არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 25:1—19

25  «თუ კაცებს ერთმანეთში დავა ექნებათ+ და წარდგებიან სასამართლოს წინაშე,+ განსაჯონ ისინი; მართალი მართლად აღიარონ და დამნაშავე — დამნაშავედ.+  თუ დამნაშავე ცემას იმსახურებს,+ დააწვინონ იგი მსაჯულის წინაშე და იმდენჯერ დაარტყან,+ რამდენსაც დანაშაულის გამო იმსახურებს.  ორმოცჯერ დაარტყან, მეტჯერ — არა, თუ ამაზე მეტჯერ დაარტყამენ,+ დამცირდება შენი ძმა შენს თვალში.  არ აუკრა პირი მლეწავ ხარს.+  თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთ-ერთი უშვილოდ მოკვდება, იმის ცოლი, ვინც მოკვდა, უცხო კაცს არ უნდა გაჰყვეს. მისი მაზლი უნდა მივიდეს მასთან, შეირთოს ცოლად და მაზლის ვალდებულება შეუსრულოს.+  პირმშო, რომელსაც ის გააჩენს, მკვდარი ძმის სახელს აღადგენს,+ რომ არ ამოიშალოს მისი სახელი ისრაელიდან.+  თუ კაცი არ მოისურვებს თავისი ძმის ქვრივის შერთვას, მისი ძმის ქვრივი წავიდეს კარიბჭესთან, უხუცესებთან+ და უთხრას: „ჩემი ქმრის ძმა უარს ამბობს ისრაელში თავისი ძმის სახელის აღდგენაზე. არ თანხმდება, რომ შემირთოს და მაზლის ვალდებულება შემისრულოს“.  იმ ქალაქის უხუცესებმა მოუხმონ მას და ელაპარაკონ. ის უნდა დადგეს და თქვას, რომ არ სურს მისი შერთვა.+  მისი ძმის ქვრივი მივიდეს მასთან უხუცესების თვალწინ, სანდალი გახადოს,+ სახეში შეაფურთხოს+ და თქვას: „ასე ექცევიან იმ კაცს, რომელიც თავისი ძმის სახლს არ აშენებს“.+ 10  ისრაელში მასზე იტყვიან, სანდალგახდილის სახლიაო. 11  თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბებიან, მივა ერთ-ერთის ცოლი მოჩხუბრის ხელიდან ქმრის დასახსნელად და სასირცხოზე სტაცებს ხელს,+ 12  მოკვეთე მას ხელი, არ შეიბრალოს შენმა თვალმა.+ 13  არ გქონდეს ჩანთაში ორნაირი საწონი,+ დიდი და პატარა. 14  არ გქონდეს სახლში ორნაირი ეფა,+ დიდი და პატარა. 15  საწონიცა და ეფაც ზუსტი და სწორი გქონდეს, რათა დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს.+ 16  ვინც ამას აკეთებს, ვინც უსამართლობას სჩადის, ის სძულს იეჰოვას, შენს ღმერთს.+ 17  გახსოვდეთ, როგორ მოგექცათ ამალეკი, ეგვიპტიდან რომ გამოდიოდით,+ 18  როგორ დაგიხვდათ გზაზე და როგორ შეგიტიათ ზურგიდან, როცა თქვენ დაღლილ-დაქანცულები იყავით. არ ეშინოდათ მათ ღვთისა.+ 19  როცა მოგასვენებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი ირგვლივ მცხოვრები მტრებისგან იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ, დასაუფლებლად,+ ამოშალეთ ამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან;+ არ დაივიწყოთ».

სქოლიოები