წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 19:1—21

19  «როცა მოჰკვეთს იეჰოვა, შენი ღმერთი იმ ხალხებს,+ რომელთა მიწასაც შენ გაძლევს იეჰოვა, შენი ღმერთი, განდევნი მათ და იცხოვრებ მათ ქალაქებსა და სახლებში,+  გამოყავი სამი ქალაქი შენს მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს დასაუფლებლად.+  შეაკეთე გზები და სამ ნაწილად დაყავი მიწა, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს დასაუფლებლად, და იქ გაიქცეს ყველა მკვლელი.+  მკვლელი იქ საცხოვრებლად მაშინ უნდა გაიქცეს, როცა: ვინმე თავის მოძმეს შემთხვევით მოკლავს, თუმცა არ სძულებია იგი;+  ან თუ ვინმე თავის მოძმესთან ერთად ტყეში წავა შეშის მოსატანად, აღმართავს ცულს ხის მოსაჭრელად, გასძვრება ცული ტარს,+ მოხვდება მის მოძმეს და მოკლავს. ის ერთ-ერთ იმ ქალაქში უნდა გაიქცეს და იქ იცხოვროს,+  რომ არ დაედევნოს სისხლის ამღები+ მკვლელს ცხელ გულზე და არ დაეწიოს, რადგან გზა დიდია. შეიძლება სასიკვდილოდ დაჰკრას მას*, თუმცა მას სასიკვდილო განაჩენი არ დაუმსახურებია,+ რადგან არ სძულებია იგი.  ამიტომ გიბრძანებ: „სამი ქალაქი გამოყავი“.+  თუ გააფართოებს იეჰოვა, შენი ღმერთი, შენს მიწას, როგორც შენს მამა-პაპას დაუფიცა,+ და მოგცემს მთელ მიწას, რომლის მიცემაც შენს მამა-პაპას აღუთქვა,+  რადგან დაიცავ იმ მცნებებს, რომელთა შესრულებასაც დღეს გიბრძანებ, რომ გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, და ყოველთვის მისი გზით იარო,+ იმ სამს კიდევ სამი ქალაქი დაუმატე,+ 10  რათა უდანაშაულო სისხლი+ არ დაიღვაროს შენს მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს მემკვიდრეობად, და არ გახდე დამნაშავე სისხლის ღვრაში.+ 11  მაგრამ თუ კაცს სძულს თავისი მოძმე,+ ჩაუსაფრდება, წინ გადაუდგება, დაჰკრავს მას, მოკლავს+ და გაიქცევა ერთ-ერთ იმ ქალაქში, 12  გამოაყვანინონ იქიდან იმ ქალაქის უხუცესებმა და ხელში გადასცენ სისხლის ამღებს; ის უნდა მოკვდეს.+ 13  არ შეებრალოს შენს თვალს იგი;+ ამოძირკვე ისრაელიდან უდანაშაულო სისხლის ღვრით გამოწვეული დანაშაული,+ რათა ხელი მოგემართოს. 14  არ გადაუწიო შენს მოძმეს შენი წინაპრების მიერ დადგენილი მიჯნა,+ რასაც მემკვიდრეობად მიიღებ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს დასაუფლებლად. 15  როცა კაცი დანაშაულს ან ცოდვას ჩაიდენს,+ მის წინააღმდეგ ერთი მოწმე არ უნდა გამოვიდეს; ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს საქმე.+ 16  თუ ცუდის განმზრახველი მოწმედ გამოვა ვინმეს წინააღმდეგ ურჩობაში ბრალის დასადებად,+ 17  წარდგეს ის ორი მოდავე კაცი იეჰოვას წინაშე, მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე, რომლებიც იმ დროს იქნებიან.+ 18  მსაჯულებმა გულდასმით გამოიკვლიონ საქმე+ და თუ ის ცრუმოწმე აღმოჩნდება, ცრუდ სდებს ბრალს თავის ძმას, 19  თქვენც ის გაუკეთეთ, რაც მან განიზრახა თავისი ძმისთვის;+ ამოძირკვე შენგან ბოროტება.+ 20  ვინც დარჩება, გაიგებს, შეეშინდება და მსგავს ბოროტებას აღარ ჩაიდენს თქვენ შორის.+ 21  ნუ შეიბრალებს მას შენი თვალი+ — სულის სანაცვლოდ სული, თვალის სანაცვლოდ თვალი, კბილის სანაცვლოდ კბილი, ხელის სანაცვლოდ ხელი, ფეხის სანაცვლოდ ფეხი».+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მის სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.