა ნახოს. თუ ჩანს, რომ ღრმად არის კანში და თმა ყვითელი და შეთხელებულია, მღვდელმა ასეთი უწმინდურად უნდა გამოაცხადოს. ეს ქეცია.+ ეს არის თავის ან ნიკაპის კეთრი. 31  თუ მღვდელი ხედავს, რომ ქეცით გამოწვეული წყლული ღრმად არ არის კანში და მასზე არ არის შავი თმა, მღვდელმა ქეციანი შვიდი დღით+ უნდა განაცალკეოს.+ 32  მეშვიდე დღეს მღვდელი ნახავს წყლულს და თუ ქეცი არ გავრცელებულა, თმა არ გაყვითლებულა და ქეცი+ ღრმად არ არის კანში, 33  მაშინ გაიპარსოს, მაგრამ არა ქეცის ადგილი;+ მღვდელმა კიდევ შვიდი დღით განაცალკეოს ქეციანი. 34  მეშვიდე დღეს მღვდელი ნახავს ქეცს. თუ ქეცი არ გავრცელებულა და არც ღრმად არის კანში, მღვდელი მას წმინდად გამოაცხადებს;+ ის ტანსაცმელს გაირეცხავს და წმინდა იქნება. 35  თუ წმინდად გამოცხადების შემდეგ ქეცი კანზე გავრცელდება, 36  მღვდელმა+ უნდა ნახოს. თუ ქეცი კანზე გავრცელდება, მღვდელი ყვითელ თმას ნუღარ დაუწყებს ძებნას. ის უწმინდურია. 37  თუ ჩანს, რომ ქეცი არ განვითარდა და მასზე შავი თმა ამოვიდა, ქეცი მორჩენილია. ის წმინდაა და მღვდელი მას წმინდად გამოაცხადებს.+ 38  თუ კაცს ან ქალს კანზე თეთრი ლაქები+ გამოაჩნდება, 39  მღვდელმა+ უნდა ნახოს. თუ კანზე ლაქები მკრთალი თეთრია, ეს უვნებელი გამონაყარია; ეს კანის გამონაყარია; ის წმინდაა. 40  თუ კაცს თავზე თმა გასცვივა, ის მელოტია;+ ის წმინდაა. 41  თუ თავზე თმა წინიდან გასცვივა, შუბლთან, ის წმინდაა. 42  თუ მელოტ თხემზე ან შუბლზე მოწითალო-მოთეთრო წყლული გაუჩნდება, ეს არის მელოტ თხემზე ან შუბლზე გაჩენილი კეთრი. 43  ის მღვდელმა+ უნდა ნახოს. თუ მელოტ თხემზე ან შუბლზე გაჩენილი მოწითალო-მოთეთრო წყლული ჰგავს სხეულის კანის კეთრს, 44  ის კეთროვანია; ის უწმინდურია. მღვდელმა ის უწმინდურად უნდა გამოაცხადოს. მას წყლული აქვს თავზე. 45  დაწყლულებული კეთროვნის ტანსაცმელი უნდა დაიხეს,+ მოუვლელი თავით იაროს,+ ულვაში დაიფაროს+ და იყვიროს: უწმინდური, უწმინდური!+ 46  უწმინდურია, სანამ წყლული არ მოურჩება; ის უწმინდურია. განცალკევებით უნდა იცხოვროს. ბანაკის გარეთ+ არის მისი საცხოვრებელი ადგილი. 47  თუ კეთრის წყლული შალის ან სელის ტანსაცმელს გაუჩნდა, 48  სელს+ ან შალის ქსელს ან მისაქსელს, ტყავს ან ტყავის ნებისმიერ ნივთს,+ 49  ან მოყვითალო-მომწვანო ან მოწითალო წყლული გაუჩნდა ტანსაცმელს ან ტყავს, ან ქსელს, ან მისაქსელს, ან ტყავის ნებისმიერ ნივთს, ეს კეთრის წყლულია, მღვდელმა უნდა ნახოს; 50  მღვდელმა+ უნდა ნახოს წყლული და შვიდი დღით განაცალკეოს+ ის. 51  მეშვიდე დღეს, თუ ნახავს მღვდელი, რომ წყლული გავრცელებულია ტანსაცმელზე, ქსელზე, მისაქსელზე+ ან ტყავის ნივთზე, რისთვისაც არ უნდა გამოიყენებოდეს, ეს განუკურნებელი კეთრის წყლულია;+ ის უწმინდურია. 52  მან უნდა დაწვას ტანსაცმელი, შალის ან სელის ქსელი+ და მისაქსელი, ან ტყავის ნებისმიერი ნივთი, რომელსაც წყლული აქვს მოდებული, რადგან ეს განუკურნებელი+ კეთრია; ის ცეცხლში უნდა დაიწვას. 53  თუ ნახავს მღვდელი, რომ წყლული არ გავრცელებულა ტანსაცმელზე, ქსელზე, მისაქსელზე, ან ტყავის ნებისმიერ ნივთზე,+ 54  მღვდელი ბრძანებს იმის გარეცხვას, რაზეც წყლული იყო, და მეორეჯერ განაცალკევებს შვიდი დღით. 55  გარეცხვის შემდეგ მღვდელი ნახავს წყლულს და თუ წყლული არ შეცვლილა, თუმცა არ გავრცელებულა, უწმინდურია; ის ცეცხლში უნდა დაწვა. წყლულს ამოუჭამია ის შიგნიდანაც და გარედანაც. 56  თუ ნახა მღვდელმა, რომ გარეცხვის შემდეგ წყლული გაფერმკრთალდა, მოახიოს ის ტანსაცმელს, ტყავს, ქსელს ან მისაქსელს. 57  მაგრამ თუ კვლავ გაუჩნდება ის ტანსაცმელს, ქსელს, მისაქსელს,+ ან ტყავის ნებისმიერ ნივთს, ესე იგი კვლავ ვითარდება; ყველაფერი, რაზეც წყლულია, ცეცხლში უნდა დაიწვას,+ 58  ხოლო ტანსაცმელი, ქსელი, მისაქსელი, ან ტყავის ნებისმიერი ნივთი, რაზეც გარეცხვის შემდეგ წყლული გაქრება, მეორედ გაირეცხოს და წმინდა იქნება. 59  ეს არის კანონი კეთრის წყლულზე, რომელიც უჩნდება შალის ან სელის ტანსაცმელს,+ ქსელს ან მისაქსელს, ან ტყავის ნებისმიერ ნივთს, რათა ის ან წმინდად გამოაცხადო ან უწმინდურად“.

სქოლიოები

ანუ არ არის გადამდები.