წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 33:1—29

33  ეს არის კურთხევა,+ რომლითაც მოსემ, ჭეშმარიტი ღვთის კაცმა,+ ისრაელის ძეები აკურთხა სიკვდილის წინ.  მან თქვა: „სინადან მოვიდა იეჰოვა+ და სეირიდან ამოუბრწყინდა მათ,+ ფარანის მთებიდან გამოანათა,+ უთვალავი წმინდა იყო მასთან+ და მეომრები ედგნენ მარჯვნივ.+   უყვარდა თავისი ხალხი.+ მათი წმინდები შენს ხელში არიან;+ ფეხებთან გისხედან ისინი+ და შენს სიტყვებს ღებულობენ.+   (მოსემ კანონი+ დაგვიდგინა, იაკობის კრებულის საკუთრება).+   იეშურუნში*+ გამეფდა იგი, როცა შეიკრიბნენ ხალხის თავკაცები,+ ისრაელის ყველა ტომი.+   იცოცხლოს რეუბენმა, ნუ მოკვდება,+ ნუ შემცირდება მისი ხალხი!“+   ასე აკურთხა იუდა+ და თქვა: „იეჰოვა, ისმინე იუდას ხმა+ და მიიყვანე ის თავის ხალხთან. მისი მკლავი მისი საკუთრებისთვის იბრძოდა. შენ იყავი მისი შემწე მტრისგან დასაცავად“.+  ლევიზე თქვა:+ „შენი თუმიმი და ურიმი*+ შენი ერთგული კაცისაა,+ ვინც მასასთან გამოსცადე,+ ვისაც ედავებოდი მერიბას წყალთან,+   იმ კაცს, თავის დედ-მამას რომ უთხრა, არ მინახავსო იგი. არც თავის ძმებს ცნობდა+ და არც თავის ვაჟებს იცნობდა, რადგან შენს სიტყვას ასრულებდნენ ისინი+ და შენს შეთანხმებას იცავდნენ.+ 10  ასწავლონ იაკობს შენი სამართალი+ და ისრაელს — შენი კანონი.+ აკმიონ საკმეველი შენი ნესტოებისთვის+ და შენს სამსხვერპლოზე მთლიანად დასაწვავი შესაწირავი შესწირონ.+ 11  აკურთხე, იეჰოვა, მისი მაცოცხლებელი ძალა+ და მოიწონე მისი ხელის ნამოქმედარი.+ თეძოები დაუმტვრიე მის მოწინააღმდეგეებს+ და მის მოძულეებს, რათა ფეხზე ვერ დადგნენ“.+ 12  ბენიამინზე თქვა:+ „იეჰოვას საფარქვეშ დამკვიდრდეს ის,+ ვინც მას უყვარს,+ მთელი დღე ის იქნება მისი მფარველი;+ დამკვიდრდეს იგი მის მხრებს შორის“.+ 13  იოსებზე თქვა:+ „კურთხეული იყოს იეჰოვასგან მისი მიწა+ ზეცის მადლით, ცვრით+ და ღრმა წყლებით დაბლა მიწაზე,+ 14  მზის ნაყოფის მადლით,+ მთვარისმიერი თვეების ნაყოფის მადლით,+ 15  აღმოსავლეთის მთების მადლით,+ სამარადისოდ მდგარი გორების მადლით, 16  მიწის მადლითა და მისი სისავსით,+ იმისი მოწონებით, ვინც ეკლიან ბუჩქში იყო დავანებული.+ გადმოვიდეს ეს ყველაფერი იოსების თავზე,+ ძმებს შორის გამორჩეულის თხემზე.+ 17  მას პირველმოგებული ხარის სიდიადე აქვს;+ მისი რქები გარეული ხარის რქებია.+ რქებით განდევნის ხალხებს,+ ყველას ერთად — დედამიწის კიდეებამდე. ისინი ეფრემის ათი ათასები არიან+ და მენაშეს ათასები“. 18  ზებულონზე თქვა:+ „ზებულონ, იხარე გასვლისას!+ იხარე, ისაქარ, შენს კარვებში!+ 19  ხალხს მთებზე მოუხმობენ და სიმართლის მსხვერპლს შესწირავენ,+ რადგან გამოწოვენ ზღვათა სიმდიდრეს+ და ქვიშაში დამალულ განძს“. 20  გადზე თქვა:+ „კურთხეულია გადის საზღვრების გამფართოებელი!+ ლომივით დამკვიდრდეს+ და გაგლიჯოს მკლავი და თხემი.+ 21  პირველ წილს თავისთვის აიღებს,+ რადგან იქ არის შემონახული წესის დამდგენის წილი.+ შეიკრიბებიან ხალხის თავკაცები; აღსრულდება იეჰოვას სიმართლე და მისი სამართალი ისრაელზე“. 22  დანზე თქვა:+ ლომის ბოკვერია დანი;+ ბაშანიდან ამოხტება.+ 23  ნაფთალზე თქვა:+ „მაძღარია ნაფთალი იეჰოვას მოწონებით და სავსეა მისი კურთხევით. დაეუფლე დასავლეთსა და სამხრეთს!“+ 24  აშერზე თქვა:+ „ვაჟებით არის კურთხეული აშერი.+ მოიწონონ იგი მისმა ძმებმა+ და ზეთში ჩადგას ფეხი.+ 25  რკინისა და სპილენძისაა შენი კარის ურდულები,+ მთელი შენი დღეები მშვიდად ივლი. 26  არავინაა იეშურუნის+ ჭეშმარიტი ღვთის მსგავსი,+ ვინც შენ საშველად ცაზეა ამხედრებული+ და ღრუბლებზე — თავისი აღმატებულებით.+ 27  თავშესაფარია ძველ დღეთა ღმერთი,+ შენ ქვემოთ მისი მარადიული მკლავებია.+ ის განდევნის შენგან შენს მტერს+ და იტყვის, მოსპეთო ისინი!+ 28  უსაფრთხოდ იცხოვრებს ისრაელი,+ თავისთვის იქნება იაკობის წყარო+ მარცვლეულისა და ახალი ღვინის ქვეყანაში;+ მისი ციდან გადმოვა ნამი.+ 29  ბედნიერი ხარ, ისრაელო!+ ვინ არის შენი მსგავსი+ ხალხი, რომელიც იეჰოვას ხსნით ხარობს?+ ის არის შენი მშველელი ფარი+ და დიდებული მახვილი.+ ფეხქვეშ გაგეგება მტერი+ და გათელავ მათ მაღლობებს“.+

სქოლიოები

იხილეთ 32:15-ის სქოლიო.
იხილეთ გმ. 28:30-ის სქოლიო.