არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 18:1—22

18  «მღვდლებს, ლევიანებს, ლევის მთელ ტომს, არც წილი და არც სამკვიდრო არ უნდა ჰქონდეთ ისრაელში.+ იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, მისი წილი უნდა ჭამონ.+  არ უნდა ჰქონდეს მას სამკვიდრო თავის ძმებს შორის. იეჰოვაა მისი სამკვიდრო,+ როგორც უთხრა კიდეც მას.  აი რა ეკუთვნით მღვდლებს ხალხისგან, იმათგან, ვინც სწირავს მსხვერპლს, ხარს ან ცხვარს — შემწირველმა მღვდელს უნდა მისცეს ბეჭი, ყბა და კუჭი;  მიეცი მას მარცვლეულის, ახალი ღვინისა და ზეთის პირველი ნაყოფი და შენი ფარის პირველი მატყლი.+  ის ამოირჩია იეჰოვამ, შენმა ღმერთმა ყველა შენი ტომიდან, რათა ყოველთვის იდგნენ და იმსახურონ იეჰოვას სახელით, მან და მისმა ვაჟებმა.+  თუ გავა ლევიანი ისრაელის რომელიმე ქალაქიდან, სადაც ცხოვრობდა,+ და თავისი სულის სურვილით მივა იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს,+  იმსახუროს იეჰოვას, შენი ღვთის სახელით თავისი ძმების, ლევიანების მსგავსად, რომლებიც იეჰოვას წინაშე დგანან.+  თანაბარი წილი ჭამოს+ იმის გარდა, რასაც მამაპაპეული ქონების გაყიდვით მიიღებს.  როცა შეხვალ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს, არ ისწავლო იმ ხალხებისგან სისაძაგლის კეთება.+ 10  არ იყოს შენში თავისი ვაჟის ან ასულის ცეცხლში გამტარებელი,+ არც მკითხავი,+ არც ჯადოქარი,+ მისანი,+ არც გრძნეული,+ 11  არც ჯადოს გამკეთებელი,+ არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს+ ან მარჩიელს,+ და არც მკვდართა გამომკითხველი.+ 12  ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას და ამ სისაძაგლეთა გამო დევნის მათ შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი.+ 13  უბიწო იყავი იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე.+ 14  ის ხალხები, რომლებსაც შენ განდევნი, ჯადოქრებსა+ და მკითხავებს უსმენენ;+ შენთვის კი ამის უფლება არ მოუცია იეჰოვას, შენს ღმერთს.+ 15  იეჰოვა, შენი ღმერთი შენგან, შენი ძმებიდან, მოგივლენს ჩემნაირ წინასწარმეტყველს — მას უსმინეთ+ 16  იმაზე პასუხად, რაც იეჰოვას, შენს ღმერთს სთხოვე ხორებთან შეკრების დღეს,+ ნუღარ მომასმენინებ იეჰოვას, ჩემი ღვთის ხმას, და ნუღარ დამანახვებ ამ დიდებულ ცეცხლს, რომ არ მოვკვდეო.+ 17  იეჰოვამ მითხრა: „კარგი გააკეთეს, ეს რომ თქვეს.+ 18  მოვუვლენ მათ შენნაირ წინასწარმეტყველს თავიანთი ძმებიდან,+ ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს+ და იმას ილაპარაკებს, რასაც ვუბრძანებ.+ 19  ვინც არ მოუსმენს ჩემს სიტყვებს, რომლებსაც ის ჩემი სახელით ილაპარაკებს, მე თვითონ მოვკითხავ პასუხს.+ 20  მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გაბედავს იმის თქმას, რაც მე არ მექნება ნაბრძანები+ ან სხვა ღმერთების სახელით ილაპარაკებს,+ ის წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს.+ 21  თუ იკითხავ შენს გულში, საიდან გავიგო, რომ ეს სიტყვა იეჰოვას არ უთქვამსო?+ 22  თუ წინასწარმეტყველი იეჰოვას სახელით ილაპარაკებს და ნათქვამი სიტყვა არ ასრულდება, არ ახდება, იეჰოვას არ უთქვამს ის სიტყვა. კადნიერებით ულაპარაკია იმ წინასწარმეტყველს.+ არ შეგეშინდეს მისი“».+

სქოლიოები