წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კოლოსელები 4:1—18

4  ბატონებო, თქვენს მონებს სიმართლითა და მიუკერძოებლობით მოექეცით,+ რადგან იცით, რომ თქვენც გყავთ ბატონი ზეცაში.+  დაჟინებით ილოცეთ+ და ფხიზლად იყავით ლოცვაში მადლიერებით.+  ამავე დროს, ილოცეთ ჩვენთვისაც,+ რომ ღმერთმა კარი გაუღოს+ ჩვენს ცნობას და ვილაპარაკოთ წმინდა საიდუმლოზე+ ქრისტეს შესახებ, რისთვისაც ვარ ბორკილებში,+  რათა ცხადი გავხადო ეს, როგორც მმართებს კიდეც ამის შესახებ ლაპარაკი.+  გარეშეებს ბრძნულად მოექეცით+ და გამოისყიდეთ ხელსაყრელი+ დრო თქვენთვის.  თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი+ იყოს, მარილით შეზავებული,+ რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ.+  ჩემს ამბებს ტიქიკე+ მოგიყვებათ, ჩემი საყვარელი ძმა და ერთგული მსახური, ჩვენნაირივე მონა უფალში.  მას იმიტომ გიგზავნით, რომ ყველაფერი გაგაგებინოთ ჩვენ შესახებ და გულები გინუგეშოთ.+ მასთან ერთად გიგზავნით  ონისიმეს,+ ჩემს ერთგულ და საყვარელ ძმას, რომელიც თქვენთან იყო. აქაურ ამბებს ისინი მოგიყვებიან. 10  მოკითხვას გითვლიან არისტარქე,+ რომელიც ჩემთან ერთად არის დაპატიმრებული, და ბარნაბას ბიძაშვილი მარკოზი+ (რომლის შესახებაც მოგეცათ მითითება, რომ მიიღოთ+ იგი, თუ მოვა), 11  აგრეთვე იესო, რომელსაც იუსტუსს ეძახიან; ესენი წინადაცვეთილები არიან; მხოლოდ ესენი არიან ჩემი თანამსახურები ღვთის სამეფოსთვის და ესენი იყვნენ ჩემი დამხმარენი და გამაძლიერებელნი. 12  მოკითხვას გითვლით ეპაფრა,+ ქრისტე იესოს მონა, რომელიც თქვენ შორის იყო და რომელიც დაუღალავად ლოცულობს თქვენთვის, რათა ბოლომდე დარჩეთ სრულყოფილნი+ და მტკიცედ დარწმუნებულნი ყველაფერში, რაც ღმერთს ნებავს. 13  მე ვმოწმობ მასზე, რომ ის ძალას არ იშურებს თქვენთვის, აგრეთვე ლაოდიკეელთა+ და ჰიერაპოლისელთათვის. 14  მოკითხვას გითვლიან საყვარელი ექიმი ლუკა+ და დემა.+ 15  მომიკითხეთ ლაოდიკეელი ძმები, აგრეთვე ნიმფა და კრება, რომელიც მის სახლში+ იკრიბება. 16  როცა ამ წერილს თქვენთან წაიკითხავთ, იზრუნეთ, რომ ის ლაოდიკეელთა კრებაშიც წაიკითხონ;+ ხოლო ის, რაც ლაოდიკეაშია, თქვენთან წაიკითხეთ. 17  არქიპეს+ კი უთხარით: „ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფალში მიიღე“. 18  საკუთარი ხელით+ გითვლით მოკითხვას მე, პავლე. გახსოვდეთ ჩემი ბორკილები.+ წყალობა გქონდეთ.

სქოლიოები