წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 31:1—30

31  წავიდა მოსე და ამ სიტყვებით მიმართა მთელ ისრაელს:  „უკვე ას ოცი წლისა ვარ.+ ვეღარ გავალ და ვეღარ შევალ,+ რადგან იეჰოვამ მითხრა, ვერ გადაკვეთ იორდანესო.+  იეჰოვა, შენი ღმერთი გადავა შენ წინ;+ თვითონ მოსპობს ამ ერებს შენ წინაშე და შენ განდევნი მათ.+ იესო ნავეს ძე გადავა შენ წინ,+ როგორც იეჰოვამ თქვა.  იეჰოვა მათაც იმავეს დამართებს, რაც სიხონსა+ და ოგს,+ ამორეველების მეფეებსა და მათ მიწას დამართა, როცა მოსპო ისინი.+  ხელში ჩაგიგდო ისინი იეჰოვამ+ და შენც იმ მცნებების თანახმად მოექეცი მათ, რაც მე გიბრძანე.+  გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი!+ ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები მათ წინაშე,+ რადგან შენთან ერთად მოდის იეჰოვა, შენი ღმერთი. თავს არ დაგანებებს და არ მიგატოვებს“.+  მოუხმო მოსემ იესო ნავეს ძეს და მთელი ისრაელის თვალწინ უთხრა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი,+ რადგან შენ შეიყვან ამ ხალხს იმ მიწაზე, რომლის მიცემაც იეჰოვამ შენს მამა-პაპას დაუფიცა. შენ მისცემ მათ იმ მიწას სამკვიდროდ.+  იეჰოვა მიგიძღვის წინ; ის იქნება შენთან.+ თავს არ დაგანებებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები!“+  დაწერა მოსემ ეს კანონი+ და მისცა მღვდლებს, ლევის ვაჟებს,+ რომლებიც იეჰოვას შეთანხმების კიდობანს ატარებდნენ,+ და ისრაელის ყველა უხუცესს. 10  უბრძანა მათ მოსემ: „ყოველი შვიდი წლის ბოლოს, გათავისუფლების წელს,+ დანიშნულ დროს, კარვობის დღესასწაულზე,+ 11  როცა მთელი ისრაელი მივა იეჰოვას, შენი ღვთის სახის სახილველად+ იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს,+ წაიკითხე ეს კანონი მთელი ისრაელის გასაგონად.+ 12  შეკრიბე ხალხი,+ კაცები, ქალები, ბავშვები და შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრები ხიზნები, რათა მოისმინონ და ისწავლონ,+ ეშინოდეთ იეჰოვასი, შენი ღვთისა,+ და გულდასმით შეასრულონ ამ კანონის ყველა სიტყვა. 13  მოისმინონ მათმა შვილებმა, რომლებმაც არ იციან ეს,+ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ იეჰოვასი, შენი ღვთისა, მთელი სიცოცხლე, სანამ იცხოვრებ იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც იორდანეს გადაკვეთ“.+ 14  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „აი, მოახლოვდა შენი სიკვდილის დღე.+ მოუხმე იესო ნავეს ძეს და დადექით შეხვედრის კარავში, რათა დავნიშნო წინამძღოლად“.+ მივიდნენ მოსე და იესო ნავეს ძე და დადგნენ შეხვედრის კარავში.+ 15  გამოეცხადა მათ იეჰოვა კარავთან ღრუბლის სვეტში და იდგა ღრუბლის სვეტი კარვის შესასვლელთან.+ 16  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „განისვენებ შენი მამა-პაპის გვერდით,+ ეს ხალხი კი ადგება+ და გარყვნილებას ჩაიდენს იმ მიწის უცხო ღმერთებთან, სადაც მიდიან;+ ისინი მათ შორის იქნებიან; მიმატოვებენ+ და დაარღვევენ ჩემს შეთანხმებას, რომელიც მათ დავუდე.+ 17  აენთება იმ დღეს ჩემი რისხვა მათზე,+ მივატოვებ მათ+ და ჩემს სახეს დავუფარავ;+ შთაინთქმებიან ისინი, ბევრი უბედურება და გასაჭირი დაატყდებათ თავს+ და იტყვიან იმ დღეს: განა იმიტომ არ დაგვატყდა ამდენი უბედურება, რომ ჩვენი ღმერთი ჩვენთან არ არისო?!+ 18  მე კი დავუფარავ მათ ჩემს სახეს იმ დღეს ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაიდინეს, სხვა ღმერთებს რომ გაჰყვნენ.+ 19  დაწერეთ ახლა ეს სიმღერა+ და ასწავლეთ ისრაელის ძეებს.+ ბაგეზე დაუდე ეს სიმღერა მათ, რათა ის იყოს ჩემი მოწმე ისრაელის ძეების წინააღმდეგ.+ 20  მივიყვან მათ იმ მიწაზე, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას დავუფიცე,+ სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ შეჭამენ,+ გაძღებიან, დასუქდებიან+ და სხვა ღმერთებს გაჰყვებიან;+ მათ დაუწყებენ მსახურებას, მე უპატივცემულოდ მომეპყრობიან და დაარღვევენ ჩემს შეთანხმებას.+ 21  როცა ბევრი უბედურება და გასაჭირი დაატყდებათ თავს,+ ეს სიმღერა იქნება მათთვის მოწმედ; არ წაიშალოს ის მათი შთამომავლების ბაგიდან, რადგან ვიცი, რა ზრახვები+ აქვთ დღეს, სანამ იმ მიწაზე მივიყვანდე, რომლის მიცემაც დავუფიცე“. 22  დაწერა მოსემ იმ დღეს ეს სიმღერა, ისრაელის ძეებისთვის რომ ესწავლებინა.+ 23  დანიშნა იესო ნავეს ძე წინამძღოლად+ და უთხრა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი,+ რადგან შენ შეიყვან ისრაელის ძეებს იმ მიწაზე, რომლის მიცემაც დავუფიცე;+ მე ვიქნები შენთან!“ 24  როგორც კი ბოლომდე ჩაწერა წიგნში მოსემ ამ კანონის სიტყვები,+ 25  უბრძანა ლევიანებს, რომლებიც იეჰოვას შეთანხმების კიდობანს ატარებენ:+ 26  „აიღეთ ეს კანონის წიგნი+ და იეჰოვას, თქვენი ღვთის შეთანხმების კიდობნის გვერდით დადეთ;+ ის იქნება მოწმე თქვენ წინააღმდეგ,+ 27  რადგან ვიცი, როგორი ურჩნი+ და ქედმოუხრელნი+ ხართ. ჩემს სიცოცხლეში ეურჩებოდით იეჰოვას+ და ჩემი სიკვდილის მერე რაღას იზამთ?! 28  შემიკრიბეთ თქვენი ტომების უხუცესები და მთავრები,+ მათ გასაგონად ვიტყვი ამ სიტყვებს და ცასა და დედამიწას დავიმოწმებ მათ წინააღმდეგ,+ 29  რადგან კარგად ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ უკეთურად მოიქცევით+ და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელზე სიარულიც გიბრძანეთ; მომავალში უბედურება+ დაგატყდებათ თავს, რადგან ბოროტებას ჩაიდენთ იეჰოვას თვალში და შეურაცხყოფთ მას თქვენი ხელის ნამოქმედარით“.+ 30  ბოლომდე წარმოთქვა მოსემ ამ სიმღერის სიტყვები ისრაელის მთელი კრებულის გასაგონად:+

სქოლიოები