არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 9:1—29

9  «მოისმინე, ისრაელო! დღეს კვეთ იორდანეს,+ რათა შეხვიდე და განდევნო შენზე დიდი და ძლიერი ხალხები+ ცამდე აწვდილი და გამაგრებული ქალაქებიდან,+  ხალხი, დიდი და მაღალი, ანაკიმთა ძეები,+ ვისაც იცნობ და ვისზეც გსმენია, ვინ დაუდგება წინ ანაკის ძეებსო.  კარგად იცი, რომ იეჰოვა, შენი ღმერთი შენზე წინ გადავა.+ შთამნთქმელი ცეცხლია იგი,+ მოსპობს+ მათ და შენ წინაშე დაიმორჩილებს. განდევნე ისინი და მაშინვე გაანადგურე, როგორც იეჰოვამ გითხრა.+  როცა იეჰოვა, შენი ღმერთი განდევნის მათ შენ წინაშე, ნუ იტყვი გულში, ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა იეჰოვამ ამ მიწის დასაუფლებლადო,+ რადგან იეჰოვა იმ ერებს ბოროტების გამო დევნის შენ წინაშე.+  მათი მიწის დასაუფლებლად შენი სიმართლის+ ან შენი გულის სიწრფელის+ გამო კი არ შედიხარ, არამედ იეჰოვა, შენი ღმერთი იმ ერებს ბოროტების გამო დევნის შენ წინაშე,+ და კიდევ იმიტომ, რომ შეასრულოს ის სიტყვა, რომელიც იეჰოვამ დაუფიცა შენს მამა-პაპას: აბრაამს,+ ისაკსა+ და იაკობს.+  იცოდე, რომ იეჰოვა, შენი ღმერთი, შენი სიმართლის გამო არ გაძლევს იმ მადლიან მიწას დასაუფლებლად, რადგან ქედმოუხრელი ხალხი ხართ.+  გახსოვდეთ და არ დაივიწყოთ, როგორ განარისხეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი უდაბნოში.+ ეგვიპტის მიწიდან გამოსვლის დღიდან ეურჩებოდით იეჰოვას ამ ადგილზე მოსვლამდე.+  ხორებშიც კი განარისხეთ იეჰოვა. განრისხდა იეჰოვა თქვენზე და კინაღამ მოგსპოთ.+  როცა მთაზე ავედი ქვის ფილების+ მისაღებად, იეჰოვას მიერ დადებული შეთანხმების ფილების მისაღებად,+ ორმოცი დღე და ორმოცი ღამე დავრჩი მთაზე,+ არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია; 10  იეჰოვამ ქვის ორი ფილა მომცა, რომლებზეც ღვთის თითით+ იყო დაწერილი ის სიტყვები, რაც იეჰოვამ შეკრების დღეს მთაზე ცეცხლის შუაგულიდან გითხრათ.+ 11  ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის ბოლოს იეჰოვამ ქვის ორი ფილა მომცა, შეთანხმების ფილები,+ 12  და მითხრა იეჰოვამ: „წადი, სწრაფად ჩადი დაბლა, რადგან შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე, უკეთურად იქცევა.+ მალე გადაუხვიეს იმ გზიდან, რომელზე სიარულიც ვუბრძანე, და ქანდაკება ჩამოისხეს“.+ 13  ასე მითხრა იეჰოვამ: „დავინახე ეს ხალხი, ქედმოუხრელი ხალხია.+ 14  მიმიშვი, რომ მოვსპო+ ისინი და ამოვშალო მათი სახელი ცისქვეშეთიდან,+ შენ კი მათზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ერად გაქციო“.+ 15  გამოვბრუნდი და ჩამოვედი მთიდან, როცა მთას ცეცხლი ეკიდა,+ შეთანხმების ორი ფილა მეჭირა ორივე ხელში.+ 16  დავინახე, რომ ცოდვა გქონდათ ჩადენილი იეჰოვას, თქვენი ღვთის წინააღმდეგ! ხბო გქონდათ ჩამოსხმული.+ მალე გადაუხვიეთ იმ გზიდან, რომელზე სიარულიც იეჰოვამ გიბრძანათ.+ 17  ავიღე და ორივე ხელით დავანარცხე ორივე ფილა და თქვენ თვალწინ დავამსხვრიე.+ 18  ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი დამხობილი იეჰოვას წინაშე, როგორც ადრე; არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია+ თქვენი ცოდვების გამო, რადგან ბოროტებას სჩადიოდით იეჰოვას თვალში მის გასანაწყენებლად.+ 19  შემეშინდა იეჰოვას დიდი რისხვის, როცა თქვენზე განრისხდა და კინაღამ მოგსპოთ;+ თუმცა მაშინაც მომისმინა იეჰოვამ.+ 20  აარონზეც ძლიერ განრისხდა იეჰოვა და კინაღამ გაანადგურა იგი;+ მაშინ აარონის გულისთვისაც შევევედრე;+ 21  ცოდვა რომ ჩაიდინეთ და ხბო+ გააკეთეთ, ცეცხლში დავწვი, დავამტვრიე, მტვრად ვაქციე და იმ ხევში გადავყარე, მთიდან რომ ეშვებოდა.+ 22  შემდეგ თაბერაში,+ მასაში,+ კიბროთ-ჰათაავაშიც+ განარისხეთ იეჰოვა.+ 23  როცა იეჰოვამ კადეშ-ბარნეადან+ გამოგიშვათ, გითხრათ: „ადით და დაეუფლეთ მიწას, რომელსაც გაძლევთ!“ თქვენ კი ეურჩეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ბრძანებას,+ არ ერწმუნეთ+ მას და არ მოუსმინეთ მის ხმას.+ 24  რაც გიცნობთ, იმ დღიდან, სულ ეურჩებით იეჰოვას.+ 25  ორმოცი დღე და ორმოცი ღამე+ ვიყავი დამხობილი იეჰოვას წინაშე; იმიტომ დავემხვე, რომ მოსპობას გიპირებდათ იეჰოვა.+ 26  შევევედრე+ იეჰოვას და ვუთხარი: უზენაესო უფალო, იეჰოვა, ნუ მოსპობ შენს ხალხს, შენს საკუთრებას,+ რომელიც შენი სიდიადით გამოისყიდე, ძლიერი ხელით+ გამოიყვანე ეგვიპტიდან.+ 27  გაიხსენე შენი მსახურები: აბრაამი, ისაკი და იაკობი.+ ნუ მიაქცევ ყურადღებას ამ ხალხის სიჯიუტეს, ბოროტებასა და ცოდვას,+ 28  რათა არ თქვან იმ მიწაზე,+ საიდანაც გამოგვიყვანე: ვერ შეძლო იეჰოვამ მათი შეყვანა იმ მიწაზე, რომლის მიცემასაც დაჰპირდა, რადგან სძულდა ისინი, და იმიტომ გამოიყვანა, რომ უდაბნოში დაეხოცაო.+ 29  მაინც შენი ხალხია და შენი საკუთრება,+ რომელიც დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით გამოიყვანე».+

სქოლიოები