არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლევიანები 12:1—8

12  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:  „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ ქალი დაორსულდა+ და ბიჭი გააჩინა, შვიდ დღეს უწმინდური იქნება. ისევე იქნება უწმინდური,+ როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს.  მერვე დღეს ვაჟს ჩუჩა უნდა დაცვითონ.+  კიდევ ოცდაცამეტ დღეს გაგრძელდეს ქალის სისხლისგან განწმენდა. წმინდას არაფერს შეეხოს და არ მივიდეს წმინდა ადგილზე განწმენდის დღეების დასრულებამდე.+  თუ გოგოს გააჩენს, უწმინდური იქნება თოთხმეტ დღეს, როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს. კიდევ სამოცდაექვსი დღე გაგრძელდეს სისხლისგან განწმენდა.  განწმენდის დღეების დასასრულს, იქნება ეს ბიჭის თუ გოგოს გამო, შეხვედრის კარვის შესასვლელთან მღვდელს მიუყვანოს ერთი წლის მამალი ცხვარი დასაწვავ შესაწირავად+ და მტრედის ხუნდი ან გვრიტი+ ცოდვის შესაწირავად.  მიიყვანოს ის იეჰოვას წინაშე, მისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულოს და განიწმინდება ქალი სისხლდენისგან.+ ეს არის კანონი ქალზე, რომელიც ბიჭს ან გოგოს გააჩენს.  მაგრამ თუ ცხვარზე ხელი არ მიუწვდება, მიიყვანოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი,+ ერთი დასაწვავ შესაწირავად და მეორე — ცოდვის შესაწირავად, მღვდელი გამოსყიდვის წესს+ შეასრულებს მისთვის და ისიც განიწმინდება“.

სქოლიოები