წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 5:1—33

5  მოუხმო მოსემ მთელ ისრაელს+ და მიმართა: «ისრაელო, მოისმინე წესები და სამართალი,+ რომლებსაც დღეს თქვენ გასაგონად ვამბობ; ისწავლეთ ისინი და გულდასმით შეასრულეთ.+  იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა, შეთანხმება დაგვიდო ხორებთან;+  ჩვენს მამა-პაპას კი არ დაუდო ეს შეთანხმება, ჩვენ დაგვიდო, ვინც დღეს ცოცხლები ვართ.  იეჰოვა პირისპირ გელაპარაკათ მთაზე ცეცხლის შუაგულიდან.+  მე მაშინ იეჰოვასა და თქვენ შორის ვიდექი,+ რომ იეჰოვას სიტყვა თქვენთვის გადმომეცა (რადგან ცეცხლისა გეშინოდათ და მთაზე არ ამოსულხართ).+ მან თქვა:  „მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი,+ რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან.+  არასოდეს გაიჩინო სხვა ღმერთები ჩემ გარდა.+  არ გაიკეთო არანაირი ქანდაკება+ და არაფერი იმის მსგავსი,+ რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე ან წყალში მიწის ქვემოთ.  არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო,+ რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი* ვარ,+ ვსჯი ძეებს მესამე და მეოთხე თაობამდე ჩემი მოძულე მამების დანაშაულის გამო,+ 10  მაგრამ მეათასე თაობამდე ვავლენ სიკეთეს* მათ მიმართ, ვისაც ვუყვარვარ და ვინც იცავს ჩემს მცნებებს.+ 11  არ ახსენო უღირსად შენი ღვთის, იეჰოვას სახელი,+ რადგან დაუსჯელს არ დატოვებს იეჰოვა მას, ვინც უღირსად ახსენებს მის სახელს.+ 12  დაიცავი შაბათი და წმინდა ჰყავი იგი, როგორც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გიბრძანა,+ 13  იმუშავე და ექვსი დღე აკეთე შენი საქმეები,+ 14  მეშვიდე დღე კი შენი ღვთის, იეჰოვას შაბათია.+ არანაირი საქმე არ გააკეთოთ+ არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა ხარმა, არც შენმა ვირმა, არც სხვა შინაურმა ცხოველმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენი კარიბჭის შიგნით ცხოვრობს,+ რათა შენმა მონამ და მხევალმაც შენსავით დაისვენონ.+ 15  გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის მიწაზე+ და იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გამოგიყვანა იქიდან ძლიერი ხელითა+ და გაწვდილი მკლავით. ამიტომ გიბრძანა იეჰოვამ, შენმა ღმერთმა შაბათის დაცვა.+ 16  პატივი ეცი მამას და დედას,+ როგორც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გიბრძანა, რათა დღეგრძელი იყო და ხელი მოგემართოს+ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს. 17  არ მოკლა.+ 18  არ იმრუშო.+ 19  არ მოიპარო.+ 20  არ გამოხვიდე ცრუმოწმედ შენი მოძმის წინააღმდეგ.+ 21  არ ისურვო შენი მოძმის ცოლი,+ არც შენი მოძმის სახლი, არც მისი მინდორი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი ვირი და არაფერი, რაც შენი მოძმისაა“.+ 22  ეს სიტყვები* ხმამაღლა უთხრა მთიდან იეჰოვამ მთელ კრებულს ცეცხლის შუაგულიდან,+ ღრუბლიდან და მწუხრიდან, და აღარაფერი დაუმატებია. შემდეგ ისინი ქვის ორ ფილაზე დაწერა და მომცა.+ 23  როგორც კი გაიგეთ ხმა შუაგულ სიბნელიდან, როცა მთას ცეცხლი ეკიდა,+ მოხვედით ჩემთან, თქვენი ტომების თავკაცები, თქვენი უხუცესები 24  და მითხარით: „იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა თავისი დიდება და სიდიადე გვაჩვენა და ცეცხლის შუაგულიდან+ მოვისმინეთ მისი ხმა. დღეს დავინახეთ, რომ ღმერთი შეიძლება ელაპარაკოს ადამიანს და ადამიანი ცოცხალი დარჩეს.+ 25  ახლა რატომღა უნდა დავიხოცოთ?+ რატომ უნდა გვშთანთქოს ამ დიდმა ცეცხლმა? თუ კიდევ მოვისმენთ იეჰოვას, ჩვენი ღვთის ხმას, დავიხოცებით.+ 26  ჩვენ გარდა რომელ ხორციელს მოუსმენია ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ცოცხალი ღვთის+ ხმა და ცოცხალი დარჩენილა? 27  შენ მიდი და მოისმინე, რასაც ჩვენი ღმერთი, იეჰოვა იტყვის. ყველაფერი მოგვიყევი, რასაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი გეტყვის,+ ჩვენ კი მოვისმენთ და შევასრულებთ“. 28  იეჰოვამ მოისმინა თქვენი სიტყვები, როცა მელაპარაკებოდით, და მითხრა იეჰოვამ: „მოვისმინე ამ ხალხის სიტყვები, რაც შენ გითხრეს. კარგად თქვეს.+ 29  ნეტავ ისეთი გული ჰქონდეთ, რომ ეშინოდეთ ჩემი+ და ყოველთვის იცავდნენ ჩემს მცნებებს,+ რომ მარადიულად მოემართოთ ხელი მათაც და მათ შვილებსაც.+ 30  წადი და უთხარი მათ, დაბრუნდით-თქო თქვენ-თქვენს კარვებში, 31  შენ კი ჩემთან იდექი და მე გეტყვი ყველა მცნებას, წესსა და სამართალს, რაც მათ უნდა ასწავლო+ და რაც მათ იმ მიწაზე უნდა შეასრულონ, რომელსაც დასამკვიდრებლად ვაძლევ“. 32  გულდასმით შეასრულეთ ის, რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გიბრძანათ.+ არ გადაუხვიოთ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.+ 33  იმ გზით იარეთ,+ რომელზე სიარულიც იეჰოვამ გიბრძანათ, რათა იცოცხლოთ, ხელი მოგემართოთ+ და დღეგრძელნი იყოთ იმ მიწაზე, რომელსაც დაეუფლებით».

სქოლიოები

იხილეთ გმ. 20:5-ის სქოლიო.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ანუ ბრძანებების, მცნებების სიტყვები. იხილეთ გმ. 34:28.