წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 14:1—29

14  „თქვენ იეჰოვას, თქვენი ღვთის შვილები ხართ.+ არ დაისეროთ+ სხეული და არ მოიპარსოთ წარბები*+ მკვდრის გამო.  წმინდა ხალხი ხართ+ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის. თქვენ ამოგირჩიათ იეჰოვამ, რომ მისი ხალხი ყოფილიყავით, გამორჩეული საკუთრება+ დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ხალხებს შორის.  არ ჭამოთ არანაირი სისაძაგლე.+  აი რომელი ცხოველი გეჭმებათ:+ ხარი, ცხვარი, თხა,  ირემი, ქურციკი, შველი,+ გარეული თხა, ანტილოპა, გარეული ცხვარი და არჩვი;  ყველა ცხოველი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი და იცოხნის,+ გეჭმებათ.  ოღონდ მცოხნელთა და ჩლიქგაყოფილთაგან არ ჭამოთ: აქლემი,+ კურდღელი+ და დამანი,+ რადგან ისინი იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაყოფილი. ისინი უწმინდურია თქვენთვის.  არც ღორი+ ჭამოთ, რადგან ჩლიქი გაყოფილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის. ის უწმინდურია თქვენთვის. არც ერთი მათგანის ხორცი არ ჭამოთ და მათ ლეშს არ გაეკაროთ.+  წყლის ბინადართაგან გეჭმებათ ყველაფერი, რასაც ფარფლი და ქერცლი აქვს.+ 10  რასაც ფარფლი და ქერცლი არა აქვს, არ ჭამოთ.+ უწმინდურია თქვენთვის. 11  ნებისმიერი წმინდა ფრინველი გეჭმებათ. 12  არ გეჭმებათ: არწივი, ფსოვი, შავი სვავი,+ 13  ბორა, შავი ძერა+ და ძერა მისი გვარისდა მიხედვით; 14  არც ერთი ყორანი+ მისი გვარისდა მიხედვით; 15  სირაქლემა,+ ბუ, თოლია და შევარდენი მისი გვარისდა მიხედვით; 16  ჭოტი, ბუკიოტი,+ გედი, 17  ვარხვი,+ სვავი, ჩვამა, 18  ყარყატი და ყანჩა მისი გვარისდა მიხედვით; ოფოფი და ღამურა.+ 19  ყოველი ფრთიანი მოფუთფუთე არსება უწმინდურია თქვენთვის.+ მათი ჭამა არ შეიძლება. 20  ნებისმიერი წმინდა ფრინველი გეჭმებათ. 21  არ ჭამოთ არანაირი მკვდარი ცხოველი.+ შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრებ ხიზანს მიეცი, მან ჭამოს; შეგიძლია უცხოელს მიჰყიდო, რადგან თქვენ წმინდა ხალხი ხართ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის. არ მოხარშო თიკანი თავისი დედის რძეში.+ 22  გაიღე მეათედი მთელი შენი დათესილი თესლის მოსავლიდან, რომელიც ყოველწლიურად მოდის ყანაში.+ 23  ჭამე შენი მარცვლეულის, ახალი ღვინისა და ზეთის მეათედი+ და შენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებულები+ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად, რათა ისწავლო, რომ ყოველთვის გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა.+ 24  თუ შორი გზა გექნება გასავლელი+ და ვერ ატარებ მას, რადგან ადგილი, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს თავისი სახელის დასავანებლად,+ მეტისმეტად შორს იქნება შენთვის (რადგან გაკურთხებს იეჰოვა, შენი ღმერთი),+ 25  ფულზე გადაცვალე, ხელთ გქონდეს ფული და წადი იმ ადგილას, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს; 26  იყიდე იმ ფულით ის, რასაც შენი სული მოისურვებს:+ ცხვარ-ძროხა, თხა, ღვინო, სხვა მათრობელი სასმელი+ და ნებისმიერი რამ, რასაც შენი სული მოგთხოვს; ჭამეთ იქ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე და იხარეთ+ შენ და შენმა სახლეულობამ. 27  არ მიატოვო+ შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრები ლევიანი, რადგან არც წილი აქვს შენთან და არც სამკვიდრო.+ 28  სამი წლის ბოლოს აიღე იმ წლის მოსავლის მეათედი+ და შენი კარიბჭეების შიგნით შეინახე. 29  მოვიდნენ შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრები ლევიანები,+ რომელთაც არც წილი აქვთ შენთან და არც სამკვიდრო, ხიზნები,+ უმამო ბავშვები და ქვრივები,+ ჭამონ და გაძღნენ, რათა აკურთხოს იეჰოვამ,+ შენმა ღმერთმა შენი ხელის ნამოქმედარი“.+

სქოლიოები

ანუ შუბლი.