წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 32:1—52

32  «ყური დამიგდე, ზეცავ, და მე ვილაპარაკებ! მოისმინოს მიწამ ჩემი ბაგის ნათქვამი.+  წვიმასავით წამოვა ჩემი სწავლება+ და ნამივით დაეპკურება ჩემი სიტყვა,+ როგორც ჟუჟუნა წვიმა მდელოზე+ და თქეში ბალახზე.+   გავაცხადებ იეჰოვას სახელს.+ დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს!+   კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი,+ რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა.+ ერთგული ღმერთია+ და უსამართლობა შორს არის მისგან.+ მართალი და სამართლიანია იგი.+   უკეთურად მოიქცნენ ისინი;+ არ არიან მისი შვილები, ნაკლი აქვთ.+ უსინდისო და უკუღმართი თაობაა!+   ასე ექცევით იეჰოვას,+ სულელო და უგუნურო ხალხო?!+ განა ის შენი მამა არ არის, შენი გამჩენი,+ შემქმნელი და განმამტკიცებელი?!+   გახსოვდეს ძველი დრო,+ იფიქრეთ წარსულ თაობათა განვლილ წლებზე. ჰკითხე მამაშენს და ის გეტყვის,+ მოხუცებს, და ისინი გიპასუხებენ.+   როცა უზენაესმა სამკვიდრო მისცა ერებს,+ როცა დააცალკევა ადამის ძეები,+ საზღვრები დაუდგინა ხალხებს+ ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ.+   იეჰოვას წილი მისი ხალხია,+ იაკობია მისი წილხვდომილი, რომელიც დაიმკვიდრა.+ 10  უკაცრიელ ქვეყანაში იპოვა იგი,+ სიცარიელესა და უდაბნოს ყმუილში.+ თავს ევლებოდა+ და ზრუნავდა მასზე,+ თვალისჩინივით უფრთხილდებოდა.+ 11  როგორც არწივი ასწავლის ფრენას მართვეებს, თავს დასტრიალებს მათ,+ შლის ფრთებს, აჰყავს ისინი და ფრთებით ატარებს,+ 12  იეჰოვაც ისე ატარებდა მას მარტო+ და არ ყოფილა მასთან უცხო ღმერთი.+ 13  დაჰყავდა ის დედამიწის მაღლობებზე+ და მინდვრის ნაყოფს აჭმევდა,+ კლდიდან თაფლს აწოვებდა+ და სალი კლდიდან — ზეთს;+ 14  ძროხის კარაქსა და ცხვრის რძეს აძლევდა+ ვერძის ქონთან ერთად, ბაშანურ ვერძებს და თხებს+ საუკეთესო ხორბალთან ერთად*;+ ყურძნის სისხლს სვამდი ღვინოდ.+ 15  გასუქდა იეშურუნი*+ და დაიწყო ტლინკების კვრა.+ გასუქდი, გასქელდი, გატყვერი!+ მიატოვა მან თავისი შემქმნელი ღმერთი+ და შეიძულა თავისი ხსნის კლდე.+ 16  განარისხებდნენ+ მას უცხო ღმერთებით;+ სისაძაგლეებით შეურაცხყოფდნენ;+ 17  დემონებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა ღმერთს,+ ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდნენ,+ ახალმოსულებს,+ ვისაც არ იცნობდა თქვენი მამა-პაპა. 18  დაივიწყე+ კლდე, შენი გამჩენი, აღარ გახსოვს ღმერთი, რომელმაც მშობიარობის ტკივილებით გაგაჩინა.+ 19  დაინახა ეს იეჰოვამ და აღარაფრად ჩააგდო ისინი,+ რადგან გაანაწყენეს მისმა ვაჟებმა და ასულებმა. 20  მან თქვა: დავუფარავ მათ ჩემს სახეს+ და ვნახავ, რა იქნება მათი ბოლო. უკუღმართი თაობაა,+ ძეები, რომელთაგანაც შორს არის ერთგულება.+ 21  განმარისხეს იმით, რაც ღმერთი არ არის,+ აღმაშფოთეს არაფრის მაქნისი კერპებით;+ მეც შურს აღგიძრავთ მათი მეშვეობით, ვინც ხალხი არ არის,+ უგუნური ერით შეურაცხვყოფ მათ.+ 22  ცეცხლად აენთო ჩემი რისხვა+ და სამარემდე*, ქვესკნელამდე გიზგიზებს,+ შთანთქავს დედამიწას და მის ნაყოფს,+ გადაბუგავს მთათა საძირკვლებს.+ 23  უბედურებას გავუმრავლებ მათ+ და ჩემს ისრებს დავახარჯებ.+ 24  ძალა გამოეცლებათ შიმშილით+ და შთაინთქმებიან ციებ-ცხელებითა+ და მწარე განადგურებით;+ მივუშვებ მათზე მხეცთა კბილებს+ და ქვეწარმავალთა შხამს.+ 25  გარეთ მახვილი გაწყვეტს მათ+ და შინ — შიში,+ ჭაბუკსაც და ქალწულსაც,+ ძუძუთა ბავშვსაც და ჭაღარასაც.+ 26  ვიტყოდი: „გავფანტავ მათ+ და მოვსპობ მათ სახსენებელს მოკვდავ კაცთა შორის“,+ 27  რომ არ შემშინებოდა მტრისგან განაწყენებისა,+ არასწორად რომ არ დაესკვნა მათ მტერს+ და არ ეთქვა: „ჩვენი ხელი უფრო ძლიერია,+ იეჰოვას არ მოუმოქმედებია ეს ყველაფერი“.+ 28  ჭკუადაკარგული ერია,+ შეუგნებლები არიან.+ 29  ნეტავ ბრძენნი ყოფილიყვნენ!+ მაშინ დაუფიქრდებოდნენ ამას,+ მაშინ ეცოდინებოდათ თავიანთი ბოლო.+ 30  ერთი როგორ დაედევნება ათასს და ორი როგორ განდევნის ათი ათასს,+ თუ მათმა კლდემ არ გაყიდა+ და იეჰოვამ არ დაუმორჩილა? 31  მათი კლდე არ ჰგავს ჩვენს კლდეს,+ ჩვენი მტერიც ხვდება ამას.+ 32  მათი ვაზი სოდომის ვაზია გომორას+ ზვრებიდან; შხამიანია მათი ყურძენი და მწარეა მათი მტევნები.+ 33  მათი ღვინო დიდ გველთა გესლია, კობრას საშინელი შხამი.+ 34  განა ჩემთან არ არის შენახული, ჩემს საუნჯეში დაბეჭდილი?!+ 35  ჩემია შურისძიებაც და საზღაურის მიგებაც.+ თავის დროზე წაფორხილდება მათი ფეხი,+ რადგან ახლოა მათი უბედურების დღე;+ მათთვის დაჩქარდება ეს მოვლენები.+ 36  იეჰოვა გაასამართლებს თავის ხალხს+ და შეიბრალებს თავის მსახურებს,+ რადგან დაინახავს, რომ გამოცლილი აქვთ ძალა, უმწეონი და მდაბიონი არიან. 37  იტყვის იგი: „სად არიან მათი ღმერთები,+ კლდე, სადაც თავის შეფარებას ცდილობდნენ,+ 38  ვინც მათი შესაწირავების ქონს ჭამდა+ და მათი დასაღვრელი შესაწირავიდან ღვინოს სვამდა?+ ადგნენ და დაგეხმარონ,+ აბა, დაგიფარონ!+ 39  დაინახეთ, რომ მე ვარ ის,+ და არ არიან ღმერთები ჩემ გვერდით.+ მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ;+ მე ვაყენებ ჭრილობას+ და მე ვკურნავ;+ ვერავინ გამომტაცებს ხელიდან.+ 40  ზეცისკენ ვიშვერ ხელს+ და ვამბობ: ცოცხალი ვარ მარადიულად,+ 41  თუ გავლესე ჩემი ელვარე მახვილი+ და ხელი მოვკიდე სამართალს,+ შურს ვიძიებ ჩემს მოწინააღმდეგეებზე+ და საზღაურს მივუზღავ ჩემს მოძულეებს.+ 42  ჩემს ისრებს სისხლით დავათრობ+ და ხორცს შეჭამს ჩემი მახვილი,+ დახოცილთა და ტყვეთა სისხლით და მტრის წინამძღოლთა თავებით“.+ 43  იხარეთ, ერებო, მის ხალხთან ერთად,+ რადგან თავის მსახურთა სისხლს აიღებს,+ მოწინააღმდეგეებზე შურს იძიებს+ და გამოსყიდვის წესს შეასრულებს თავისი ხალხის მიწისთვის». 44  მივიდა მოსე და ხალხის გასაგონად წარმოთქვა ამ სიმღერის სიტყვები.+ მასთან ერთად იყო ჰოშეა* ნავეს ძე.+ 45  როცა მოსემ დაასრულა ამ სიტყვების წარმოთქმა მთელი ისრაელის გასაგონად, 46  უთხრა მათ: „გულში ჩაიბეჭდეთ ეს გამაფრთხილებელი სიტყვები, რომლებსაც დღეს გეუბნებით,+ და უბრძანეთ თქვენს შვილებს, გულდასმით შეასრულონ ამ კანონის ყოველი სიტყვა.+ 47  ეს უბრალო სიტყვა არ არის,+ ეს თქვენი სიცოცხლეა!+ ამ სიტყვის წყალობით იქნებით დღეგრძელნი მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც კვეთთ იორდანეს“.+ 48  იმავე დღეს ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 49  „ადი აბარიმის მთაზე,+ ნებოს მთაზე,+ რომელიც მოაბის მიწაზეა, იერიხონის პირდაპირ, და დაინახავ ქანაანის მიწას, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ დასამკვიდრებლად.+ 50  მოკვდები იმ მთაზე, სადაც ახვალ, და შენს ხალხს შეუერთდები,+ როგორც შენი ძმა აარონი მოკვდა ჰორის მთაზე+ და შეუერთდა თავის ხალხს, 51  რადგან მეურჩეთ+ ისრაელის ძეების თვალწინ ცინის უდაბნოში, კადეშში, მერიბას წყალთან,+ ვინაიდან არ განმწმინდეთ ისრაელის ძეების თვალწინ.+ 52  შორიდან დაინახავ, მაგრამ ვერ შეხვალ იმ მიწაზე, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ხორბლის თირკმლის ქონთან ერთად.
ნიშნავს მართალს. ისრაელის საპატიო წოდება.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
ნიშნავს ხსნას, გადარჩენას. იესო ნავეს ძის სახელი.