არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლევიანები 10:1—20

10  აარონის ვაჟებმა, ნადაბმა და აბიჰუმ,+ აიღეს თავიანთი საცეცხლურები,+ ჩადეს შიგ ცეცხლი, მოაყარეს საკმეველი+ და უკანონო ცეცხლი+ შესწირეს იეჰოვას წინაშე, რაც არ ჰქონდა მათთვის ნაბრძანები.  გამოვიდა ცეცხლი იეჰოვასგან, შთანთქა+ ისინი და დაიხოცნენ იეჰოვას წინაშე.+  უთხრა მოსემ აარონს: «აი რა თქვა იეჰოვამ: „ჩემთან ახლოს მყოფთა შორის+ განწმენდილი უნდა ვიყო+ და ყველა ხალხის წინაშე — განდიდებული“».+ აარონი დუმდა.  მოუხმო მოსემ მიშაელსა და ელიცაფანს, აარონის ბიძის, უზიელის+ ვაჟებს, და უთხრა: „მოდით და ბანაკის გარეთ გაიტანეთ თქვენი ძმები წმინდა ადგილიდან“.+  ისინიც მივიდნენ და სამოსლიანად გაიტანეს ბანაკის გარეთ, როგორც მოსემ უთხრა.  შემდეგ მოსემ აარონსა და მის ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს, უთხრა: „ნუ ივლით მოუვლელი თმით,+ ნუ შემოიხევთ ტანსაცმელს, რომ არ დაიხოცოთ და არ გაუწყრეს იგი მთელ კრებულს;+ თქვენი ძმები, მთელი ისრაელის სახლი იტირებს იეჰოვას ცეცხლით დამწვრებს.  არ მოსცილდეთ შეხვედრის კარვის შესასვლელს, რომ არ დაიხოცოთ,+ რადგან იეჰოვამ გცხოთ თავისი საცხები ზეთით“.+ ისინიც მოსეს სიტყვის თანახმად მოიქცნენ.  ელაპარაკა იეჰოვა აარონს:  „როცა შეხვედრის კარავში მოდიხართ, არ დალიოთ ღვინო ან სხვა მათრობელი სასმელი+ არც შენ და არც შენმა ვაჟებმა, რათა არ დაიხოცოთ. ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის, 10  რომ განასხვაოთ წმინდა შებღალულისგან და უწმინდური წმინდისგან,+ 11  რათა ასწავლოთ ისრაელის ძეებს+ ყველა წესი, რომელიც იეჰოვამ მოსეს პირით უთხრა მათ“. 12  უთხრა მოსემ აარონსა და მის ცოცხლად დარჩენილ ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს: „აიღეთ იეჰოვასთვის დასაწვავი შესაწირავიდან მორჩენილი მარცვლეული შესაწირავი+ და უფუარი ჭამეთ ის სამსხვერპლოსთან, რადგან ეს უწმინდესია.+ 13  ჭამეთ წმინდა ადგილზე,+ რადგან ეს არის შენი და შენი შვილების წილი იეჰოვასთვის დასაწვავი შესაწირავიდან, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები. 14  შესარხევი შესაწირავის+ მკერდი და წმინდა წილიდან ბარკალი+ სუფთა ადგილზე ჭამეთ შენ, შენმა ვაჟებმა და შენმა ასულებმა,+ რადგან ეს არის შენი და შენი ვაჟების წილი ისრაელის ძეების მშვიდობის მსხვერპლიდან. 15  ცეცხლში დასაწვავი შესაწირავის ქონთან ერთად მიიტანენ ბარკალს წმინდა წილიდან და მკერდს — შესარხევი შესაწირავიდან,+ რათა შეარხიონ იეჰოვას წინაშე, როგორც შესარხევი შესაწირავი. ეს იქნება შენი და შენი ვაჟების წილი+ მარადიულად, როგორც იეჰოვას აქვს ნაბრძანები“. 16  ძებნა დაუწყო მოსემ ცოდვის შესაწირავ+ თხას და რას ხედავს! დამწვარია თხა. განურისხდა ის აარონის ცოცხლად დარჩენილ ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს, და უთხრა: 17  „რატომ არ ჭამეთ ცოდვის შესაწირავი წმინდა ადგილზე,+ ეს ხომ უწმინდესია?! მან თქვენ მოგცათ ის, რათა პასუხი აგოთ კრებულის დანაშაულზე და გამოსყიდვის წესი შეასრულოთ მათთვის იეჰოვას წინაშე.+ 18  მისი სისხლი არ შეტანილა წმინდა ადგილზე.+ წმინდა ადგილზე უნდა გეჭამათ ის, როგორც მებრძანა“.+ 19  აარონმა უთხრა მოსეს: „დღეს, როცა ასეთი რამ დამატყდა თავს, იეჰოვას შესწირეს მათ თავიანთი ცოდვის შესაწირავი+ და დასაწვავი შესაწირავი. დღეს ცოდვის შესაწირავი რომ მეჭამა, იქნებოდა ეს მოსაწონი იეჰოვას თვალში?!“+ 20  მოისმინა ეს მოსემ და მოიწონა.

სქოლიოები