არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 34:1—12

34  ავიდა მოსე მოაბის უკაცრიელი ველიდან ნებოს მთაზე,+ ფისგას წვერზე,+ იერიხონის+ პირდაპირ. აჩვენა იეჰოვამ მთელი მიწა გალაადიდან დანამდე,+  მთელი ნაფთალი, ეფრემისა და მენაშეს მიწები, იუდას მთელი მიწა დასავლეთის ზღვამდე,+  ნეგები+ და იორდანის მხარე,+ იერიხონის ველი და პალმების ქალაქი+ ცოარამდე.+  უთხრა იეჰოვამ მას: „ეს ის მიწაა, რომელზეც აბრაამს, ისაკსა და იაკობს დავუფიცე, შენს შთამომავალს მივცემ-მეთქი.+ შენი თვალით დაგანახვე, მაგრამ ვერ გადახვალ იქ“.+  იქ მოკვდა იეჰოვას მსახური მოსე,+ მოაბის მიწაზე, როგორც იეჰოვამ ბრძანა.+  დამარხა ღმერთმა იგი მოაბის მიწაზე, ველზე, ბეთ-ფეორის წინ,+ და დღემდე არავინ იცის მისი საფლავი.+  ას ოცი წლისა იყო მოსე, როცა მოკვდა;+ თვალთ არ დაჰკლებია+ და ძალა არ გამოლევია.+  ოცდაათ დღეს+ იგლოვეს მოსე ისრაელის ძეებმა მოაბის უკაცრიელ ველზე და დასრულდა მოსეს გლოვისა და ტირილის დღეები.  იესო ნავეს ძე სავსე იყო სიბრძნის სულით,+ რადგან მოსემ დაადო მას ხელი.+ უსმენდნენ მას ისრაელის ძეები და ისე იქცეოდნენ, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.+ 10  აღარ ყოფილა ისრაელში მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი,+ რომელსაც პირისპირ იცნობდა იეჰოვა,+ 11  იმ ნიშნებითა და სასწაულებით, რომელთა მოსახდენადაც იეჰოვამ ეგვიპტის მიწაზე გაგზავნა იგი ფარაონის, მისი მსახურებისა და მთელი მისი მიწის წინააღმდეგ,+ 12  ძლიერი ხელითა და თავზარდამცემი საქმეებით, რაც მოსემ მოიმოქმედა მთელი ისრაელის თვალწინ.+

სქოლიოები