წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 8:1—20

8  „ყოველი მცნება, რომელსაც დღეს გიბრძანებთ, გულდასმით დაიცავით,+ რათა იცოცხლოთ,+ გამრავლდეთ, შეხვიდეთ და დაეუფლოთ იმ მიწას, რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას დაუფიცა.+  გახსოვდეთ მთელი გზა, რომელზეც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გატარათ უდაბნოში ეს ორმოცი წელი,+ რათა თქვენთვის თავმდაბლობა ესწავლებინა,+ გამოეცადეთ+ და გაეგო, რა გქონდათ გულში,+ დაიცავდით თუ არა მის მცნებებს.  ის თავმდაბლობას გასწავლიდათ, მშივრებს+ გატარებდათ და მანანას+ გაჭმევდათ, რაც თქვენთვისაც უცხო იყო და თქვენი მამა-პაპისთვისაც, რათა გაეგებინებინა თქვენთვის, რომ კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.+  ტანსაცმელი არ გაგცვეთიათ და ფეხები არ დაგსიებიათ ეს ორმოცი წელი.+  გულით კარგად იცით, რომ როგორც კაცი არიგებს თავის შვილს, ისე გარიგებთ+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.  იეჰოვას, თქვენი ღვთის მცნებები დაიცავით: მისი გზით იარეთ+ და გეშინოდეთ მისი.+  შეგიყვანთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი მადლიან მიწაზე,+ სადაც წყალუხვი ხევებია, სადაც ველებზე+ და მთებში წყაროები და ღრმა წყლები მოედინება,  მიწაზე, სადაც ხორბალი, ქერი, ვაზი, ლეღვი და ბროწეულია,+ ზეთისხილის ზეთისა და თაფლის მიწაზე,+  მიწაზე, სადაც პურის ნაკლებობა არ გექნებათ და არაფერი მოგაკლდებათ, მიწაზე, სადაც ქვები რკინითაა სავსე და სადაც მთებში სპილენძს მოიპოვებთ. 10  როცა შეჭამთ და გაძღებით,+ აკურთხეთ+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, იმ მადლიანი მიწის გამო, რომელიც მოგცათ.+ 11  ფრთხილად იყავით, რომ არ დაივიწყოთ+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და არ მიატოვოთ მისი მცნებები, სამართალი და წესები, რომლებსაც დღეს გიბრძანებთ,+ 12  რათა, როცა შეჭამთ და გაძღებით, აიშენებთ სახლებს და იცხოვრებთ,+ 13  გაგიმრავლდებათ ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი და მთელი ქონება, 14  არ გადიდგულდეთ+ და არ დაივიწყოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან;+ 15  ვინც გამოგატარათ დიდი და საშიში უდაბნო,+ უწყლო მიწა, შხამიან გველებსა+ და მორიელებს შორის; ვინც კაჟივით მაგარი კლდიდან წყალი გადმოგიჩქეფათ;+ 16  ვინც უდაბნოში მანანით+ გკვებავდათ, რაც თქვენი მამებისთვის უცხო იყო, რათა თქვენთვის თავმდაბლობა+ ესწავლებინა და გამოეცადეთ, რომ სიკეთე გაეკეთებინა თქვენთვის მომავალში;+ 17  და არ თქვათ გულში, ჩემმა ძალამ და ჩემი ხელის ღონემ შემძინა ეს სიმდიდრეო.+ 18  გახსოვდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რადგან ის გაძლევთ ძალას სიმდიდრის შესაძენად,+ რომ შეასრულოს თავისი შეთანხმება, რომელიც თქვენს მამა-პაპას დაუფიცა, როგორც დღეს.+ 19  თუ დაივიწყებთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, სხვა ღმერთებს გაჰყვებით, დაუწყებთ მათ მსახურებასა და თაყვანისცემას, გიმოწმებთ დღეს, რომ მთლიანად ამოწყდებით.+ 20  იეჰოვა როგორც სხვა ხალხებს ანადგურებს თქვენ წინაშე, თქვენც ისე ამოგწყვეტთ, რადგან არ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას“.+

სქოლიოები