წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კოლოსელები 2:1—23

2  მინდა, გესმოდეთ, რა დიდი ბრძოლა+ მიწევს თქვენთვის, ლაოდიკეელებისა+ და ყველასთვის, ვისაც არ უხილავს ხორციელად ჩემი სახე,  რათა ნუგეშცემული+ იყოს მათი გულები, შერწყმულნი იყვნენ სიყვარულში,+ რომ მიაღწიონ გაგების სრულ სიმდიდრეს+ და შეიძინონ საფუძვლიანი ცოდნა ღვთის წმინდა საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესახებ.+  მასში საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი.+  ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არავინ შეგაცდინოთ დამაჯერებელი მტკიცებებით.+  თუმცა ხორციელად თქვენთან არა ვარ, სულით თქვენთან ვარ;+ ვხარობ და ამავე დროს ვხედავ თქვენს წესრიგსა+ და ქრისტესადმი თქვენი რწმენის+ სიმტკიცეს.  ამიტომ, როგორც მიიღეთ უფალი ქრისტე იესო, ისე იარეთ მასთან ერთობაში,+  რადგან ფესვგადგმულნი+ ხართ მასში, შენდებით+ მასში და მტკიცდებით რწმენაში,+ როგორც გისწავლიათ, რწმენით უხვობთ მადლიერებაში.+  ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ+ ფილოსოფიითა+ და ფუჭი ცდუნებით,+ რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს+ და არა ქრისტეს,  რადგან მასშია სხეულებრივად დამკვიდრებული ღვთაებრიობის+ მთელი სისავსე.+ 10  თქვენც გაქვთ სისავსე მისი მეშვეობით, ვინც ყველა მმართველობისა და ძალაუფლების თავია.+ 11  მასთან ურთიერთობით+ თქვენც იქენით წინადაცვეთილი+ არა ხელით შესრულებული წინადაცვეთით, არამედ ხორციელი სხეულის მოშორებით,+ წინადაცვეთით, რომელიც ქრისტეს ეკუთვნის, 12  რადგან თქვენ მასთან ერთად დაიმარხეთ მის ნათლობაში+ და მასთან ურთიერთობის წყალობით აღდექით+ კიდეც მასთან ერთად ღვთის ქმედითი+ ძალის რწმენით,+ ღვთისა, რომელმაც ის მკვდრეთით აღადგინა.+ 13  თუმცა მკვდრები იყავით თქვენი შეცოდებებითა და ხორცის წინადაუცვეთელობით, ღმერთმა გაგაცოცხლათ მასთან ერთად.+ მან მთელი გულით გვაპატია ყველა შეცოდება+ 14  და წაშალა+ დადგენილებების+ ხელნაწერი საბუთი,+ რომელიც ჩვენ წინააღმდეგ+ იყო; მან ის წამების ბოძზე+ მილურსმვით+ ჩამოგვაცილა გზიდან. 15  გააშიშვლა მთავრობები+ და ძალაუფლებები და წამების ბოძის მეშვეობით მათ საზეიმო სვლაში+ წაუძღვა, რითაც სააშკარაოზე გამოიყვანა ისინი, როგორც დამარცხებულები.+ 16  ამიტომ ნურავინ გაგასამართლებთ+ საჭმლისა და სასმლის+ გამო ან დღესასწაულის,+ ახალმთვარობისა+ თუ შაბათის+ გამო, 17  რადგან ეს ყველაფერი მომავლის ჩრდილია,+ სინამდვილე+ კი — ქრისტესი.+ 18  ნუ წაგართმევთ+ ჯილდოს+ ნურავინ, ვისაც სიამოვნებს მოჩვენებითი თავმდაბლობა და ანგელოზების თაყვანისცემა, ვინც ნანახს „ეყრდნობა“, ვინც ხორციელი გონებით უმიზეზოდ არის გაყოყოჩებული 19  და არ ეჭიდება მას, ვინც არის თავი+ და ვისგანაც მთელი სხეული, სახსრებითა და იოგებით შევსებული და შერწყმული,+ იზრდება იმ ზრდით, რომელსაც ღმერთი იძლევა.+ 20  თუ თქვენ ქვეყნიერების+ პრინციპებისთვის+ მკვდრები+ ხართ ისევე, როგორც ქრისტე, რატომღა ემორჩილებით ქვეყნიერებაში მცხოვრებთა მსგავსად დადგენილებებს+ 21  „ნუ მიეკარები, გემოს ნუ გაუსინჯავ,+ ნუ შეეხები“+ 22  ნურაფერს, რასაც ხმარებისგან განადგურება ელის — რომლებიც ადამიანთა მცნებებიდან და სწავლებებიდან გამომდინარეობს?+ 23  ამ ყველაფერს მართლაც აქვს გარეგნული სიბრძნე თვითნებური თაყვანისმცემლობითა და მოჩვენებითი თავმდაბლობით, სხეულის დათრგუნვით,+ მაგრამ სრულიად უსარგებლოა ხორციელ სურვილებთან ბრძოლაში.+

სქოლიოები