არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 17:1—20

17  „არ შესწირო იეჰოვას, შენს ღმერთს ხარი ან ცხვარი, რომელსაც ნაკლი აქვს ან რაიმე სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის.+  თუ ერთ-ერთ იმ ქალაქში, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს, ვინმე, ქალი ან კაცი, ბოროტებას ჩაიდენს იეჰოვას, შენი ღვთის თვალში და დაარღვევს მის შეთანხმებას,+  წავა და თაყვანს სცემს სხვა ღმერთებს, დაემხობა მათ წინაშე ან მზის, მთვარის ან ციური მხედრობის წინაშე,+ რაც არ მიბრძანებია,+  შენ კი გაიგებ, მოისმენ, საგულდაგულოდ გამოიკვლევ და ეს სიმართლე აღმოჩნდება,+ სისაძაგლე მომხდარა ისრაელში!  კაცი იქნება თუ ქალი, ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა, გაიყვანე კარიბჭეებთან და ჩაქოლე, გინდ კაცი იყოს, გინდ ქალი; ის უნდა მოკვდეს.+  ორი ან სამი მოწმის ჩვენებით*+ მოკვდეს. ერთი მოწმის ჩვენებით არ უნდა მოკვდეს.+  ჯერ მოწმეებმა აღმართონ ხელი მის მოსაკლავად და მერე დანარჩენმა ხალხმა;+ ამოძირკვე ბოროტება შენგან.+  თუ შენი კარიბჭის შიგნით რაიმე საქმე განსასჯელად მეტისმეტად რთული იქნება შენთვის,+ ისეთი საქმე, რომელიც სისხლის ღვრას უკავშირდება,+ და საჩივარიც წარდგენილია,+ ან ძალადობას ეხება, სადავო საქმეა,+ ადექი და წადი იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს;+  მიდი მღვდლებთან,+ ლევიანებთან და მსაჯულთან,+ ვინც იმ დროს იქნება, ჰკითხე და ისინი გამოგიცხადებენ სამართალს.+ 10  რასაც ისინი გეტყვიან იეჰოვას მიერ ამორჩეულ ადგილზე, შენც ისე მოიქეცი. რასაც ისინი მოგითითებენ, ყველაფერი გულდასმით გააკეთე. 11  იმ კანონის თანახმად მოიქეცი, რომელზეც მოგითითებენ, და იმ სამართლის თანახმად, რომელსაც გამოგიცხადებენ.+ არ გადაუხვიო მათ ნათქვამ სიტყვას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.+ 12  ვინც გაკადნიერდება და არ მოუსმენს მღვდელს, რომელიც იმისთვის არის დაყენებული, რომ იეჰოვას, შენს ღმერთს ემსახუროს, ან მსაჯულს,+ უნდა მოკვდეს.+ ამოძირკვე ბოროტება ისრაელიდან.+ 13  გაიგებს ხალხი, შეეშინდებათ+ და კადნიერად აღარ მოიქცევიან. 14  როცა შეხვალ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს, დაეუფლები მას და იცხოვრებ+ და იტყვი, დავისვამ მეფეს მეზობელი ერების მსგავსადო,+ 15  მხოლოდ ის მეფე დაისვი, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოარჩევს.+ შენი ძმებიდან დაისვი მეფე; უფლება არა გაქვს, უცხოელი დაისვა, ვინც არ არის შენი ძმა. 16  ოღონდ არ მოამრავლოს ცხენები+ და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტეში ცხენების მოსამრავლებლად,+ რადგან იეჰოვამ გითხრათ, აღარასოდეს დაბრუნდეთო ამ გზით. 17  არც ბევრი ცოლი იყოლიოს, რათა არ ცდუნდეს მისი გული;+ არც დიდძალი ოქრო-ვერცხლი დაიგროვოს.+ 18  როცა სამეფო ტახტზე დაჯდება, გადაიწეროს ეს კანონი მღვდლებისგან, ლევიანებისგან.+ 19  თან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე,+ რათა ისწავლოს იეჰოვას, თავისი ღვთის შიში და დაიცვას და შეასრულოს ამ კანონის ყველა სიტყვა და ეს წესები,+ 20  რომ არ გაუდიდგულდეს თავის ძმებს+ და არ გადაუხვიოს მცნებიდან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,+ რათა დღეგრძელი იყოს ისრაელში, თავის სამეფოში,+ ისიც და მისი ვაჟებიც“.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — პირით.