წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 6:1—25

6  «ესენია მცნებები, წესები და სამართალი, რომელთა სწავლებაც თქვენთვის იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა ბრძანა,+ რომ შეასრულოთ ისინი იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც გადადიხართ,  რათა გეშინოდეთ+ იეჰოვასი, თქვენი ღვთის, და დაიცვათ მისი წესები და მცნებები, რომლებსაც მე გიბრძანებთ, თქვენც, თქვენმა შვილებმაც და შვილიშვილებმაც,+ მთელი თქვენი სიცოცხლე, რათა დღეგრძელები იყოთ.+  მოისმინე, ისრაელო, და გულდასმით შეასრულე ისინი,+ რათა ხელი მოგემართოს+ და გამრავლდე იმ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც იეჰოვამ, შენი მამა-პაპის ღმერთმა აღგითქვა.+  მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა.+  გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით,+ მთელი სულითა+ და მთელი ძალით.+  გულში ჩაიბეჭდე სიტყვები,+ რომლებსაც დღეს გიბრძანებ;  ჩააგონე შენს ვაჟს+ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას+ და ადგომისას;  ხელზე შეიბი ნიშნად+ და შუბლზე გაიკეთე;+  დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს.+ 10  როცა შეგიყვანს იეჰოვა, შენი ღმერთი მიწაზე, რაც შენს მამა-პაპას — აბრაამს, ისაკსა და იაკობს — დაუფიცა,+ რომ მოგცემდა დიდსა და კარგ ქალაქებს, რომლებიც შენ არ აგიშენებია,+ 11  დოვლათით სავსე სახლებს, რომლებიც შენ არ აგივსია, ჭებს, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ვენახებსა და ზეთისხილის ხეებს, რომლებიც შენ არ ჩაგიყრია, შეჭამ და გაძღები,+ 12  ფრთხილად იყავი, რომ არ დაივიწყო+ იეჰოვა, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან გამოგიყვანა. 13  გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა,+ მას ემსახურე+ და მისი სახელით დაიფიცე.+ 14  არ გაჰყვე სხვა ღმერთებს, შენი მეზობელი ხალხების არც ერთ ღმერთს,+ 15  რადგან იეჰოვა, შენ შუაგულში მყოფი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი+ ღმერთია, რათა არ აენთოს შენზე იეჰოვას, შენი ღვთის რისხვა+ და არ მოგსპოს მიწის პირიდან.+ 16  არ გამოსცადოთ იეჰოვა,+ თქვენი ღმერთი, როგორც მასასთან* გამოსცადეთ.+ 17  დაიცავით იეჰოვას, თქვენი ღვთის მცნებები,+ მისი მოწმობანი+ და წესები,+ რომლებიც მან ბრძანა.+ 18  ის გააკეთეთ, რაც სწორი და კარგია იეჰოვას თვალში, რათა ხელი მოგემართოთ,+ შეხვიდეთ მადლიან მიწაზე და დაეუფლოთ მას, რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას დაუფიცა,+ 19  და განდევნა ყველა თქვენი მტერი, როგორც აღთქმული ჰქონდა იეჰოვას.+ 20  თუ გკითხავს შენი ვაჟი მომავალში,+ რას ნიშნავს ეს მოწმობანი, წესები და სამართალი, რაც იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა ბრძანაო, 21  უთხარი შენს ვაჟს: „ფარაონის მონები გავხდით ეგვიპტეში, მაგრამ იეჰოვამ ძლიერი ხელით+ გამოგვიყვანა ეგვიპტიდან. 22  ჩვენ თვალწინ+ მოუვლინა იეჰოვამ ეგვიპტეს, ფარაონსა და მთელ მის სახლეულობას დიდი და საშინელი ნიშნები და სასწაულები.+ 23  გამოგვიყვანა იქიდან, რათა აქ მოვეყვანეთ და მოეცა მიწა, რაზეც ჩვენს მამა-პაპას დაუფიცა.+ 24  გვიბრძანა იეჰოვამ ყველა ამ წესის შესრულება,+ რომ ყოველთვის გვეშინოდეს იეჰოვასი, ჩვენი ღვთისა ჩვენდა სასიკეთოდ,+ რათა ვიცოცხლოთ, როგორც დღეს.+ 25  სიმართლედ ჩაგვეთვლება,+ როცა გულდასმით შევასრულებთ ამ მცნებებს იეჰოვას, ჩვენი ღვთის წინაშე, როგორც მან გვიბრძანა“».+

სქოლიოები

იხილეთ გმ. 17:7-ის სქოლიო.