წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 28:1—68

28  „თუ მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის ხმას და გულდასმით შეასრულებ ყველა მის მცნებას, რომელსაც დღეს გიბრძანებ,+ მაშინ იეჰოვა, შენი ღმერთი დედამიწის ყველა ერზე აღმატებულს გაგხდის.+  გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევა,+ რადგან მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის ხმას:  კურთხეული იქნები შენს ქალაქში+ და კურთხეული იქნები შენს მინდორში.+  კურთხეული იქნება შენი მუცლის ნაყოფი,+ შენი მიწის ნაყოფი, შენი პირუტყვის,+ შენი საქონლისა და შენი ფარის ნაშიერი.+  კურთხეული იქნება შენი კალათა+ და ვარცლი.+  კურთხეული იქნები, როცა შეხვალ, და კურთხეული იქნები, როცა გახვალ.+  იეჰოვა დაამარცხებს შენ წინააღმდეგ გამოსულ მტერს.+ ერთი გზით გამოვლენ შენ წინააღმდეგ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.+  იეჰოვა აკურთხებს შენს ბეღლებს+ და ყველა შენს საქმეს;+ გაკურთხებს იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს.  დაგადგენს იეჰოვა თავის წმინდა ხალხად,+ როგორც დაგიფიცა,+ რადგან იცავ იეჰოვას, შენი ღვთის მცნებებს+ და მისი გზით დადიხარ. 10  დაინახავს დედამიწის ყველა ხალხი, რომ იეჰოვას სახელით იწოდები+ და შეეშინდება შენი.+ 11  უხვად გაამრავლებს იეჰოვა შენი მუცლის ნაყოფს,+ შენი შინაური ცხოველის ნაშიერსა და შენი მიწის ნაყოფს იმ მიწაზე,+ რომლის მოცემაც შენთვის იეჰოვამ შენს მამა-პაპას დაუფიცა.+ 12  გაგიხსნის იეჰოვა თავის მადლიან საუნჯეს, ზეცას, რომ თავის დროზე მოგცეს წვიმა+ და აკურთხოს შენი ხელის ნამოქმედარი;+ მრავალ ერს ასესხებ, შენ კი არავისგან ისესხებ.+ 13  იეჰოვას წყალობით თავში იქნები და არა კუდში, მაღლა იქნები+ და არა ძირს, რადგან ემორჩილები იეჰოვას, შენი ღვთის მცნებებს,+ რომელთა დაცვასა და შესრულებასაც დღეს გიბრძანებ. 14  არ გადაუხვიო არც ერთ სიტყვას, რომელსაც დღეს გიბრძანებ, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,+ რათა არ გაჰყვე სხვა ღმერთებს და არ ემსახურო.+ 15  თუ არ მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის ხმას, და გულდასმით არ დაიცავ მის მცნებებსა და წესებს, რომლებსაც დღეს გიბრძანებ, თავს დაგატყდება და გეწევა ყველა ეს წყევლა:+ 16  წყეული იქნები შენს ქალაქში+ და წყეული იქნები შენს მინდორში;+ 17  წყეული იქნება შენი კალათა+ და ვარცლი;+ 18  წყეული იქნება შენი მუცლის ნაყოფი,+ შენი მიწის ნაყოფი,+ შენი საქონლისა და შენი ფარის ნაშიერი;+ 19  წყეული იქნები, როცა შეხვალ და წყეული იქნები, როცა გახვალ.+ 20  მოგივლენს იეჰოვა წყევლას,+ შფოთს,+ სასჯელს+ ყველა შენს საქმეში, რის გაკეთებასაც დააპირებ, სანამ არ მოისპობი და დაუყოვნებლივ არ განადგურდები შენი ბოროტი საქმეების გამო, იმის გამო, რომ მიმატოვე.+ 21  ჭირს მოგაწებებს იეჰოვა, სანამ არ აღიგვები მიწიდან, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხარ.+ 22  ჭლექს,+ ციებ-ცხელებას, ანთებას, მწველ სიცხეს, მახვილს,+ ხორშაკსა+ და ჭრაქს+ დაგატეხს იეჰოვა თავს და გეწევა ეს ყველაფერი, სანამ არ დაიღუპები. 23  თქვენს თავს ზემოთ ცა სპილენძად გადაიქცევა და თქვენს ფეხქვეშ დედამიწა — რკინად;+ 24  ფერფლსა და მტვერს აწვიმებს იეჰოვა შენს მიწაზე; ციდან დაგატყდება ეს თავს, სანამ არ მოისპობი. 25  იეჰოვა დაგამარცხებს შენი მტრის წინაშე;+ ერთი გზით გახვალ მათ წინააღმდეგ და შვიდი გზით გაიქცევი მათგან; შენ შემხედვარეს დედამიწის ყველა სამეფოს თავზარი დაეცემა.+ 26  ცის ფრინველები და მინდვრის ცხოველები შეჭამენ შენს გვამს, და არავინ დააფრთხობს მათ.+ 27  ეგვიპტის ბებერებს,+ ბუასილს, კანის წყლულსა და გამონაყარს შეგყრის იეჰოვა, რისგანაც ვერ განიკურნები. 28  სიგიჟეს,+ სიბრმავესა+ და დაბნეულობას შეგყრის იეჰოვა.+ 29  ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის წყვდიადში.+ არაფერში მოგემართება ხელი; ყოველთვის მხოლოდ შენ გამოგძალავენ და გაგძარცვავენ, მხსნელი კი არ გეყოლება.+ 30  გააუპატიურებენ იმ ქალს, ვისზეც დაინიშნები;+ სახლს აიშენებ, მაგრამ ვერ იცხოვრებ მასში;+ ჩაყრი ვენახს, მაგრამ ვერ მოიწევ.+ 31  თვალწინ დაგიკლავენ ხარს, მაგრამ ვერ შეჭამ; თვალწინ წაგართმევენ ვირს და აღარ დაგიბრუნდება; შენს ცხვარს შენი მტერი ჩაიგდებს ხელში, მაგრამ მხსნელი არ გეყოლება.+ 32  შენს ვაჟებსა და ასულებს სხვა ხალხი ჩაიგდებს ხელში,+ ყურებას დაუწყებ და მოგენატრებიან ისინი, მაგრამ უძლური იქნება შენი ხელი.+ 33  შენი მიწის ნაყოფსა და შენს ნაშრომს უცხოები შეჭამენ;+ ყოველთვის გამოგძალავენ და დაჩაგრული იქნები.+ 34  შეგშლის შენი თვალით დანახული.+ 35  იეჰოვა საშინელ ბებერებს შეგყრის ორივე მუხლსა და ორივე ფეხზე, ტერფიდან თხემამდე, რისგანაც ვერ განიკურნები.+ 36  წაგიყვანს იეჰოვა+ შენთვის და შენი მამა-პაპისთვის უცნობ ერთან შენ და შენს მეფეს,+ რომელსაც დაიყენებ, და იქ დაუწყებ მსახურებას ხისა და ქვის ღმერთებს.+ 37  გაოგნდება ის ხალხი,+ ვისთანაც იეჰოვა წაგიყვანს, მათი სალაპარაკო+ და დასაცინი გახდები. 38  ბევრ თესლს გაიტან მინდორში, მაგრამ ცოტას მოიწევ,+ რადგან კალიები გაგიჩანაგებენ.+ 39  ჩაყრი ვენახს და დაამუშავებ, ღვინოს კი ვერ დალევ და ვერც ვერაფერს მოიწევ,+ რადგან მატლები შეგიჭამენ.+ 40  მთელ შენს მიწაზე ზეთისხილი გექნება, მაგრამ ზეთს ვერ იცხებ, რადგან ჩამოცვივდება ზეთისხილი.+ 41  ვაჟებსა და ასულებს გააჩენ, მაგრამ შენი არ იქნებიან, რადგან ტყვეობაში ჩაცვივდებიან.+ 42  მთელ შენს ხეებსა და მიწის ნაყოფს ზუზუნა მწერები დაესევიან. 43  შენთან მცხოვრები ხიზანი შენზე ბევრად აღმატებული იქნება, შენ კი მეტისმეტად დამდაბლდები.+ 44  ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ.+ ის თავი გახდება, შენ კი — კუდი.+ 45  შენკენ წამოვა ყველა ეს წყევლა,+ დაგედევნება და გეწევა, სანამ არ მოისპობი,+ რადგან არ მოუსმინე იეჰოვას, შენი ღვთის ხმას, რომ დაგეცვა მისი მცნებები და წესები, რომლებიც გიბრძანა.+ 46  ასე გაგრძელდება შენთვის და შენი შთამომავლობისთვის სამარადისო ნიშნად და საკვირველებად,+ 47  რადგან არ ემსახურებოდი იეჰოვას, შენს ღმერთს მხიარულებითა+ და გახარებული გულით, როცა უხვად გქონდა ყველაფერი.+ 48  შენს მტრებს დაუწყებ მსახურებას,+ რომელთაც იეჰოვა მოავლენს შენ წინააღმდეგ, როცა იქნები მშიერი,+ მწყურვალი, შიშველი და როცა არაფერი გექნება; კისერზე რკინის უღელს დაგადგამს, სანამ არ მოგსპობს.+ 49  შორეულ ხალხს აგიმხედრებს+ იეჰოვა, დედამიწის მეორე ბოლოში მცხოვრებ ხალხს, როგორც არწივი აცხრება მსხვერპლს,+ ხალხს, რომლის ენასაც ვერ გაიგებ,+ 50  პირქუშ ხალხს,+ რომელიც არ დაინდობს მოხუცს და არც ახალგაზრდას შეიბრალებს.+ 51  შეგიჭამენ პირუტყვის ნაშიერს და მიწის ნაყოფს, სანამ არ მოისპობით,+ არ დაგიტოვებენ არც მარცვლეულს, არც ახალ ღვინოს, არც ზეთს, არც შენი საქონლისა და არც შენი ფარის ნაშიერს, სანამ არ გაგანადგურებენ.+ 52  ალყაშემორტყმული იქნები შენს კარიბჭეებში, სანამ არ ჩამოიშლება შენი მაღალი და გამაგრებული კედლები, რისი იმედიც გაქვს; ალყაშემორტყმული იქნები შენს კარიბჭეებში შენს მიწაზე, რომელიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა მოგცა.+ 53  შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს,+ რომლებიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა მოგცა, რადგან შეგავიწროებს და გაჭირვებაში ჩაგაგდებს შენი მტერი. 54  თქვენ შორის განებივრებული და განცხრომაში მყოფი კაცი ბოროტი თვალით+ დაუწყებს ყურებას თავის ძმას, საყვარელ ცოლსა და დარჩენილ შვილებს, რომლებიც შერჩება, 55  და არც ერთს არ მისცემს თავისი ვაჟების ხორცს, რასაც თვითონ შეჭამს, რადგან აღარაფერი შერჩება მას, ვინაიდან შეგავიწროებს და გაჭირვებაში ჩაგაგდებს შენი მტერი შენს კარიბჭეებში.+ 56  თქვენ შორის განებივრებული და განცხრომაში მყოფი ქალი, რომელიც ნებივრობასა და განცხრომაში+ იყო და მიწაზე ფეხი არ დაუკარებია, ბოროტი თვალით დაუწყებს ყურებას თავის საყვარელ ქმარს, ვაჟსა და ასულს, 57  მომყოლსაც კი, რომელიც ფეხებს შორის გამოსდის, და თავის ვაჟებს, რომლებიც მან გააჩინა;+ ჩუმად შეჭამს მათ, რადგან არაფერი ექნება, ვინაიდან შეგავიწროებს და გაჭირვებაში ჩაგაგდებს შენი მტერი შენს კარიბჭეებში.+ 58  თუ გულდასმით არ შეასრულებ ამ კანონის ყველა სიტყვას, რომლებიც ამ წიგნშია+ ჩაწერილი, და არ გექნება შიში დიდებული+ და თავზარდამცემი+ სახელისადმი, იეჰოვასადმი,+ შენი ღვთისადმი, 59  იეჰოვაც უფრო საშინელ უბედურებას+ შეგყრით შენ და შენს შთამომავლობას, საშინელ და ხანგრძლივ ავადმყოფობას.+ 60  დაგატეხთ იგი თავს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რამაც შიში მოგგვარა, და აღარ მოგცილდება.+ 61  დაგატეხთ იეჰოვა იმ დაავადებასა და უბედურებას, რომლებიც არ ჩაწერილა ამ კანონის წიგნში, სანამ არ მოგსპობს. 62  ცის ვარსკვლავებივით ურიცხვი იყავით,+ მაგრამ ცოტანიღა დარჩებით,+ რადგან არ მოუსმინეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას. 63  როგორც მაშინ ხარობდა იეჰოვა, სიკეთეს რომ გიკეთებდათ და გამრავლებდათ,+ მაშინაც ისე გაიხარებს იეჰოვა, როცა გაგანადგურებთ და მოგსპობთ.+ აღიგვებით მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.+ 64  გაგფანტავთ იეჰოვა ხალხებს შორის, დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე,+ და იქ დაუწყებთ მსახურებას ხისა და ქვის ღმერთებს, თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის უცნობ ღმერთებს.+ 65  არც მოსვენება გექნება იმ ერებში+ და არც ფეხის დასასვენებელი ადგილი. იეჰოვა გულს აგიცახცახებს,+ თვალებს დაგიბრმავებს+ და სულს დაგიმწუხრებს. 66  შენი სიცოცხლე უდიდეს საფრთხეში იქნება, დღე და ღამე შეშინებული იქნები და არ გეცოდინება, დარჩები თუ არა ცოცხალი.+ 67  დილით იტყვი, ნეტავ საღამო იყოსო, და საღამოს იტყვი, ნეტავ დილა იყოსო, რადგან შეძრწუნებული გექნება გული და თვითონაც შეძრწუნებული იქნები შენი თვალით ნანახის გამო.+ 68  ეგვიპტეში დაგაბრუნებს იეჰოვა ხომალდებით, იმ გზით, რომელზეც გითხარი, აღარასოდეს იხილავ-მეთქი.+ მონებად და მხევლებად მოინდომებთ საკუთარი თავის მიყიდვას მტრებისთვის,+ მაგრამ არავინ იქნება მყიდველი“.

სქოლიოები