არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 22:1—30

22  «როცა დაინახავ, რომ შენი ძმის ხარს ან ცხვარს გზა აებნა, თავი არ აარიდო;+ შენს ძმას წაუყვანე.+  თუ შენი ძმა შორს არის და არ იცნობ მას, სახლში მიიყვანე და შენთან იყოს, ვიდრე შენი ძმა მოძებნიდეს, და დაუბრუნე.+  ასევე მოიქეცი, როცა დაინახავ მის ვირს, მოსასხამს ან ნებისმიერ რამეს, რაც შენს ძმას დაეკარგება და შენ იპოვი. არა გაქვს თავის არიდების უფლება.  როცა დაინახავ შენი ძმის ვირს ან ხარს, გზაზე დავარდნილს, თავი არ აარიდო, წამოაყენე.+  ქალმა არ ჩაიცვას კაცის ტანსაცმელი და კაცმა არ მოისხას ქალის მოსასხამი,+ რადგან ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას, შენს ღმერთს.  თუ გზად ჩიტის ბუდეს დაინახავ ხეზე ან მიწაზე, და დედა აზის თავის ბარტყებს+ ან კვერცხებს, არ წაიყვანო დედა ბარტყებიანად.+  ბარტყები შეგიძლია წაიყვანო, მაგრამ დედა გაუშვი, რათა ხელი მოგემართოს და დღეგრძელი იყო.+  როცა სახლს აიშენებ, ბანს+ მოაჯირიც გაუკეთე, რომ არავინ გადმოვარდეს და შენს სახლს სისხლი არ მოეკითხოს.  ერთად არ ჩაყარო ორი სხვადასხვა ჯიშის ვაზი,+ რათა ჩაყრილი ვაზის მთელი მოსავალი, რასაც ვენახში მოიწევ, საწმინდრისა არ გახდეს. 10  არ მოხნა ხარითა და ვირით ერთად.+ 11  არ ჩაიცვა ტანსაცმელი, რომელსაც შალიც ურევია და სელიც.+ 12  ტანსაცმელს, რომელსაც იცვამ, ოთხივე კიდეზე ფოჩები გაუკეთე.+ 13  თუ კაცი ცოლს მოიყვანს, დაწვება მასთან და მერე შეიძულებს,+ 14  სამარცხვინო საქმის ჩადენაში დასდებს ბრალს, სახელს გაუტეხს+ და იტყვის: ეს ქალი მოვიყვანე, დავწექი მასთან და ქალწული არ ყოფილაო,+ 15  ქალის დედ-მამამ ქალაქის კარიბჭესთან მიუტანოს უხუცესებს ქალის ქალწულობის ნიშანი+ 16  და უთხრას ქალის მამამ უხუცესებს: „ჩემი ასული ცოლად მივათხოვე ამ კაცს, მან კი შეიძულა+ 17  და სამარცხვინო საქმის ჩადენაში სდებს ბრალს;+ ამბობს, შენი ასული ქალწული არ არისო.+ აი ჩემი ასულის ქალწულობის ნიშანი“. და გაშალონ მათ მოსასხამი ქალაქის უხუცესების წინ. 18  წაიყვანონ უხუცესებმა+ ის კაცი და დასაჯონ.+ 19  დააჯარიმონ ასი შეკელი ვერცხლით და ქალის მამას მისცენ, რადგან სახელი გაუტეხა ისრაელის ქალწულს;+ და იყოს ის მისი ცოლი. ის კაცი ვერასოდეს გაეყრება მას. 20  თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება და ქალი არ იქნება ქალწული,+ 21  გაიყვანონ მამამისის სახლის შესასვლელთან და ჩაქოლონ იგი იმ ქალაქის კაცებმა; ის უნდა მოკვდეს, რადგან იმეძავა მამამისის სახლში და სამარცხვინო საქციელი+ ჩაიდინა ისრაელში.+ ამოძირკვე შენგან ბოროტება.+ 22  თუ კაცს სხვის ცოლთან მწოლიარეს წაასწრებენ,+ ორივე უნდა მოკვდეს, კაციც, რომელიც ქალთან იწვა, და ქალიც.+ ამოძირკვე ბოროტება ისრაელიდან.+ 23  თუ კაცი დანიშნულ ქალწულს+ ნახავს ქალაქში და დაწვება მასთან,+ 24  გაიყვანეთ ორივე ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლეთ; ორივე უნდა მოკვდეს, ქალი იმიტომ, რომ არ იყვირა ქალაქში, კაცი კი იმიტომ, რომ თავისი მოძმის ცოლი შეურაცხყო.+ ამოძირკვე შენგან ბოროტება.+ 25  თუ კაცი მინდორში ნახავს დანიშნულ ქალს, სტაცებს ხელს და დაწვება მასთან, ის კაცი, რომელიც დაწვა მასთან, უნდა მოკვდეს, 26  ქალს კი არაფერი დაუშავოთ; ქალს არ ჩაუდენია სასიკვდილო ცოდვა, რადგან ეს იგივეა, კაცი რომ თავის მოძმეს დაესხას თავს+ და მოკლას ის სული. 27  მინდორში ნახა იმ კაცმა ქალი. დანიშნული ქალი ყვიროდა, მაგრამ მშველელი არავინ იყო. 28  თუ კაცი ქალწულს ნახავს, რომელიც დანიშნული არ იქნება, სტაცებს ხელს და დაწვება მასთან+ და წაასწრებენ,+ 29  კაცმა, რომელიც ქალთან დაწვა, ქალის მამას ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი უნდა მისცეს+ და ის მისი ცოლი გახდება, რადგან დაამცირა იგი. ის კაცი ვერასოდეს გაეყრება მას.+ 30  არავინ მოიყვანოს მამამისის ცოლი, რათა მამამისს ტანსაცმლის კალთა არ აუწიოს».+

სქოლიოები