წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 13:1—18

13  «თუ თქვენ შორის გამოჩნდება წინასწარმეტყველი+ ან სიზმრის მხილველი+ და გაგიცხადებთ ნიშანს ან საკვირველებას,+  და ახდება ის ნიშანი და საკვირველება, რაც გითხრათ,+ და გეტყვით, გავყვეთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ, და ვემსახუროთო,  არ მოუსმინო ასეთი წინასწარმეტყველის სიტყვებს და ასეთი სიზმრის მხილველს,+ ვინაიდან გცდით+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რათა გაიგოს, გიყვართ თუ არა იეჰოვა, თქვენი ღმერთი მთელი გულითა და სულით.+  იეჰოვას, თქვენს ღმერთს გაჰყევით, მისი გეშინოდეთ და მისი მცნებები დაიცავით, მის ხმას მოუსმინეთ, მას ემსახურეთ და მას მიეკარით.+  ის წინასწარმეტყველი+ ან სიზმრის მხილველი უნდა მოკვდეს,+ რადგან იეჰოვასადმი, თქვენი ღვთისადმი ურჩობისკენ მოგიწოდებდათ, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის მიწიდან და გამოგისყიდათ მონობის სახლიდან; ის ადამიანი ცდილობდა, გადაეყვანეთ იმ გზიდან, რომელზე სიარულიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გიბრძანათ;+ ამოძირკვეთ ბოროტება თქვენ შორის.+  თუ შენი ძმა, დედაშენის ვაჟი, ან შენი ვაჟი, ასული ან შენი საყვარელი ცოლი, შენი მეგობარი, რომელიც საკუთარი სულივით გიყვარს,+ ფარულად ეცდება შენ შეცდენას და გეტყვის, ვემსახუროთო სხვა ღმერთებს,+ რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა,  იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც ირგვლივ ცხოვრობენ, თქვენთან ახლოს თუ თქვენგან შორს, მიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე,  არ აჰყვე არც ერთ მათგანს და არ მოუსმინო,+ არ შეიცოდოს იგი შენმა თვალმა და არ შეიბრალო,+ არც ხელი დააფარო,  არამედ მოკალი.+ პირველმა შენ აღმართე ხელი მის მოსაკლავად და მერე დანარჩენმა ხალხმა.+ 10  ჩაქოლე, მოკვდეს,+ რადგან შეეცადა შენ ჩამოშორებას იეჰოვასგან, შენი ღვთისგან, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან.+ 11  გაიგებს მთელი ისრაელი, შეეშინდებათ და აღარ ჩაიდენენ ასეთ უკეთურებას.+ 12  თუ გაიგებთ, რომ რომელიმე ქალაქში, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი მოგცემთ საცხოვრებლად, ვინმე იტყვის: 13  „გამოჩნდნენ უვარგისი კაცები თქვენ შორის,+ რომ გზიდან გადაიყვანონ თავიანთი ქალაქის მცხოვრებლები,+ და ამბობენ, წავიდეთ, ვემსახუროთო სხვა ღმერთებს, რომლებსაც თქვენ არ იცნობთ“, 14  უნდა გამოიძიოთ, გამოიკვლიოთ და საგულდაგულოდ გამოიკითხოთ;+ თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა და მოხდა ეს სისაძაგლე თქვენ შორის, 15  მახვილით დახოცეთ იმ ქალაქის მცხოვრებლები;+ პირუტყვი და ყველაფერი, რაც იქ არის, მახვილით გაანადგურეთ.+ 16  მთელი ნადავლი მოედნის შუაში შეაგროვეთ და ცეცხლში დაწვით ქალაქი+ და მთელი ნადავლი, როგორც მთლიანი შესაწირავი იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის, და სამარადისო ნანგრევებად+ იქცეს ის; აღარასოდეს აშენდეს. 17  გასანადგურებელს არაფერს დააკარო ხელი,+ რათა დაცხრეს იეჰოვას მგზნებარე რისხვა+ და წყალობა გიყოს,+ შეგიწყალოს და გაგამრავლოს, როგორც შენს მამა-პაპას დაუფიცა.+ 18  მოუსმინე იეჰოვას, შენი ღვთის ხმას და დაიცავი მისი მცნებები,+ რომლებსაც მე დღეს გიბრძანებ, რათა გააკეთო ის, რაც სწორია იეჰოვას, შენი ღვთის თვალში».+

სქოლიოები