წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კოლოსელები 3:1—25

3  თუ თქვენ ქრისტესთან ერთად აღდექით,+ ეძებეთ ზეციური,+ სადაც ქრისტე ღვთის მარჯვნივ ზის.+  იფიქრეთ ზეციერზე+ და არა მიწიერზე,+  ვინაიდან თქვენ დაიხოცეთ+ და თქვენი სიცოცხლე+ დაფარულ იქნა ქრისტესთან ერთად+ ღმერთთან ერთობაში.  როცა გამოცხადდება ქრისტე, ჩვენი სიცოცხლე,+ თქვენც მაშინ გამოცხადდებით+ მასთან ერთად დიდებით.+  ამიტომ ჩაკალით+ თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები:+ სიძვა, უწმინდურება, ვნება,+ მავნებელი სურვილები და სიხარბე,+ რაც კერპთაყვანისმცემლობაა.  ამ ყველაფრის გამო ღვთის რისხვა მოდის.+  ოდესღაც თქვენც ასე იქცეოდით და ასე ცხოვრობდით.+  ახლა კი მოიშორეთ ყოველივე ეს:+ რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა+ და უწმაწური+ სიტყვები.  ნუ მოატყუებთ ერთმანეთს;+ გაიხადეთ ძველი პიროვნება+ მისი საქმეებითურთ 10  და შეიმოსეთ ახალი+ პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ,+ 11  და რომელშიც არ არის არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არც უცხოელი, არც სკვითი, არც მონა და არც თავისუფალი,+ არამედ ქრისტეა ყველაფერი და ის არის ყოველივეში.+ 12  ამიტომ შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით,+ სიკეთით, თავმდაბლობით,+ რბილი ხასიათითა+ და სულგრძელობით,+ როგორც ღვთის რჩეულები,+ წმინდა და საყვარელი ადამიანები. 13  მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს,+ თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი+ გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ+ ერთმანეთს. 14  გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით,+ რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი+ კავშირია. 15  თქვენს გულებში+ ქრისტეს მშვიდობა+ ბატონობდეს, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებული ერთ სხეულში.+ იყავით მადლიერნი. 16  უხვად მკვიდრობდეს თქვენში ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნით.+ ასწავლეთ+ და შეაგონეთ ერთმანეთს ფსალმუნებით,+ ღვთის სადიდებლებით, საამური სულიერი სიმღერებით+ და იმით, რომ გულით უმღერით იეჰოვას+ 17  და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიტყვით იქნება თუ საქმით,+ ყველაფერი უფალ იესოს სახელით+ აკეთეთ და მადლობდეთ+ ღმერთს, მამას, მისი მეშვეობით. 18  ცოლებო, დაემორჩილეთ+ ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი. 19  ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები+ და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.+ 20  ბავშვებო, დაემორჩილეთ+ მშობლებს ყველაფერში, რადგან ეს მოსაწონია უფლისთვის. 21  მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს,+ რათა არ დანაღვლიანდნენ. 22  მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ ხორციელ ბატონებს,+ არა მოსაჩვენებლად, როგორც კაცთმაამებლები,+ არამედ გულწრფელად, იეჰოვასადმი შიშით.+ 23  რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ,+ როგორც იეჰოვასთვის+ და არა როგორც ადამიანებისთვის, 24  რადგან იცით, რომ იეჰოვასგან+ მიიღებთ საკადრის ჯილდოდ მემკვიდრეობას.+ ემსახურეთ თქვენს ბატონს, ქრისტეს, როგორც მონებმა.+ 25  მას, ვინც არასწორად მოქმედებს, თავისი ნამოქმედარის მიხედვით მიეზღვება+ მიუკერძოებლად.+

სქოლიოები