წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 4:1—49

4  «ისრაელო, მოისმინეთ წესები და სამართალი, რომელთა შესრულებასაც გასწავლით, რათა იცოცხლოთ,+ შეხვიდეთ და დაიმკვიდროთ მიწა, რომელსაც იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის ღმერთი გაძლევთ.  არაფერი დაუმატოთ იმ სიტყვას, რომელსაც გიბრძანებთ, და არაფერი მოაკლოთ,+ რათა დაიცვათ იეჰოვას, თქვენი ღვთის ბრძანებები, რასაც გიბრძანებთ.  თქვენი თვალით ნახეთ, რა გააკეთა იეჰოვამ ფეორის ბაალის+ გამო. ყველა, ვინც ფეორის ბაალს მიჰყვებოდა, თქვენმა ღმერთმა, იეჰოვამ მოსპო თქვენ შორის,+  თქვენ კი, ვინც თქვენს ღმერთს, იეჰოვას მიეკარით,+ ყველანი ცოცხლები ხართ დღეს.  მე გასწავლეთ წესები+ და სამართალი,+ როგორც იეჰოვამ, ჩემმა ღმერთმა მიბრძანა, რომ დაიცვათ ისინი იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.  დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ამით ხალხს დაანახვებთ, რომ სიბრძნე+ და გაგების უნარი+ გაქვთ, და იტყვიან: „ბრძენია ეს დიდი ერი და გაგებისუნარიანი“.+  რომელ დიდ ერთან+ არიან ასე ახლოს მათი ღმერთები, როგორც ჩვენთანაა იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ყოველთვის, როცა ვუხმობთ?+  რომელ დიდ ერსა აქვს იმ კანონების მსგავსი სამართლიანი წესები და სამართალი, რომელთაც მე გაძლევთ დღეს?+  ფრთხილად იყავით და გაუფრთხილდით თქვენს სულებს,+ რომ არ დაგავიწყდეთ, რაც თქვენი თვალით იხილეთ,+ არ მოიშოროთ ის გულიდან მთელი თქვენი სიცოცხლე+ და მოუყევით თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს+ 10  იმ დღის შესახებ, როცა იეჰოვას წინაშე იდექით ხორებთან,+ და როცა იეჰოვამ მითხრა: „შემიკრიბე ხალხი, რომ გავაგებინო ჩემი სიტყვები,+ რათა ისწავლონ, რომ მთელი სიცოცხლე, სანამ ცოცხლები იქნებიან იმ მიწაზე, ჩემი ეშინოდეთ,+ და ასწავლონ თავიანთ ვაჟებს“.+ 11  თქვენ მოხვედით და მთის ძირას დადექით. იწვოდა მთა, ცეცხლი ცას სწვდებოდა. სიბნელე, ღრუბელი და მწუხრი იყო ჩამოწოლილი.+ 12  ცეცხლის შუაგულიდან+ გელაპარაკებოდათ იეჰოვა. ლაპარაკის ხმა გესმოდათ, მაგრამ ვერაფერს ხედავდით,+ მხოლოდ ხმა გესმოდათ.+ 13  შეთანხმება+ დაგიდოთ და მისი დაცვა გიბრძანათ — ათი მცნება*,+ რომლებიც ქვის ორ ფილაზე+ დაწერა. 14  მაშინ იეჰოვამ მიბრძანა, რომ თქვენთვის წესები და სამართალი მესწავლებინა, რათა დაგეცვათ ისინი იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხართ.+ 15  გაუფრთხილდით თქვენს სულებს,+ რადგან იმ დღეს, როცა იეჰოვა ხორებთან ცეცხლის შუაგულიდან გელაპარაკათ, არანაირი გამოსახულება+ არ დაგინახავთ, 16  რათა უკეთურად არ მოიქცეთ+ და არ გაიკეთოთ ქანდაკება, არანაირი ნიშანი, არც კაცის და არც ქალის გამოსახულება,+ 17  არც ცხოველისა, რომელიც მიწაზე ბინადრობს,+ არც ფრინველისა, რომელიც ცაში დაფრინავს,+ 18  არც იმისა, რაც მიწაზე დახოხავს, და არც არანაირი თევზისა,+ რაც წყალშია, მიწის ქვემოთ, 19  რათა როცა ზეცისკენ აღაპყრობთ თვალს და დაინახავთ მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, ცის მთელ ლაშქარს, არ ცდუნდეთ, არ დაემხოთ მათ წინაშე და არ ემსახუროთ,+ რადგან ისინი იეჰოვამ, შენმა ღმერთმა უწილადა ცისქვეშეთში მცხოვრებ ყველა ხალხს.+ 20  თქვენ გამოგიყვანათ იეჰოვამ რკინის ღუმლიდან,+ ეგვიპტიდან, რათა მისი ხალხი გამხდარიყავით, მისი საკუთრება,+ როგორც დღესა ხართ. 21  თქვენ გამო განმირისხდა იეჰოვა+ და დაიფიცა, რომ ვერ გადავლახავდი იორდანეს და ვერ შევიდოდი მადლიან მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ.+ 22  მე ამ მიწაზე მოვკვდები.+ ვერ გადავლახავ იორდანეს, თქვენ კი გადალახავთ და დაეუფლებით იმ მადლიან მიწას. 23  ფრთხილად იყავით, რომ არ დაივიწყოთ შეთანხმება, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა დაგიდოთ,+ და არ გაიკეთოთ ქანდაკება და არაფერი იმის მსგავსი, რაზეც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გიბრძანათ;+ 24  რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი შთამნთქმელი ცეცხლია,+ განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი*.+ 25  თუ შვილები და შვილიშვილები შეგეძინებათ და დიდხანს იცხოვრებთ იმ მიწაზე, უკეთურად მოიქცევით,+ გაიკეთებთ ქანდაკებას+ ან სხვა რაიმე გამოსახულებას, ბოროტებას ჩაიდენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის თვალში+ და შეურაცხყოფთ მას, 26  ცასა და დედამიწას ვიმოწმებ თქვენ წინააღმდეგ დღეს,+ რომ მალევე მოისპობით იმ მიწიდან, რომლის დასაუფლებლადაც გადალახავთ იორდანეს. ვერ იქნებით დღეგრძელნი, რადგან მოისპობით.+ 27  ხალხებში გაგფანტავთ იეჰოვა+ და დაცოტავდებით+ ხალხებში, სადაც იეჰოვა გაგდევნით. 28  მსახურებას დაუწყებთ ადამიანის ხელით შექმნილ ღმერთებს,+ ხესა და ქვას,+ რაც ვერ ხედავს, არ ესმის, ვერ ჭამს და ვერც სუნს გრძნობს.+ 29  თუ იქ ძებნას დაუწყებთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, იპოვით კიდეც,+ რადგან მთელი გულითა და სულით დაუწყებთ მას ძებნას.+ 30  როცა ძალიან გაგიჭირდებათ და გეწევათ ეს სიტყვები იმ დღეების მიწურულს, მაშინ დაუბრუნდებით იეჰოვას, თქვენს ღმერთს+ და მოისმენთ მის ხმას.+ 31  მწყალობელი ღმერთია იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ არ მიგატოვებთ, არ მოგსპობთ და არ დაივიწყებს შეთანხმებას,+ რომელიც თქვენს მამა-პაპას ფიცით დაუდო. 32  იკითხეთ, რა მოხდა წარსულში+ თქვენამდე, იმ დღიდან მოყოლებული, როცა ღმერთმა დედამიწაზე ადამიანი შექმნა,+ ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. მომხდარა რაიმე ამაზე დიდი ან გაგონილა მსგავსი რამ?!+ 33  თქვენ გარდა თუ მოუსმენია სხვა ხალხს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღვთის ხმა და ცოცხალი დარჩენილა?!+ 34  თუ გამოუყვანია ღმერთს თავისთვის სხვა ხალხი რომელიმე ხალხიდან განსაცდელებით,+ ნიშნებით,+ სასწაულებით,+ ომით,+ ძლიერი ხელით,+ გაწვდილი მკლავითა+ და შიშის ზარით,+ რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გააკეთა ეგვიპტეში თქვენთვის თქვენ თვალწინ?! 35  ეს ყველაფერი გახილვინათ, რათა იცოდეთ, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი+ და სხვა არავინ.+ 36  ზეციდან მოისმინეთ მისი ხმა, რომ გამოესწორებინეთ; დედამიწაზე გაჩვენათ თავისი დიდი ცეცხლი და მისი სიტყვები მოისმინეთ ცეცხლის შუაგულიდან.+ 37  მაგრამ ცოცხლები დარჩით, რადგან შეიყვარა თქვენი მამა-პაპა, აირჩია მათი შთამომავლობა,+ თვალი ეჭირა თქვენზე და თავისი დიდი ძალით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან,+ 38  განდევნა თქვენგან თქვენზე დიდი და ძლიერი ხალხები, რომ შეეყვანეთ მათ მიწაზე და სამკვიდროდ მოეცა ის თქვენთვის, რაც ასეც არის.+ 39  დღეს უკვე კარგად იცით, ამიტომ გულში ჩაიბეჭდეთ, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა მიწაზე;+ სხვა არავინ არის.+ 40  დაიცავით მისი წესები+ და მცნებები, რომელთაც დღეს გიბრძანებთ, რათა ყოველთვის მოგემართოთ ხელი და დღეგრძელნი იყოთ თქვენ+ და თქვენი ვაჟები იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ».+ 41  მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანის გამოღმა მზის ამოსავლის მხარეს,+ 42  თავი რომ შეეფარებინა იქ მკვლელს, რომელსაც შემოაკვდებოდა მოძმე+ და არ ექნებოდა მის მიმართ სიძულვილი;+ ერთ-ერთ ქალაქს შეაფარებდა თავს, რომ ეცოცხლა.+ 43  ეს ქალაქები იყო: უდაბნოში ვაკე ადგილზე მდებარე ბეცერი+ — რეუბენელებისთვის, გალაადის რამოთი+ — გადელებისთვის, და ბაშანის გოლანი+ — მენაშელებისთვის.+ 44  ეს არის კანონი,+ რომელიც მოსემ დაუწესა ისრაელის ძეებს. 45  ეს არის შეხსენებები,+ წესები+ და სამართალი,+ რომლებიც მოსემ აუწყა ისრაელის ძეებს, როცა ეგვიპტიდან გამოვიდნენ, 46  იორდანის მხარეში, ველზე, ბეთ-ფეორის პირდაპირ,+ ხეშბონში+ მცხოვრები ამორეველთა მეფის, სიხონის მიწაზე, რომელიც მოსემ და ისრაელის ძეებმა დაამარცხეს ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ.+ 47  დაეუფლნენ მის მიწას და ბაშანის მეფის, ოგის+ მიწას, ამორეველთა ორივე მეფის მიწებს იორდანის მხარეში, მზის ამოსავლის მხარეს, 48  არნონის ხევის+ პირას მდებარე აროერიდან სიონის, იგივე ხერმონის მთამდე,+ 49  მთელ არაბას+ იორდანის მხარეში აღმოსავლეთით, არაბას ზღვამდე,+ ფისგას+ ფერდობების ძირას.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ათი სიტყვა.
იხილეთ გმ. 20:5-ის სქოლიო.