წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 23:1—25

23  „სათესლეებჩაჭყლეტილი+ ან ასომოკვეთილი ვერ შევა იეჰოვას კრებულში.  ვერ შევა უკანონო+ ვაჟი იეჰოვას კრებულში; მეათე თაობამდე ვერავინ შევა იეჰოვას კრებულში.  ვერ შევა იეჰოვას კრებულში ვერც ამონელი და ვერც მოაბელი.+ მეათე თაობამდე, სამარადისოდ, ვერავინ შევა იეჰოვას კრებულში,  რადგან არ დაგეხმარნენ+ პურითა და წყლით, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით,+ და დაიქირავეს თქვენ დასაწყევლად ბალაამ ბეორის ძე შუამდინარეთის ფეთორიდან.+  არ ისურვა იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, ბალაამის მოსმენა,+ არამედ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, წყევლა კურთხევით შეგიცვალათ,+ რადგან უყვარდით იეჰოვას, თქვენს ღმერთს.+  ხელი არ შეუწყოთ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას მთელი თქვენი სიცოცხლე, სამარადისოდ.+  არ შეიძულო ედომელი, შენი ძმაა იგი.+ არ შეიძულო ეგვიპტელი, რადგან ხიზანი იყავი მის ქვეყანაში.+  მათ ძეებს მესამე თაობაში შეეძლებათ იეჰოვას კრებულში შესვლა.  როცა გახვალ და დაბანაკდები შენი მტრის წინააღმდეგ, ერიდე ყოველივე ცუდს.+ 10  თუ თქვენ შორის ვინმე გაუწმინდურდება ღამის თესლდენის გამო,+ გავიდეს ბანაკის გარეთ; არ შევიდეს ბანაკში.+ 11  წყლით დაიბანოს საღამოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში.+ 12  ადგილი გექნება ბანაკის გარეთ და იქ გადი. 13  თან გქონდეს ბარი სხვა აღჭურვილობასთან ერთად და გარეთ ჩაჯდომისას ორმო ამოთხარე და ჩაფალი შენი განავალი,+ 14  რადგან იეჰოვა, შენი ღმერთი დადის შენს ბანაკში, რომ გიხსნას+ და ხელში ჩაგიგდოს მტერი;+ წმინდა უნდა იყოს შენი ბანაკი,+ რომ უწესო არაფერი დაინახოს შენში და ზურგი არ გაქციოს.+ 15  არ გადასცე მონა თავის ბატონს, თუ მას გამოექცევა და შენთან მოვა.+ 16  შენთან იცხოვროს იმ ქალაქში, იმ ადგილზე, სადაც მოისურვებს.+ ცუდად არ მოეპყრო მას.+ 17  ისრაელის არც ერთი ასული არ გახდეს ტაძრის მეძავი,+ არც ისრაელის ძე გახდეს ტაძრის მეძავი.+ 18  არანაირი აღთქმისთვის არ შეიტანო მეძავის ქირა+ ან ძაღლის*+ საფასური იეჰოვას, შენი ღვთის სახლში, რადგან ორივე სისაძაგლეა იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის. 19  არ გამოართვა შენს ძმას სარგებელი+ არც ფულზე, არც საჭმელზე+ და არც არაფერზე, რაც შეიძლება სარგებლით გაიცეს. 20  უცხოელს+ გამოართვი სარგებელი, მაგრამ შენს ძმას არ გამოართვა,+ რათა გაკურთხოს იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, ყველა შენს საქმეში იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხარ.+ 21  თუ აღთქმას დაუდებ იეჰოვას,+ შენს ღმერთს, არ დააყოვნო მისი შესრულება,+ რადგან მოგკითხავს იეჰოვა, შენი ღმერთი, და ეს ცოდვად ჩაგეთვლება.+ 22  მაგრამ თუ აღთქმას არ დადებ, ცოდვად არ ჩაგეთვლება.+ 23  დაიცავი შენი ბაგიდან გამოსული სიტყვა+ და ისე მოიქეცი, როგორც აღუთქვი იეჰოვას, შენს ღმერთს, ნებაყოფლობით შესაწირავად, რაც შენი ბაგით აღუთქვი.+ 24  თუ შენი მოძმის ვენახში შეხვალ, იმდენი ყურძენი ჭამე, რომ სული გაიძღო, ოღონდ ჭურჭელში არ ჩაილაგო.+ 25  თუ შენი მოძმის სამკალში შეხვალ, მოგლიჯე ხელით მწიფე თავთავები, ოღონდ ნამგალი არ მოიქნიო შენი მოძმის სამკალში“.+

სქოლიოები

როგორც ჩანს, იგულისხმება პედერასტი — კაცი, რომელსაც ძირითადად ბიჭებთან აქვს სქესობრივი ურთიერთობა.