წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 20:1—20

20  «თუ გახვალ მტერთან საბრძოლველად და დაინახავ ცხენებს, საომარ ეტლებსა+ და შენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთან არის იეჰოვა, შენი ღმერთი,+ რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანა.+  ბრძოლის დაწყების წინ მივიდეს მღვდელი ხალხთან და მიმართოს მათ,+  უთხრას: „მოისმინე, ისრაელო! დღეს შეებრძოლებით თქვენს მტერს. ნუ შეგიკრთებათ გული,+ ნუ შეგეშინდებათ, თავზარი ნუ დაგეცემათ და კანკალი ნუ აგიტანთ,+  რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი თქვენთან ერთად მოდის თქვენს მტერთან საბრძოლველად, რათა გადაგარჩინოთ“.+  მთავრებმაც+ უთხრან ხალხს: „ვინ აიშენა სახლი და არ უზეიმია? წავიდეს, დაბრუნდეს სახლში, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და მის მაგივრად სხვამ არ გამართოს ზეიმი.+  ვინ ჩაყარა ვენახი და ჯერ არ აუღია მოსავალი? წავიდეს, დაბრუნდეს სახლში, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ აიღოს მოსავალი.+  ვინ დანიშნა ქალი, მაგრამ ჯერ არ მოუყვანია? წავიდეს, დაბრუნდეს სახლში,+ რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და ქალი სხვამ არ წაიყვანოს“.  უთხრან მთავრებმა ხალხს: „ვის ეშინია და ვინ არის მხდალი?+ წავიდეს, დაბრუნდეს სახლში, რათა თავის ძმებსაც არ შეუკრთოს გული თავისი გულივით“.+  როცა დაამთავრებენ მთავრები ხალხთან ლაპარაკს, ხალხს სათავეში ლაშქრების მეთაურები ჩაუყენონ. 10  როცა ქალაქს მიადგები საბრძოლველად, ზავის პირობები გამოუცხადე.+ 11  თუ მშვიდობით გიპასუხებს და შეგიშვებს, იქ მყოფი მთელი ხალხი მონებად გყავდეს და გემსახუროს.+ 12  თუ არ დაგიზავდება+ და ომს გაგიმართავს, ალყა შემოარტყი, 13  ხელში ჩაგიგდებს მას იეჰოვა, შენი ღმერთი, და მახვილით ამოხოცე ყველა მამაკაცი;+ 14  ოღონდ ქალები, ბავშვები,+ შინაური ცხოველები+ და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება, მთელი ნადავლი, დაიტაცე.+ ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა ჩაგიგდო ხელში.+ 15  ასე უყავი შენგან დაშორებულ ქალაქებს, რომლებიც იმ ხალხისა არ არის; 16  ოღონდ იმ ხალხთა ქალაქებში, რომლებსაც იეჰოვა, შენი ღმერთი სამკვიდროდ გაძლევს, ცოცხალი არ დატოვო არც ერთი მსუნთქავი არსება;+ 17  გაანადგურე ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზელები, ხიველები და იებუსელები,+ როგორც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გიბრძანა, 18  რომ არ გასწავლონ ყველა იმ სისაძაგლის კეთება, რასაც თავიანთ ღმერთებს უკეთებენ, და არ შესცოდოთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს.+ 19  თუ ბრძოლის დროს ქალაქი დასაპყრობად დიდხანს გეყოლება ალყაში, არ გაანადგურო მისი ხეები, ცული არ მოუღერო, რადგან იმ ხეებიდან უნდა ჭამო; არ მოჭრა.+ მინდორში მდგარი ხე ადამიანი ხომ არ არის, ალყაში რომ მოაქციო?! 20  მხოლოდ ის ხე გაანადგურე, რომელიც საჭმელ ნაყოფს არ ისხამს, მოჭერი ის და ააშენე სიმაგრე+ იმ ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გებრძვის, ვიდრე არ დაეცემა».

სქოლიოები