წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 21:1—23

21  «თუ მკვდარს იპოვიან მინდორში იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს დასაუფლებლად, და არავის ეცოდინება, ვინ მოკლა,+  გავიდნენ უხუცესები და მსაჯულები+ და გაზომონ მანძილი მოკლულის გარშემო მდებარე ქალაქებამდე.  მოკლულთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქის უხუცესებმა გამოარჩიონ უღელდაუდგმელი დეკეული, რომელსაც არ უმუშავია;  ჩაიყვანონ ის დეკეული იმ ქალაქის უხუცესებმა ხევში, სადაც წყალი მოედინება, სადაც მიწა არ დამუშავებულა და თესლი არ დათესილა, და იქ გადაუმტვრიონ კისერი დეკეულს.+  მივიდნენ მღვდლები, ლევის ძეები, რომლებიც იეჰოვას, შენს ღმერთს ჰყავს ამორჩეული, რომ მას ემსახურონ+ და იეჰოვას სახელით წარმოთქვან კურთხევები;+ მათი პირით უნდა მოგვარდეს ყოველი დავა ნებისმიერი ძალადობის გამო.+  შემდეგ მოკლულთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქის უხუცესებმა ხევში ხელი დაიბანონ+ კისერგადამტვრეულ დეკეულზე  და თქვან: „ჩვენი ხელით არ დაღვრილა ეს სისხლი და არც ჩვენი თვალით გვინახავს, როგორ დაიღვარა.+  იეჰოვა, ნუ მოსთხოვ პასუხს ისრაელს, შენს ხალხს, რომელიც შენ გამოისყიდე,+ და ნუ დააკისრებ შენს ხალხს, ისრაელს, უდანაშაულო სისხლის ღვრით+ გამოწვეულ დანაშაულს“, და არ მოეთხოვებათ მათ პასუხი სისხლის ღვრაზე.  აღმოფხვრი შენგან უდანაშაულო სისხლის ღვრით გამოწვეულ დანაშაულს,+ რადგან იმას გააკეთებ, რაც სწორია იეჰოვას თვალში.+ 10  თუ გახვალ შენი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად და იეჰოვა ჩაგიგდებს მათ ხელში,+ წამოიყვან ტყვეებს,+ 11  დაინახავ ტყვეებს შორის ლამაზ ქალს, შეიყვარებ+ და ცოლად შეირთავ, 12  მიიყვანე შენს სახლში. ქალმა თავი გადაიპარსოს+ და ფრჩხილები დაიჭრას, 13  გაიხადოს ტყვეობის ტანსაცმელი და იცხოვროს შენს სახლში. მთელი მთვარისმიერი თვე+ გამოიტიროს დედ-მამა და მერე დაწექი მასთან. შეირთავ მას და იქნება ის შენი ცოლი. 14  თუ აღარ მოგეწონება, გაუშვი,+ როგორც მისი სული მოისურვებს, ოღონდ არ გაყიდო. ულმობლად+ არ მოექცე მას შემდეგ, რაც დაამცირე. 15  თუ კაცს ორი ცოლი ჰყავს, ერთი უყვარს და მეორე სძულს, და ისინი, საყვარელიც და საძულველიც, გაუჩენენ ვაჟებს, პირმშო კი საძულველისგან შეეძინება,+ 16  როცა დაუნაწილებს თავის ვაჟებს მემკვიდრეობას, მას არ ექნება უფლება, პირმშოობა საყვარელი ცოლის ვაჟს მიანიჭოს საძულველი ცოლის ვაჟის ნაცვლად.+ 17  მან პირმშოდ საძულველი ცოლის ვაჟი უნდა სცნოს და ორმაგი წილი უნდა მისცეს ყველაფრიდან,+ რაც აქვს, რადგან ის არის მისი წარმომქმნელი ძალის საწყისი.+ მას ეკუთვნის პირმშოობა.+ 18  თუ კაცს ჰყავს ჯიუტი და ურჩი ძე,+ რომელიც არ უსმენს არც მამის და არც დედის ხმას,+ ისინი შეეცადნენ მის გამოსწორებას, მაგრამ მან არ მოუსმინა მათ,+ 19  მოჰკიდოს დედ-მამამ ხელი და მიუყვანონ მისი ქალაქის უხუცესებს მისი საცხოვრებელი ადგილის კარიბჭესთან.+ 20  უთხრან მისი ქალაქის უხუცესებს: „ჩვენი ვაჟი ჯიუტი და ურჩია, არ გვიჯერებს,+ ღორმუცელა+ და ლოთია“.+ 21  ჩაქოლონ იგი მისი ქალაქის უხუცესებმა; ის უნდა მოკვდეს. ამოძირკვე შენგან ბოროტება; გაიგებს მთელი ისრაელი და შეეშინდება.+ 22  თუ კაცმა ისეთი ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც სიკვდილს იმსახურებს, და მოკლავენ+ და ძელზე ჩამოჰკიდებენ,+ 23  გვამი არ უნდა დარჩეს ძელზე მთელი ღამე,+ იმ დღესვე დამარხე, რადგან ძელზე დაკიდებული ღვთისგან არის დაწყევლილი.+ არ წაბილწო შენი მიწა, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს სამკვიდროდ».+

სქოლიოები